Welcome Guest (
ავტორიზაცია
|
რეგისტრაცია
)
ვალიდაციის წერილის ხელახალი გაგზავნა
წესები
·
დახმარება
·
ძებნა
·
წევრები
·
კალენდარი
·
რჩეულები
·
ჩატი
თბილისის ფორუმი
->
თემატური ფორუმი
->
ქალი და მამაკაცი
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Pages:
(11)
[1]
2
3
...
ბოლო »
(
გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე
)
elchi -ს თავგადასავლები
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lovelock
Private Eye
ჯგუფი: Members
lovelock
Private Eye
ჯგუფი: Members
წერილები: 5983
წევრი No.: 33045
რეგისტრ.: 14-April 07
#58235324
· 11 Aug 2021, 14:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ერთი იუზერია ამ განყში პოსტავს. საინტერესეო და სასაცილო თავგადასავლები აქვს.
ამ თემაში შევკრიბოთ ვის რა გახსოვთ რომ მოუყოლია და მერე იქნებ კრებულად გამოვცეთ
elchi
GEORGE FROM GEORGIA
ნავარჯიშები, სპორტსმენი ხალხი № 21 (post #57390797)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
რაც შეეხება ცურვას, წაგაკითხებთ ერთ წერილს, რომელიც სინამდვილეა.
ცურვა ყველამ უნდა იცოდეთ!!!
მარტო საკუთარ სიცოცხლეს არა, სხვასაც გადაარჩენთ.
ტექსტს უცვლელად გთავაზობთ, FB-ზე დავწერე და იმ ჯგუფში ყველა მიცნობს.
ერთი ჩვეულებრივი სურათია.
მამაშვილი მთის მდინარეზე თევზაობს, შვილი კალმახს იჭერს, მამა ორაგულზე ნადირობს.
მეუღლე ჩრდილში ზის და იქიდან გვიყურებს.
-ამოიყვანე ბავშვი გიო, შეჭამეთ რამე და მერე გააგრძელეთ თევზაობაო.
მანდ ამომსვლელი რომ არა ვარ ხომ კარგად იცი, ესეც არ ამოვა, მოიფიქრე რამე მეთქი.
გაამზადა სენდვიჩები და ასე, ხელით გვაჭმევდა ორ გათიშულ მეთევზეს.
სალომესგან მარცხნივ, დაახლოებით 50-ათ მეტრში მოხუცი კაცი იყო შესული მუხლამდე წყალში, თან ხელჯოხი ეკავა და ისე თევზაობდა, FLY FISHING ჰქვია მასეთ სტილს.
თავიდანვე არ მომეწონა მისი საქციელი, მკერდამდე წყალგაუმტარი კომბინიზონი აცვია, მისი ასაკი, თან ხელჯოხი და ჩქარ დინებაში დადგა, ნელნელა წინ მიიწევდა ღრმა წყლისკენ.
ვგრძნობდი, არ დამთავრდებოდა ეს ყველაფერი მშვიდობიანად.
ჩვენს ზემოთ იყო.
მიწევდა მის მხარეს გახედვა, რადგან "გაისროლე-გამოიტანე"-ს მეთოდით ვთევზაობდი./ესეც ახალი სიტყვა დავამკვიდრე მეთევზეთა ლექსიკონში/.
გავიხედოთ და პაპა აღარა ჩანს, მესმის მისი ცოლის კივილი, ეს ქალბატონიც ჩრდილიდან უყურებდა მეუღლეს.
ასეთ დროს ფიქრი არ შეიძლება, ინსტიქტურად ხდება მაგ დროს ყველაფერი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იმოქმედო.
დავაგდე ჩემი სპინინგი და რაღაც წამებში მასთან გავჩნდი.
წაუქცევია წყალს, გაევსო ეს კომბინიზონი და დინებას ღრმა წყლისკენ მიჰქოდა.
ცოტა ზემოდან შევედი წყალში და ძებნა მომიწია, წავწვდი მხარში და პირველი რაც გავაკეთე, თავი ამოვაწევინე ზემოთ.
გამიჭირდა ნაპირზე გამოყვანა, იმიტომ რომ დაამძიმა წყალმა, ტანითაც მოზრდილი მამაკაცი იყო.
შევხედე ცოცხალია, ასე სწრაფად არ დაიხრჩობოდა, წამოვსვი და ჩემი სათევზაო მოწყობილობა წყალმა წაიღოვო.
ახლა ყველას ის ანეგდოტი გაგახსენდებათ, ქართველმა სომეხის ბავშვი რომ გადაარჩინა დახრჩობას და მამამისი რომ მიადგა:-ა ტაპოჩკი გძეო?
მაგრამ ვინც მეთევზეა, ისინი სხვანაირად შეხედავენ ამ ყველაფერს.
გამოგიტან იმასაც მეთქი.
შევედი ამ გაყინულ წყალში, ვიპოვე და გამოვუტანე.
აგვისტო იყო მაგრამ მთის მდინარეები ძალიან ცივია.
მოკლედ გადარჩა.
კალიფორნიიდან იყვნენ ეს მოხუცები, დასასვენებლად ორეგონში ჩამოსულან.
ახლა მეკითხებიან თუ ვინ ვარ, სად ვცხოვრობ, იქნებ ტელეფონი ჩაგვაწერინოთ და ა.შ.
არ არის მეთქი საჭირო, რაც მე გავაკეთე, ასეთი საქციელი ყველასთვის სავალდებულოა, მაგის გულისათვის მადლობას რომ მეუბნებით, ეგეც მერიდებათქო.
სახელი მაინც გვითხარი და რომელი ქვეყნიდან ხართო.
მეთქი ადვილი დასამახსოვრებელია: GEORGE FROM GEORGIA.
აქვე ესეც უნდა ითქვას, ჩემსა და იმ წყალწაღებულ კაცს შორის კიდევ იყო ორი ადამიანი, ორ მეტრიანი ამერიკელი ვიღაც აზიელ ქალბატონთან ერთად.
ის უფრო მალე მიასწრებდა, მაგრამ ადგილიდან არ განძრეულა, იდგა და მიყურებდა.
მერე მაგათაც მკითხეს საიდან ვიყავით.
-ოოო, მე ნამყოფი ვარ საქართველოში, სამხედრო ინსტრუქტორი ვარ და თქვენი ჯარის გაწვრთნაში ვღებულობდი მონაწილეობასო.
არაფერი აღარ ვუთხარი, ჩემი ემოციებიც მყოფნიდა.
ნამდვილი ამბავია, აგერ არის ჩემი მეუღლე, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა ყველაფერი.
პ.ს.
კიდევ მყავს ორი სიცოცხლე გადარჩენილი. იმ ამბავს შემდეგში მოგითხრობთ.
ქალიშვილი გიორგი
ღამის საუბრები (post #57676481)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ერთ ისტორიას სანფრანცისკოდანაც მოგაწვდით.
დაახლოებით 21 წლის წინ, პირველად დავდგი ფეხი ჩრდილოეთ ამერიკის, ერთერთ ულამაზესი ქალაქის აეროპორტში.
ჩამოვედი კალიფორნიაში და სახელად იმ ქალაქს, რომელშიც "მე" შევდგი ფეხი, ჩემდა "გასაკვირად", ახლაც სანფრანცისკო ჰქვია.
დაახლოებით ორ თვეში, კარგი სამსახური ვიშოვე.
რუსეთიდან ემიგრირებული ებრაელების რესტორანში, მენეჯერად "გამამწესეს".
ალბათ იყო იღბალიც, მაგრამ ვთვლი, რომ სიპატიოსნემ და დაუზარლობამ, თავისი შედეგი გამოიღო.
