ანუ რას ვგულისხმობ იცით ?
რამდენად გეხერხებათ ცხოვრებაში პრაქტიული სიტუაციები და მომენტები , მაგალითად სხვადასხვა ხელსაწყოების ან რაიმე პრაქტიკული სამუშაოს შესრულება ?
მაგალითად სიტყვაზე თქვენს აბაზანაში რომ გაფუჭდეს ონკანი თქვენ თვითონ გახსნით შეაკეთებთ და თავის ადგილზე დააბრუნებთ ?
მაგალითად თაროს მიაჭედებთ ისე კარგად კედელზე რომ არ დაზიანდეს კედელი და ხარისხიანად იყოს მიჭედებული ?
მე მაგალითად საერთოდ არ ვარ ეგეთი ტიპაჟი არ მეხერხება ეგეთი რამეები და ჩემს ახალს სამსახურში ბევრჯერ უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდი მაგის გამო , განსაკუთრებით ვინმე თუ მიყურებს მაგ მომენტში
მე მგონი ინდივიდუალურია ეს ყველაფერი ..მე მაგალითად ბავშვობაში ყველაფერს მიკრძალვდნენ ის არ აწიო , ეს არ აწიო და ასე შემდეგ
და ზოგადად რატომღაც ისე გავიზარდე ბავშვობაში არასოდეს მიცდია ჩხირკედელაობა დამიდებდნენ ფერად ენციკლოპედიას წინ და ეგ იყო
Jaws (1975) Sometimes that shark he looks right into ya. Right into your eyes. And, you know, the thing about a shark... he's got lifeless eyes. Black eyes. Like a doll's eyes. When he comes at ya, doesn't seem to be living...