დიდიხანია ვაკვირდები და შევამჩნიე რომ მარტო მე ვარსებობ. განა სამყაროში, არა სამყაროც არ არსებობს, ყველაფერი ჩემი ან ილუზია ან მატრიცული განზომილება არ რაღაც ჯანდაბაა,, ყველაფერი ჩემთვის არის შექმნილი, ყველა პლანეტა ჩემთვის ბრუნავს. ისე შეიძლება არსებობდეს ეგენი რეალირად, მაგრამ ჩემთვის იყოს გამოგონილი, ან არ არსებობს და მეც არ ვარსებობ. არადა მე ხომ ვიცი რომ ვარსებობ და სხვა რაღაცეებიც არსებობენ, ოღონდ ჩემთვის არსებობენ.
მოკლედ როგორ უნდა გაიგო რაღაც არსებობს თუ არა? ყველაფერი ჩემთვის თუ არის შექმნილი, მაშინ ის არსებობს ან არ არსებობს, მთავარია მიზანი. ჩემთვის არის ჩემთვის.
ვიღაც მატყუბს და მემაიმუნება ნამდვილად. თუ სხვა რაღაცეები არ არსებობს იქნებ მეც არ ვარსებობ? მაგრამ მე მარტო იმას ვგრძნობ რომ მე ვარსებობ, სხვის არსებობას ხომ ვერ ვიგრძნობ? და ამიტომ ხომ შემიძლია ვიფიქრო რომ დანარჩენი უველაფერი, ჩემი სხეულიანად გამოგონილია? ან არ არის გამოგონილი და ჩემთვის არის. მოკლედ ხომ მიხვდით.
თქვენც ჩემთვის ან გამოგონილი ხართ, ან უბრალოდ ჩემთვის არსებობთ და სხვის თამაშს თამაშობთ. მოკლედ იმ სიმულაციას მინდა მივაწვდინო ხმა სადაც ვარსებობ, რომ ნუ მეთამაშება, ცოტა ამომასუნთქოს და მომანიჭოს ბედნიერება... დავიღალე მეგობარო, ძაან დავიღალე