მოკლედ, რესტორნის პატრონებმა, რამოდენიმე "გამოცდის შემდეგ", ჩამაბარეს "ყველაფრის გასაღებები" და ააყოლეს სანტა-ბარბარაში, იქაც ჰქონდათ საკუთარი სახლი./სად აღარა ჰქონდათ ის იკითხეთ?/
რესტორანში მუშაობა, ადვილი არ არის.
უნდა იყვე აბსოლუტურად კომუნიკაბელური და ძლიერ მომთმენი.
ჩემი ტემპერამენტის პატრონს მიჭირდა თავიდან, მაგრამ წესრიგის მოყვარული ვარ და მალე მოვაჭკვიანე "პერსონალიც" და მომხმარებელიც.
"ჩემი" წესები შემოვიღე.
ვერავინ შემოვიდოდა, ჯინსებით, ბოტასებით და მთლად უარესი-"სპორტიულებით". ავწიე მომსახურების დონე, გავზარდე ოფიციანტების რაოდენობა, დავახარჯინე პატრონებს რამოდენიმე ათასი დოლარი, რესტორნის გასალამაზებლად, დავაყენე დაცვა,ანუ პოლიციელები, /მანამდე "შავები" ნარკოტიკს ჰყიდიდნენ რესტორანში და სხვა გზა არ მქონდა/, შევცვალე მზარეულები და დაახლოებით ერთ თვეში, "მკვდარი" გავაცოცხლე.
ხალხმა, მოსვლა დაიწყო.
დაახლოებით ექვს თვეში, ერთი საღამოს შემოსავლით, მთელი თვის გადასახადს ვაგროვებდი.
რომ იტყვიან, წავიდა საქმე მომგებიანად.
მცნობდა ყველა, პოსტ-საბჭოთა რესპუბლიკებიდან ჩამოსული თითქმის ყველა ემიგრანტი.
/თუ გყავთ ვინმე ნაცნობი სანფრანცისკოში, ჰკითხეთ:RUSSIAN BEAR-ში, 2000-დან 2003-მდე ვინ იყო მენეჯერითქო./
მეც, ჩემს წილად, წარმოვადგენდი ჩემს ქვეყანას და ამით ძლიერ ვამაყობდი.
მქონდა იმის საშუალება, რომ ყოველ საღამოს "თბილისო" ემღერათ ქართულად ჩემს მუსიკოსებს და ერთი კაი ბაღდადურითაც დამეგვირგვინებინა ჩემი იქ "ყოფნა".
ეს ყველაფერი, ხომ აგიხსენით.
ეხლა, მივყვეთ ცხოვრებააააააააას.
მქონდა ურთიერთობა რამოდენიმე ქართველთან, რომლებიც იმსახურებდნენ პატივისცემას, მშრომელი და გამრჯე ხალხი იყვნენ.
იყო იქაც, "ყვითელი" მასა, მაგრამ ვერ "ვქაჩავდი" მათთან ურთიერთობას.
ყველასთვის ნათქვამი მქონდა, თუ გამოჩნდებოდა ვინმე, წესიერი და შრომისმოყვარე, გამოეგზავნათ ჩემთან.
"პატარა" ბიჭმა მომაკითხა.
გიორგი მქვიაო.
მართალი გითხრათ, მესიამოვნა.
პირველ რიგში, რომ ქართველი იყო, მეორე ის რომ ღმერთს გარეგნობა არ დაუშურებია მისთვის და მესამეც, გიორგი რომ ერქვა, ჩემი სეხნია გამოდგა.
შევთავაზე ოფიციანტად ემუშავა და პირობა მივეცი, ყველანაირად დავეხმარებოდი, ოღონდ არ უნდა ეზარმაცა და ყველაზე მთავარი ჩემთვის, ადამიანებთან ურთიერთობაში:-ტყუილი არ ეკადრებინა, არც თავისი თავისთვის და არც ჩემთვის.
ძალიან დავიახლოვე.
პატარა ძმას ვეძახდი და ყველა, პატარა გიორგის ეძახდნენ.
21-ისა არ იყო.
არ შეიძლებოდა გიორგა, ბარში გამეშვა ან სასმელი მიმებარებინა.
/კანონ-მორჩილი ვარ, აქ კი, კანონი კრძალავს 21-წლამდე ასაკის ახალგაზრდისთვის, ალკოჰოლურ სამელებთან ურთიერთობას./
მაინც "გამიძვრებოდა" ხოლმე და იკმაყოფილებდა "წყურვილს".
ბოლოს, იმდენი "მოვახერხე", კოსტუმი ჩავაცვი და ჩემს თანაშემწედ დავნიშნე.
მქონდა დიდი წინააღმდეგობა პატრონებისგან/ტი ჩიო, გრუზინსკუიუ მაფიუ ძელაეშ ზდეს?/, მერე "კლიენტებმაც" გაახურეს, ძირითადად სომხები იყვნენ.
მოკლედ, ჩემი გავიტანე.
გიორგა გავაბლატავე. :drinks:
ე, ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ ბიჭსა დიდი გასაჭირი სჭირდა.
"ქალიშვილი" იყო.
არ იყო ნამყოფი ქალთან./დავათვრე და ვათქმევინე./
-ბიჯო, ვერა ჰხედამ, ქალები ზედ "გახტებიან", მოკიდე ხელი რომელიმეს და წაიყვა სახლში, მე აქ დავრჩები, მაინც სულ აქ არა ვარ რესტორანში?/ მაშინ ერთად გვქონდა ნაქირავები ოთახი/
-გიო, ვერა რა, ვერ ვბედავ.
ახლა რაშია საქმე?!
პირველია და ეშინია კაცსა, ვინიცობაა რამე "უშნო" მოუვიდეს და მეორე დღეს მთელი ქალაქი გაიგებს.
იქაც ვერ აყენებდნენ ენას, ყველაფერს ლაპარაკობდნენ.
-რა გიყო ბიჯო, საიდან მოგიყვანო ეხლა მეე, მუნჯი, ყრუ და ბრმა და თანაც ლამაზი გოგო?
-წადი სადმე, ამერიკულ ბარებში, გაიცნობ ვინმეს და რაც გინდა ის გიქნია. მაშინ ეგ მომივიდა აზრად.
სამი დღის მერე, შუა ღამეა, მაგარი ნაცემი აღებს კარებს.
კინაღამ გავრეკე, მართლა როგორც ძმას ისე ვექცეოდი.
-რა გჭირს მითხარი ახლავე.
-სტრიპ-ბარში ვიყავი და დაცვამ გამლახაო.
-ტყავის "კურტკა" სადა გაქვს".
-არ ვიცი, "პრაივეთ" ოთახში, რომ შევიყვანე "მოცეკვავე" ქალი, ალბათ იქ დარჩაო.
საბუთებიც იმ აყროლებულ ქურთუკში ჰქონია.
-გახსოვს რა ერქვა იმ ბარს?
-არა, აბა საიდან.
-ხთფუუუ, ადე გამომყევი.
-იქ ვერ შემოვალ.
-რათა ბიჯო, იძალავე?
-არა, ხელი მოვკიდე.
-ხელი თუ ხელები?
-აღარ მახსოვს, ისეთი ლამაზი იყო, არაფერი აღარ მახსოვს, მხოლოდ ის მახსოვს, დაცვის ბიჭებმა, ორი დიდი ზანგი იყო, სულ ჰაერში მცემეს, სანამ გარეთ გადმომაგდებდნენო.
წავედით, შევედი, გამოვიტანე "გაჭირვებულის ტყავსაფარი" და გამოვწიეთ სახლისკენ.
გზაში ტვინს ვუბურღავ:-ნუ მარცხვენ მსოფლიო მასშტაბითთქო.LOOOL
გავიდა ორი კვირა და ახალი შარი აიკიდა.
გამეპარა რესტორნიდან.
სანამ გაიძურწებოდა, "საღამოსთვის" გადანახული, ფრანგული კონიაკი, გამომიწრუპა, რამოდენიმე ბოთლი ლუდიც დააყოლა და ჯიბეში 2800$-ით, სხვა "რუსულ" რესტორნისკენ გასწია.
ეს ფული, ადვოკატისთვის უნდა მიეცა ორშაბათს.
ტელეფონზე არ მპასუხობს, არავითარი ინფორმაცია.
გადავაქოთე მთელი რუსული რესტორნები.
RUSSIA HOUSE-იდან მიპასუხეს, აქა არის და დროზე წაიყვანე, თორემ მოკლავენ სომხებიო.
ვიცნობდი იმ რესტორანში ხალხს.
გადავურეკე და ვეკითხები.
-რას აკეთებს ამისთანას?
-გოგოს შემოარტყა, შუა დარბაზშიო./სომეხი იყო ეს გოგო./
ეჰ, სანამ მე მივედი.
ჩემი გიორგა, უკვე მაგარი მიჟეჟილი დამხვდა.
წამოვიყვანე.
30$-ღა ჰქონდა ჯიბეში.
ძალიან ბევრი ვიფიქრე, თუ რითი შევძლებდი, ამ "ატეხილის" შველას.
ორშაბათობით, ბიზნესი დაკეტილი გვქონდა.
-ადე, მე გამოგყვები, წავიდეთ ქალაქის ცენტრში, იქნებ შენს "საბედოს" იქ გადააწყდე.
-მართლა გამომყვები, არ მატყუებ?
-წამო ჰო, ამაღამ უნდა დაგავაჟკაცო, ჯანდაბას ჩემი თავი, შენი ცოდვით აღარა ვარ.
გამოიპრანჭა, წავედით და მივედით.
სადაც მივედით, ყველგან გვითხრეს:-აბა, აბა, დაახვიეთ აქედანაო.
არ იყო ეს ვაჟბატონი 21 წლის და არ გვიშვებდნენ ბარებში.
4-5 ბარიდან, რომ გვიპინტრიშეს, მე უკვე "მკაცრად" გადავწყვიტე სახლში წამოსვლა.
-გიო, ერთიც ვცადოთ რა.
დავიწვი მისი გაჭირვებით.
იმ პერიოდში, სხვა სამსახურიც მქონდა.
სარეკლამო სააგენტოში ვმუშაობდი.
ვამზადებდით ნეონის სარეკლამო დაფებს და ყველანაირ ბიზნესის შენობებს, გარედან თუ შიგნიდან, ვალამაზებდით.
/ისე, ბევრი "შედევრი" მაქვს დატოვილი სანფრანცისკოში, ბერკლიში, ოკლენდში და ლოს-ანჯელესშიც არის ჩემი გაკეთებული ნეონის SIGN-ები./
ერთ გეების ბარში, რამოდენიმე კვირის წინ გაკეთებული მქონდა აბრა.
პატრონს ვიცნობდი.
კორეელი ქალ-კაცა იყო./ახლაც არ ვიცი, რომელია./
შევედით ამ ბარში.
გიორგა, გაგებაში არ არის, სად მოხვდა.
პატრონი იქ იყო, რომ დამინახა მიცნო.
ავუხსენი, რომ ძმა მესტუმრა და წამოვიყვანე ბარში.
რათქმაუნდა დამიჯერა, რომ ის 23 წლისაა.
ბარმენს უთხრა:-ამ ხალხს, 6 ჰაინეკენი უფასოდ ჩვენგანო.
მე, ლუდსა ვწრუპავ და თან დამსწრე "საზოგადოებას" ვათვალიერებ.
გიორგას, თვალები აცა-ბაცა გაურბის.
როგორც იქნა მეშველა.
თვალი დაადგა ერთ ულამაზეს არსებას.
-აი, ეგ მინდა, რასაც მოითხოვს ვიხდი.
-მოიცა ბიჯო, იქნებ იმას არ უნდა შენთან?
-მიდი რა გიო, ეგ დამათრევინე.
-შენ დაითრევ და იცი როგორ?
-მიდი, გაეცანი და დაპატიჟე სასმელზე, დასვი და შეეკითხე.
-"ენგრევე" უარი აჯახე პირველ შემოთავაზებულ თანხაზე, ნახევარი შესთავაზე და მერე გააგრძელე ლაპარაკი.
-ჰო, ბევრი არ დაროშო.
წავიდა, მოიყვანა და ჰაი სასწაული.
უკიდეგანოდ ლამაზია ის არსება.
არაფერი არ აკლია, პირიქით.
ჩემზე მაღალია/182+++++++++++++/
ამოვიოხრე ცოლიანმა და უკვე გეგმის შესრულებას მოვკიდე ხელი.
გავედით გარეთ და გიორგი ტაქსის გასაჩერებლად გაუშვი.
ეჭვი მღრღნის და არ მასვენებს.
ქალი, მართლა ვიცი "რაც" არის.
მაგრამ ესეთი "სრულყოფილება", რომელიც გვერდით მიდგას, საფუძვლიან ეჭვს აღმიძრავს.
ვეღარ მოვისვენე და ვეკითხები:- ისა და, კაცისა გააქვს?
-კი მააქვსო.
-გიორგი, ხელების ქნევას თავი დაანებე, შუა გზაზე დადექი და ნებისმიერი ტრანსპორტი გააჩერე, დროულად გავეცალოთ აქაურობასმეთქი.
-რა მოხდა, ფასი გაზარდა?
-ჰო, გაზარდა ძალიან.
--რამდენით?, მაინც გადავიხდი.
-რას გადაიხდი შე შობელძაღლო, ამაღამა, ერთდროულათ დაკარგავ ორ "ქალიშვილობას".
-კაცია, კაცი, "კუკლა" იცი რა არის?
-ვერ გავიგე გიო.
-ეჰ, კიდე კაი გამოგყევი, თორე არ მოხვიდოდი სახლში "დვაინოი" დავაჟკაცებული.
-წამო, წამაეთრიე სახლში და შენი ხმა აღარ გავიგონო.
საწყალი, დაბეჩავებული დადიოდა დაახლოებით ერთი თვე.
ქალისა და კაცის ერთდროულად ხსენებაზე, ისტერიკა ემართებოდა ხოლმე.
საკერავი მანქანა
ქუჩაში ტიტლიკანა მოტანტალე მდედრები (post #58232309)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ეს ისტორია კიდევ ერთ მოსკოველ ჟურნელისტს მოვუყევი და SPEEDINFO-ში გამოაქვეყნა.
გადააკეთა იმ ჩემის თვრამეტიანმა.
ერთგან არა თქვა სექსის შემდეგ რომ მოვუყევი ეგ ამბავი.
გამოვუშვებ, თორემ ტრაკების და "ზუზუების" პარადი ყოფილა მანდ, კაცები და ქალები კიდევ გლახა და გაჭირვებულ სიტუაციაში ყოფილხართ.
თბილისის ზემოთ, პატარ-პატარა სოფლებია მიმოფანტული, თბილისელები "დაჩებს" ვეძახდით, ჩვენც გვქონდა ერთი პატარა სახლუკა, დასახლებას კოჯრისხევი ჰქვია.
მოწყობილი გვქონდა ყველაფრით, ავეჯით, ჭურჭელით, "ფეჩით" და თქვენ წარმოიდგინეთ საკერავი მანქანითაც.
აი, ეს საკერავი მანქანა, რაში გამოგვადგა, ქვემოთ მოგახსენებთ.
ზაფხულია, "იწვის" თბილისი, ავიყვანე ოჯახობა და ვაპირებ ჩემი შვებულებაც იქ გავატარო.
/მეუღლე დისერტაციას წერდა და "შორს" ვერ წავედით, თან ფეხმძიმედ მყავს პირველ შვილზე. ბიბლიოთეკები კიდევ ახლოს იყო, სულ 25 კილომეტრი საჯარომდე./
პირველი დილაა და 6 საათზე დენის ხერხის ღმუილი მაღვიძებს.
გამოვედი გარეთ.
ისედაც ადრიანად ვიღვიძებ, რაღა დამაძინებდა.
მეზობელი მყავდა, პენსიაზე იყო გასული და ზამთარ-ზაფხულ, იქ ცხოვრობდა, ქალაქში პროდუქტებზე და "შეშაზე" თუ ჩამოვიდოდა.
"შეშად" ძველ ფიცრებს ხმარობდა, "გრუზავიკი" ჰყავდა, ჩავიდოდა ქალაქში და სადაც გადაყრილ ლურსმნიან ფიცრებს ნახულობდა, ამოჰქონდა და "ერთობოდა".
ის კი ხარობდა, მაგრამ გარშემო მყოფები რა დღეში ვიქნებოდით წარმოიდგინეთ.
დაახლოებით ერთი საათი ხერხამდა, მერე დიდი ურო ჰქონდა და რკინის დიდ "პლიტაზე", ამ ძველ ჟანგიანი ლურსმნების გასწორებას, კიდევ ერთი საათი უნდებოდა.
ეგეც თქვენი მშვენიერი სისხამი დილა, აგარაკზე.
მეზობლებს ყველას ვიცნობდი, პირველივე დღეს, შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ.
კრება მშვიდი მომავლის იმედით დაიშალა.
მხოლოდ ჩემზე იყო დიდი იმედი სამეზობლოსი, რამენაირად უნდა გადამეწყვიტა ძია ვასოს პრობლემა./ვასო ერქვა ჩვენს "სადო-მაზოხისტს"/
გადავედი და ვეუბნები:- ვასო ძია, ორი "ვედრა" ლურსმანი და ერთი კამაზი შეშა ჩემზე იყვეს, ოღონდაც თავს გაუფრთხილდი და რამე არ იტკინო ამ ლურსმნებზე და ხერხზეთქო.
-რა მჭირს შენი გასაფრთხილებელი, მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთოო?!
30-წელზე მეტი მილიციაში მუშაობდა, ბოლოს მილიციის უფროსადაც უმუშავია.
აბა, მაგის გადაკიდება იქნებოდა?
ტვინი კინაღამ დამეწვა ფიქრისგან.
გადავწყვიტე, ხერხს მოვპარავ თავის ჩაქუჩიანადთქო, ვერ ამართლებდა ეს გეგმაც, პოლიციელი იყო და გაიგებდა, მეორე მთლად უარესი, ქურდობას ვერ ვახერხებ.
შუა ღამისას, განათდა ტვინი.
ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, ერთი ჩვეულება ჰქონდა. დილით სანამ თავის "სადო-მაზოხისტურ სეანსს" დაიწყებდა, გარეთ, თავისივე ხელით ჟანგიან-გასწორებულ ლურსმანზე, "კეპკა" ეკიდა, გამოსვლისას იხურავდა, შესვლისას, ისევ კიდებდა ხოლმე იმ ლურსმანზე.
მაინც გავრისკე და გადავძვერი მის ეზოში შუა ღამისას.
გახსოვთ საკერავი მანქანა?
ჰოდა, დაახლოებით 3 საათი, ამ ქუდის დაპატარავებას მოვუნდით მე და ჩემი ცოლი. სულ რაღაც 2 ზომით შევავიწროვეთ.
გამთენიისას, უკან დავუკიდე ლურსმანზე.
ყველა მეზობელი გაფრთხილებული მყავს, უნდა გაუარონ ახლოს და უნდა შეეკითხონ:
-ძია ვასო, დღეს რაღაც თქვენი ფერი არ მომწონს, რაღაც ცუდად გამოიყურებით, და ასე შემდეგ.
თურმე დიდხანს უწვალია, ქუდი რომ დაეხურა.
4 კაცმა რომ შეასრულა "დანაპირები", ჩემი ჯერიც მოვიდააა.
გადავედი და ვეკითხები:
-ვასო ძია, რაღაც დიდი მეჩვენება თქვენი თავი, ხომ კარგად გრძნობთ თავსათქო?
ე, ამასღა ელოდა, შევარდა სახლში და ნახევარ საათში ცოლთან ერთად გამოპრანჭულები გამოდიან.
-საით გაგიწევიათ, თუ ქალაქში აპირებთ, მეც მივდივარ და გაგიყოლებთთქო.
/სადმე წამსვლელი ვიყავიიი?/
-რა ვიცი, რაღაც კარგად ვერ არის ექიმთან მიმყავსო. ცოლი მპასუხობს.
-თქვე დალოცვილებო, აქვე სამეზობლოში 4 ექიმი გვყავს და თბილისში რაღა გინდათ, ამათზე უკეთეს სპეციალისტებს სად ნახავთთქო.
მოკლედ, ეს ექიმებიც ჩემს დღეში იყვნენ და იქვე ეზოში მოაწყვეს კონსილიუმი.
დაუდგინეს ჩვენ ვასოს, თავის გადიდების მიზეზი ხმაურია და ძილის უკმარისობაო.
მკაცრად აუკრძალეს ყველანაირი ელექტრო ხელსაწყოს ხმარება, მექანიკურების ჩათვლით.
ბჯოოოოოოო, მეორე დილა გათენდა და იგეთი წყნარი, რო მეტი არ შაილება.
10 საათისთვის, ვასო ძია გამოვიდა და ყვავილების მორწყვა დაიწყო.
მთელი ერთი თვე, შლანგი არ გაუგდია ხელიდან.
ჰო, თვითონაც დაისვენა და ჩვენც.
პ.ს. საკერავი მანქანა, აუცილებელია ყველას ჰქონდეს. რა იცი რა ხდება.
2007. ივნისი.
ნათურა პირში
ქუჩაში ტიტლიკანა მოტანტალე მდედრები (post #58227576)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1995 წელს რუსეთში აკადემიკოსთა კონფერენცია გაიმართა.
მართლა.
წარმომადგენლები სულ ხანში შესული ქალბატონები იყვნენ.
დამსწრეთა შორის სამად სამი მამაკაცი აღმოვჩნდით, რომლებმაც კონფერენციის შემდეგ დალევა გადავწყვიტეთ. პირველ კრებას ინტერესის გამო დავესწარით.
ვართ მე, ციცერონა და არისტოტელე.
22 წლის თბილისელი ბიჭები.
თუ როგორ მოვხვდით მაგ "აურიე-ზაურიეში", კ/ფ მიმინოს უყურეთ კიდევ ერთხელ.
ცალცალკე ნომრები გვაქვს.
ერთად გადავწყვიტეთ საღამოს გატარება.
საჩვენო-საკბილო ვერ ვნახეთ ამდენ მოხუცში და მომავალი დღეების დაგეგმარება უნდა მოვიფიქროთ.
ციცერონამ, გინდა თუ არა ხვალ სიტყვიერი მოხსენებით უნდა გამოვიდეო.
თითოს ორი ბოთლი პაპაჩემის გამოხდილი ორნახადი ჭანჭურის არაყი გვაქვს გადახუხული.
თბილისში ხუთ ჭიქაში ერთმანეთს ვერ ვცნობდით.
ერთხმად საშინელება ანუ PERSHING 2 დავარქვით.
არისტოტელემ კვერი დაუკრა, მე კიდევ ავიფხორე.
-ვერა ხაართ თქვენა.
-ვაიდა შეგეკითხონ, ზიმბაბვეში და მოზამბიკში 7 ნოემბერი არის თუ არათქო, რა უნდა უპასუხოთ???
-გაითვალისწინეთ!!! იქა კომუნისტები არ არიან!!!
დაიწყეს ფიქრი.
პურ-მარილი სასტუმროს ნომერშივე გავაშლევინეთ და ქეიფიც გახურდა.
შუა ქეიფის დროს მაგიდის თავზე დაკიდებული ასვატიანი ნათურა ჩაქრა და სართულის მორიგეს ვთხოვე მისი გამოცვლა.
მორიგემ ნათურა ახლით შეცვალა, მაგრამ ძველის წაღება დაავიწყდა - იქვე, მაგიდაზე დარჩა.
დალევაც მეტი აღარ გვინდოდა , ვისხედით და სხვადასხვა თემაზე ვსაუბრობდით, ესენი ისევ 7 ნოემბერზე ფიქრობდნენ.../გეოგრაფიაში ორივე მაგრა "სხლამდნენ"./
ამ დროს ნათურას მოვკარი თვალი და დანარჩენებს ვუთხარი, რომ თუ ასვატიან ნათურას პირში ჩაიდებდა ვინმე, მის გამოღებას ვეღარ შეძლებდა. გაჩაღდა კამათი. ერთ-ერთი ოპონენტი, "ფიზიკის" აკადემიკოსი მეუბნება:
- "ასე არ შეიძლება" მე, მეცნიერებათა კანდიდატი, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ თუ ნათურის პირში ჩადება შეიძლება, მაშინ შეიძლება მისი გამოღებაც!" - და პირში ნათურას იდებს.
აიღო და ჩაიდო.
ცდილობენ მის გამოღებას, მაგრამ არაფერი გამოსდით.
ნახევარსაათიანი წვალების შემდეგ საავადმყოფოში წასვლა გადავწყვიტეთ. ექთანს დავუძახე და პაციენტი ვაჩვენე. გაკვირვებული ექთანი ქირურგის დასაძახებლად წავიდა. მალე ექიმიც მოვიდა და პაციენტს მტევნის კიდეზე იმ ადგილზე დაარტყა, სადაც იქაური ნერვი ქვედა ყბა თავის ქალას უერთდება.
პირი უფრო ფართოდ გაიღო და ნათურაც თავისუფლად გამოვიდა, პაციენტი კი პირდაღებული დარჩა.
ექიმმა აუხსნა, სანამ ნათურა პირში გედო, კუნთები დაძაბული გქონდა, ახლა კი ძლიერ მოშვებულია და სამიოდე საათის შემდეგ ისევ შეძლებ პირის მოკუმვასო.
დამსახურებულმა "აკადემიკოსებმა" ექიმს მადლობა გადავუხადეთ, ტაქსში ჩავსხედით და სასტუმროსკენ დავიძარით.
-"მაინც ვერაფერი გავიგე, - მეუბნება მეორე აკადემიკოსი , - რატომ არ უნდა გამოდიოდეს ნათურა პირიდან?" ახლა მეორემ გამიპროტესტა: "ასეთი რამ უბრალოდ, შეუძლებელია", - სტაცა ნათურას ხელი და პირში ჩაიდო.
ამ "ანტიკვარ"ნათურას თან დავატარებ, თბილისში უნდა ვაჩვენო დანარჩენ ძმაკაცებს.
ტაქსს ისევ საავადმყოფოსკენ ავაღებინე გეზი. დავიჭირეთ ექთანი, რომელიც ისტერიკაში ჩავარდა, მაგრამ ქირურგის მოსაყვანად მაინც გაიქცა. ქირურგმაც ბევრი იცინა, თუმცა ნათურა მაინც გამოიღო. უიღბლოები საავადმყოფოდან გამოვიყვანე, ტაქსი გავაჩერე და ჩავსხედით. ტაქსის მძღოლი ორი პირდაღებულის დანახვაზე დაინტერესდა:
-ეს დებილები სად მიგყავს?
-რა დებილები, მეცნიერებათა კანდიდატები არიან. უბრალოდ, პირში ნათურა ჩაიდეს და ვეღარ გამოიღეს.
ტაქსის მძღოლმა არ დამიჯერა. დარწმუნება დავუწყე, ვერ დავარწმუნე და ნათურა მივეცი.
მოკლედ, ამჯერადაც მოგვიწია საავადმყოფოში მიბრუნება. მათ დანახვაზე ექთანი შოკში ჩავარდა, ქირურგი დიდხანს ილანძღებოდა, მაგრამ ნათურა მძღოლსაც გამოუღო პირიდან და მაგიდის კიდეს მიაფშვნა!
ტაქსის მძღოლმა სასტუმროსკენ წაგვიყვანა, მაგრამ გზად ავტოინსპექტორი გადაგვეღობა, რომელმაც ვითარებაში გარკვევა გადაწყვიტა - სამი პირდაღებული და ერთი მთვრალი საეჭვოდ მოვეჩვენეთ. ერთადერთი მოლაპარაკე მე ვიყავი, მაგრამ ნასვამი, მოვახერხე ყველაფერი ამეხსნა. ინსპექტორმა ზურგი გვაქცია და თავის ჯიხურში შევიდა. იქ შუქი ჩაქრა და მცირე ხნის შემდეგ მილიციელი უკან დაბრუნდა, უკანა კარი გააღო და ჟესტით გვანიშნა, ჩავწეულიყავით. ჩაჯდა. პირიდან ნათურის ხრახნი მოუჩანდა.
ტაქსი კიდევ ერთხელ მივაბრუნე საავადმყოფოში.
ექთანი ძლივს მოასულიერეს და ქირურგის დასაძახებლად გაგზავნეს.
ექიმის კაბინეტის კარი შეაღო თუ არა, ექთანმა დაიკივლა და გულწასული ჩაიკეცა.
ოთახიდან ქირურგი გამოვიდა არაბუნებრივად დაღებული პირით...
პ.ს. ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ სცადოთ, თორემ იგივე დეგემართებათ. lol.gif gigi.gif
ასე რომ მე "პას".
გაგაფრთხილეთ, არა ჰქნათ ეგ!!!!!! lol.gif
ჯარის ამბები საძინებელში
გოგოსთან სექსზე უარი გითქვამთ? (post #57255190)
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბევრჯერ მაქვს უარი ნათქვამი სხვადასხვა მიზეზების გამო.
დავიწყო??? lol.gif
ძმაკაცის უმცროსმა ძმამ ტვინი გამომაცალა.
ვიღაცას აეკიდა და სექსზე თანახმა არისო.
მერე მე რა შუაში ვართქო?!
მანქანა გაქვს, წამო რა და დაქალსაც წამოიყვანს, პურმარილს მე ვკისრულობ, ჩვენთან ავიდეთ აგარაკზეო.
ბიჯო, ვინმე უშნო არ მაათრიოს, თორემ ვერ გადამირჩები. lol.gif
წამიყვანა ვარკეთილის მეტროსთან, აქ მოვლენო.
"თავისუფალი" ვარ მაგ დროს, არავითარი ცოლი და "საბავშვო ბაღი" კიდევ სახლში. lol.gif
როგორც იქნა "მოიდნენ".
არ არის ცუდი შესახედი, ჯდება ჩემს გემოვნებაში.
ლამაზია და შტერის გამომეტყველება ბოლომდე არა აქვს.
ხმას არ ვიღებ.
მოვიქოქეთ და ავედით აგარაკზე.
გზაში არ ჩერდება, ტვინი წაიღო.
ასვლა იყო და ესენი დაეტაკნენ ერთმანეთს და საძინებლიდან აღარ გამოდიან.
ამ დროს დავანთე ბუხარი და სუფრის გაწყობა დავიწყე.
ეს "საჩემო" გოგო ზის, მიყურებს და ქაქანებს გაუჩერებლად.
მუნჯი ხარო?!
მორცხვი ვარ, კომპლექსები მაწუხებს, თბილისელ გოგოებთან მიჭირს ურთიერთობა, სოფლელი ვარ.
შევიცვალე კილო და ველაპარაკები გორულ-ხაშურულ დიალექტზე.lol.gif
მეთქი მაგარი გოგო ხარ, თან თბილისელი ყოფილხარ.
ვერ ვერკვევი ქალაქში, ვარკეთილი სად არის მეთქი?!
ვახ და ჰოო, ეტყობა ქალაქის ცენტრია ეგ უბანი.
რასა "ფიქროფ", გამოგვივა რამეი კრაოტში???
მე ვერ გაგიბედამ, უარზე ვაარ.
რა მჭირს შენი დასაწუნებელი შე გაგრიაო.
წამო და ხმა არ ამოიღო მაგ დროსო.
ეშველათ და გამოვიდნენ ისინი.
მიყურებს და ჩემს მეგობარს მიახტა, საიდან მოძებნე ეს სოფლელი, გაგებაში არ არისო.
მომიტრიალდა და რა უქენი ამასო?
არაფერი, ვზივარ ჩემთვის და ვუსმენ, თან არაყს გეახლები და მწვადს ვწვავ ბუხარში.
ეგე, ერთი ბოთლი გამოვცალე "ჩემ წილათა, ჰოოდედა ესეცა სვაანს".
ვინ არის სოფლელი შე მართლა შტერო, მეხუთე თაობის თბილისელია, გეკაიფება, იმიტომ რომ ტვინი გაუღუნე.
ახლა ის დამუნჯდა.
წამო მეთქი საძინებელში, ჯარის ამბები უნდა მოგიყვე.
რაც იმას დეემართა ჯერ იქა და მერე გზაში, გაშოროთ ყველას.
დაჯე გოგო
ცოლის დაქალთან სექსი გქონიათ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ასეთი რამ გადამხდა.
ჩემი მეუღლის სტუდენტი იყო, სადოქტოროს აკეთებდა, ეხმარებოდა ჩემი მეუღლე, ისიც ჩვენს ბავშვებს ამეცადინებდა საფასურის გარეშე.
ხშირი მისვლა-მოსვლა გვქონდა.
თავიდანვე როგორც ქალისთვის არ შემიხედია, ვთვლიდი ოჯახის მეგობრად.
ქმარი სხვა შტატში ცხოვრობდა, ეს კიდევ მარტო იყო, წელიწადში 2-3-ჯერ თუ ნახავდნენ ერთმანეთს.
ჯერ ერთი სულ აჯაჯული დადიოდა, სპორტული ტანსაცმელი და რამე, კაბაში ეგ მე არ მინახია, არადა შოლტივით გოგო იყო.
მოკლედ ვმეგობრობდით, ბევრჯერ ჩვენთანაც დარჩენილა ღამით, სვამდა ხარივით, მე რომ ვინმე დალევით გამაკვირვებს, კაცივით ურახუნებდა.
ერთხელაც მირეკავს და სინათლე გავაკეთებუნე ხელოსანს და აღარ მუშაობს, ინჟინერი ხარ და იქნებ დამეხმაროვო.
პრობლემა არ არის, საღამოს მოვალთქო.
მივედი და გამჭვირვალე ხალათი აცვია, ყველაფერი უჩანს, შევხედე და ეგეთ რამეებს ქალი ვერ გამომაპარებს.
მაჩვენე რა არის გაფუჭებულითქო, უცებ გავაკეთე.
ლუდს ხომ არ დალევო?
რატომაც არა.
იცი სადაც არის მაცივარი, მიდი და აიღეო.
მაცივრებზე ბევრს გაკრული აქვთ ათასი ხარახურა, მივედი და კარებზე დიდი პლაკატია გაკრული, რომელზეც ეს ქალბატონია სრულიად შიშველი.
აუ მეთქი, რა ლამაზი ყოფილა.
შემოვედი ოთახში და რატომ გაცვია ასე და ის სურათი რატომ გააკარი კარებზეთქო.
ს
This post has been edited by
lovelock
on 11 Aug 2021, 14:38
--------------------
ყველაზე ევროპელეე ფუჩურე © kivilee
ეროვნული სპორტია ყველაფერზე კამათი © bartra1234
ადრე კაიფისტკას ტრაკზე ან ქეთუს ძუძუებზე მიდიოდა ბაზარი, ახლა საბარჩას და ჰერმიონას დიქ ფიქებზე © ბიჯო
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
DORO
ყისმათიანი
ჯგუფი: Members
DORO
ყისმათიანი
ჯგუფი: Members
წერილები: 22260
წევრი No.: 142670
რეგისტრ.: 5-February 12
#58236179
· 11 Aug 2021, 18:50 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
lovelock
MI 6 ში ანალიტიკოსად მუშაობ ?
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
--------------------
Muffin lover
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
le_soleil
ორი ძუკნას მზე
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
le_soleil
ორი ძუკნას მზე
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 778
წევრი No.: 262263
რეგისტრ.: 5-May 21
#58236537
· 11 Aug 2021, 20:44 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ელჩი მაგარი კაცია. მიყვარს მაგისი ისტორიები
ოღონდ, მე არ ვევასები და რა დავუშავე არ ვიცი
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
ketuketo
ქეთრინი
ჯგუფი: Members
ketuketo
ქეთრინი
ჯგუფი: Members
წერილები: 21739
წევრი No.: 242363
რეგისტრ.: 23-April 18
#58236654
· 11 Aug 2021, 21:18 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
)))))
ეგეთ იუმორზე რო იცინით
იუმორინას და მღერიან და ხუმრობენის ეპოქაში ჩარჩით ძმატცი?
რა გოიმობაა...წესიერი იუმორის ფასი არ იცით მგონი...გაბუს შოუს უყურებთ ხოლმე მჯერა...
--------------------
მდედრიონი ბესსმერტნა:))))))
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
elchi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
elchi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7855
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08
#58236873
· 11 Aug 2021, 22:09 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
le_soleil
გამოდი და დამენახვე, მითხარი რომელი ხარ.
მე არ ვმალავ ჩემს ვინაობას.
ეტყობა მეთევზე-მონადირეებს ვერ იტან, სხვანაირად ვერ დამიწუნებდი.
ისე კაი სამეგობრო ვინმე ვარ.
ჰოოო, უცხო პლანეტელი ვააარ.
ვერაფრით ვერ გავარკვიე რომელი გალაქტიკიდან მოვევლინე "მანდაურობას".
პ.ს. წაშალეთ ეს თემა.
არავისგან არ განვსხვავდები, თქვენნაირი ვარ, თქვენი სისხლი მაქვს მეც.
არ მინდა რა ჩემსკენ გამოიშვიროთ თითი და უი, რა კაია.
ყველას შეგიძლიათ იყვეთ თავისუფალი.
ერთხელ მოხვედით ამ ქვეყანაზე.
მეორედ ვეღარ მოხვალთ.
რა ვქნა?
მომკალით და არ მჯერავს ჯოჯოხეთების და სამოთხეების არსებობა.
ვიყავი "იმაანნთთანა".
6 თვე გათიშული ვიწექი და თურმე ყველაფერს ვლაპარაკობდი.
არაფრის არაფერი და გეომეტრიული პროგრესიის დაუსრულებელია "იქ".
სანამ ხართ, მოეფერეთ რა ერთმანეთს, რაც შეიძლება მეტი სიკეთე აკეთეთ.
არ ვიცით ვინ საიდან მოვედით და სად მივდივართ.
მე ვიცი.
არ დევს ჩვენს ტვინში ის "უჯრედი-მოლეკულა-ატომი-ნეიტრონი და ა.შ", რომელიც გვეტყვის რა და როგორ არის.
თემის ავტორმა უნდა გამიგოს და ამ განყოფილების მოდერატორს ამ თემის წაშლა მოსთხოვოს.
--------------------
მხოლოდ წინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
Heart_of_Darkness
ツンデレ
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 5793
წევრი No.: 224038
რეგისტრ.: 16-September 16
#58237415
· 12 Aug 2021, 00:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
მიყვარს ამ იუზერის პოსტების კითხვა, ყოველთვის საინტერესოდ აღწერს თავის გამოცდილებას, ამბებს თუ კურიოზებს.
თან რაც მთავარია, ეტყობა რომ გულახდილია, რაც არის ეგ არის, არ პოზიორობს ან რამე. პოზიტივის გაცემისა და სხვებისთვის კარგი განწყობის შექმნისთვის პოსტავს.
ნეტავ, ბევრი ასეთი იუზერი გვყავდეს. თორემ დამღლელად მოსაბეზრებელია, გამუდმებით, ეგოების ჯახის ამსახველი პოსტების კითხვა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
cron4mer
Super Member
ჯგუფი: Registered
cron4mer
Super Member
ჯგუფი: Registered
წერილები: 946
წევრი No.: 261140
რეგისტრ.: 12-February 21
#58237501
· 12 Aug 2021, 00:33 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
QUOTE
მიყვარს ამ იუზერის პოსტების კითხვა, ყოველთვის საინტერესოდ აღწერს თავის გამოცდილებას, ამბებს თუ კურიოზებს.
თან რაც მთავარია, ეტყობა რომ გულახდილია, რაც არის ეგ არის, არ პოზიორობს ან რამე. პოზიტივის გაცემისა და სხვებისთვის კარგი განწყობის შექმნისთვის პოსტავს.
ნეტავ, ბევრი ასეთი იუზერი გვყავდეს. თორემ დამღლელად მოსაბეზრებელია, გამუდმებით, ეგოების ჯახის ამსახველი პოსტების კითხვა
ნამდვილად ელჩი ძაან მაგარი კაცია(ადამიანია)
This post has been edited by
cron4mer
on 12 Aug 2021, 00:33
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
lovelock
Private Eye
ჯგუფი: Members
lovelock
Private Eye
ჯგუფი: Members
წერილები: 5983
წევრი No.: 33045
რეგისტრ.: 14-April 07
#58237848
· 12 Aug 2021, 04:48 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
დავსერჩავ მერე კიდე ისტორიებს და დავამატებ
DORO
არა. კარგად არ უხდიან.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
elchi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
elchi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7855
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08
#58237868
· 12 Aug 2021, 06:51 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ცრემლს ვერ ვიტან, ბევრჯერ მიტირია.
ჰო, კაცი ვარ და წამომსვლია მეც.
დედას ასე მივულოცე.
დედების დღეა.
ვულოცავ ყველა დედას.
დედაჩემზე ვერ ვწერ, მიჭირს, წაიკითხავს და იტირებს.
შევძლებ და მაინც დავწერ.
წაკითხვისას, იმ ცრემლებში, რომლებიც წამოუვა იმ დახატული ცისფერი თვალებიდან, არ ვინანებთ ორივე, იმიტომ რომ მეც ცრემლიანი დავწერ.
-დედიკო, ბოდიში სამაგიეროს რომ ვერ გიხდი.
ძლიერი ბიჭი გამაჩინე, მასწავლე კაცობა, მასწავლე ადამიანობა, მასწავლე როგორი უნდა იყვეს ქართველი.
ვერ ვპოულობ იმ ლექსს, სადაც ნათქვამია, დედას ხელის გულზე ტაფამწვარი რომ შეუწვა, სამაგიეროს ვერ გადაუხდიო.
ეგრეც ყოფილა.
ბავშვობაში ბევრს გაბრაზებდი, ახალგაზრდობაში ბევრი განერვიულე. ვიცი რომ ყველაფერი მაპატიე, იმიტომ რომ ჩემი დედა ხარ. დე მჭირდები, შენი შვილებისთვის არავის დედა არ შეუგინებია და არც ჩვენ შეგვიგიგინებია არავის დედა, ეგეთები დაგვზარდე. სამივეს შენი იმედი გვაქვს. ჩემი იმედი ხარ, მარტო ჩემთვის არა, ყველას გვჭირდები.
* * *
ესეც იყვეს.
რა ვქნა?
ძუძუები არა მაქვს, რომ დაგანახოთ.
ყველაზე მთავარი კიდევ, თვალებს არ ვმალავ.
არც იუმორის გრძნობა არ მაქვს.
ერთი ჩვეულებრივი 9 ნომერი გლეხი ვარ.
დამხმარე მჭირდებოდა და პროექტის პატრონმა, ჩემი მდგმური დაასაქმეო.
"ამდენი" გამოვიარე და ეგეთი არაფერი მინახავს.
თავში არაფერი შესდიოდა კაცო, ანუ "სხვაგან" იყო.
ეგ არი ჰოო, მაცივარს ხელი რომ გაუშვა, მძიმეაო და ათი დღე იატაკზე რომ გავატარე მაცივარ დაცემულმა, მერე ორმოების ამოთხრა დავავალე და გაუხვია აფრიკისკენ, მერე იყო და იმ ორმოებს ამოვსება ხომ უნდოდა ნერგების გარშემო ტყის მიწით?
წავიდა ბიჯო და ორ მეტრიანი საფლავი ამოთხარა ამ დაბდურმა.
მანქანა არ უყიდია, ქუჩაში დასტოვა ვიღაცამ და "FREE" დააწერა, ანუ მუქთაო.
აიღო ამ შტერმა და სანამ სახლამდე მოვიდა, ორ გაჩერებულ მანქანას გაეგლისა.
რა ვქნაო, მე მეკითხება?
წადი შვილო უკან აფრიკაში, ხომ მითხარი ბიზნესმენი ვიყავი იქ და სამი თხა მყავდაო, ჰოდა მიხედე საქმეს, რა შენი საქმეა ამერიკა და იმ მებაჟის ჯიში და ჯილაგი, ვინც შენ აქ შემოგიშვათქო.
ეს იმაზე გეუბნებით, აკვალანგით და მყვინთავის "რეზინაში" თავის "ლასტებით" ჩაცმული რომ ჩავიყვანე პორტლენდში.
This post has been edited by
elchi
on 12 Aug 2021, 23:39
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
პითონი
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
პითონი
Super Crazy Member +++
ჯგუფი: Members
წერილები: 38217
წევრი No.: 140199
რეგისტრ.: 9-December 11
#58238658
· 12 Aug 2021, 13:10 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბოლო ორი ისტორია წავიკითხე და ცხოვრებაზე დავფიქრდი
მივხვდი რომ მოცლილი ვარ და დროს ვკარგავ სისულელეებში ((((
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
თორნიკეე
Waste Time = Waste Life
ჯგუფი: Moderators
წერილები: 33937
წევრი No.: 127403
რეგისტრ.: 13-February 11
#58238938
· 12 Aug 2021, 14:23 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
აქ უნდა დავფიქსირდე...
სულ ვკითხულობდი ხოლმე მის პოსტებს......
--------------------
"Man is not what he thinks he is, he is what he hides."
"Don’t Wish For It… Work For It!"
თხა თხაზე ნაკლები მგელმა შეშჭამაო!
https://kkpoker.club/Wizards = 20% RB
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
elchi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
elchi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7855
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08
#58240870
· 12 Aug 2021, 22:34 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
არ იშლით და ეგრე იყვეს.
ამ ყველაფერს იმიტომ ვაკეთებ, მიდით, აიღეთ და ერთმანეთს ჩაეხუტეთ.
მოფრება და ალერსი გაკლიათ.
არადა შეგიძლიათ.
ჰო, მერეა და ქუთეისელები მიფრთხილდით.
თქვენი ატანა არა მაქვს.
ადრეც დავდე ეს სურათი, გადაღებულია ორეგონის შტატში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე.
რაც ამ "პილოტკას" ჩემი თავგადასავალი აქვს ნანახი, ვერცერთი ჩემი ძალიან ახლობელი ვერ მივა ახლოს.
ახლაც მაქვს, დიახ, გავიდა 28 წელი და ახლაც გარდერობში მაქვს ჩამოკიდებული, იშვიათად ვიცმევ.
ადრე ერთი ქუთაისელი ახალგაზრდა გავიცანი ინტერნეტით, მთხოვა თუ შეიძლება გესტუმრო და ვნახო რეალში, თუ მართლა არსებობო.
დავხვდი აეროპორტში და წამიხდა ნირი, გაფრთხილებული მყავდა ჩრდილოეთში მოდიხარ და თბილი თანსაცმელი წამოიღე, აქ კაი მაგრად ცივა და მოგვიწევს ტყეში გასვლა.
შევხედე და შავი ატლასის პერანგი/"საროჩკა"/ აცვია წითელი დრაკონებით მოქარგული, ხელში კიდევ ფარღალალა "დუტის" ქურთუკი უჭირავს, მეთქი მომიკვდება ესა აქა.
სურათი გადავიღოთ, ჩვენს მეგობრებს ვაჩვენოთო.
აქაც ვერა ვარ, თმები რაღაც არაქართულ ყაიდაზე აქვს დაყენებული, მამალის ბიბილოსავით ჰქონდა აწეწილი.
დავიფურთხე ხელისგულზე, გადავუსვი თავზე და გამვლელს ვთხოვე სურათის გადაღება.
სანამ შენთან ჩავალთ ეს ქალაქი დავათვალიეროთო, რომელიც ყველაზე დიდია ამ შტატში.
წავიყვანე და აქაც არის "თაიმსქვერი", იქაც არის ბოძი ისრებით, და აჩვენებს თუ რომელ ქალაქამდე რამდენი კილომეტრია.
მომიტრიალდა და: -მაგარი უნამუსო ხალხი ნაცხოვრება აქანე, რაფერ გევიგო სითაა ქუთეისიო.
კაცი სადოქტოროს აკეთებს პრენსთონის უნივერსიტეტში და სურათი გადაიღო თავის დრაკონებთან ერთად ნაგვის ბუნკერის გვერდით ჩაცუცქულმა./ჰოო, ჩაცუცქულმა მეთქი./
ჩამოვედით სახლში და მეორე დღეს ტყეში წასვლის დროც მოვიდა.
შევხედე და მეთქი გამეყინება ეს უპატრონო, ეს ჩაიცვითქო და ეს "პილოტკა" მივაწოდე.
მიყურებს და აქამდე რატომ არ მითხარი მხედრიონელი რომ იყავიო.
საიდან მოიტანე მეთქი და ასეთი "კურტკა" მხოლოდ მხედრიონელებს ეცვათო.
მისთვისაც და ჩემთვისაც, კიდევ კარგი ათი დღით იყო ჩამოსული.
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
bigmaster
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
bigmaster
Super Crazy Member +
ჯგუფი: Members
წერილები: 17188
წევრი No.: 166381
რეგისტრ.: 29-April 13
#58240968
· 12 Aug 2021, 22:53 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
ბახევარი წავიკითხე დანარჩენს ხვალე ჩავუჯდები გაასწორა
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
elchi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
elchi
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 7855
წევრი No.: 72294
რეგისტრ.: 26-October 08
#58242028
· 13 Aug 2021, 07:55 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
90-იანების დასაწყისში ხდება ეს ყველაფერი.
მოდის ახალი წელი, თბილისი ვერ გადარჩება სოფლის გარეშე, მაგრამ მაინც ვაპირებთ ვიზეიმოთ ახალი წლის მოსვლა და ისევ უკუღმა ავღნიშნოთ შობის დღესასწაული, ანუ ჯერ ახალი წელი და შემდეგ შობა.
30-ათი რიცხვი უნდა გათენდეს, 31-თში ახალი წელია.
მოვლენ სტუმრები ოჯახში, ჩვენც ვესტუმრებით სხვებს, მაგრამ ამ დროს არის ორი მოხუცი, რომლებსაც თავისი სისხლი ვერ მიულოცავს ახალ წელს.
-დეეე, სოფელში უნდა წავიდე.
გავყევი ბორჯომის მატარებელს დილის ექვს საათზე გადიოდა, არ დავაცადე ქარელამდე მისვლა და ჰაიდა გაქანებული მატარებლიდან, სკრას რომ გამოსცდა და ურბნისს გაუსწორდა, არიქა გიორგი, გადახტომის დროა.
წელამდე თოვლი იყო და თან ისე ბარდნიდა, ხუთი მეტრის იქით არაფერი ჩანდა.
გამოვედი მტკვრამდე, ურბნისიდან ვიცოდი ბორანი გადამიყვანდა მეორე მხარეს, თუ არადა გავუყვებოდი ლიანდაგს, ავიდოდი ბებნისამდე და მერე მოკლეებზე ავიდოდი რუისში.
მებორნე ადგილზე დამხვდა, მოხუცი კაცი იყო.
ვისთან მიდიხარ შვილო, ასეთ ამინდში და ამ დროს, როგორ გაჩნდი აქაო.
-პაპა, შვილიშვილები გყაავს მეთქი.
-მყაავს, მაგრამ არავინ აღარ მაკითხავს, ქალაქს წავიდნენ შვილები და ბავშვებიც იქა ჰყავთ, როცა დაულხინდებათ, მაშინ ჩამოდიანო.
-შენ ვისთან უნდა მიხვიდეო?
-ჩემს გამზრდელ პაპა გიორგისთან და თინათინ ბაბოსთან.
ვუწილადე მასაც ტკბილეული. დავაკელი პაპას და ბაბოს.
გადმომიყვანა მეორე მხარეს, წინაუბნიდან ვერ ამოვიდოდი უკანუბანში, ვერ გავარღვევდი იმ დიდ თოვლს, ტრასას გამოვყევი, ხუთი თითივით ვიცი ჩემი სამშობლო, ჩემი რუისი.
მოვადექი შემოსახვევს და გაუკვალავი თოვლი დევს, ამოვუყევი ზემოთ.
მიდი გიორგი შეუყევი გაუკვალავს, მერე რა რომ წელამდეა, მაგრამ მაგას ზემოდან ხომ უყურებ, გაარღვიე გზა, უნდა ნახო პაპა და ბაბო.
შევედი სახლში და რომ დამინახეს, ღმერთმა გამოგვიგზავნა შენი თავიო.
არა მეთქი, ღმერთი არაფერ შუაში არ არის, თქვენი ბრალია აქ რომ ვართქო, თქვენი გაზრდილი ვარ და საკუთარ თავს მოკითხეთ, თუ რამეს დავაშავებ, ან სიკეთეს გავაკეთებ.
მინდოდა თქვენთან ერთად შევხვედროდი ახალ წელს და თქვენს გვერდით ვყოფილიყავი.
დამეტაკა თინა და არ გამიცივდე, სულ სველი ხარ, გამოიცვალე ტანსაცმელი, ეგე კარადაში ალაგია შენი ყველაფერი პაპაშენის ტანსაცმლის გვერდზეო.
პაპამ, რას დალევო.
-წამო ჩავიდეთ სარდაფში, ვიცი ჩემს სახელზე გადანახული გექნება ღვინო, ის დავლიოთ, დავილოცოთ და ყველა ჩვენიანს მშვიდობა, გამრავლება, ჯანმრთელობა ვუსურვოთ და ერთი მოწოდებაც დავამატოთ, რაც შეიძლება ბევრნი რომ იყვნენ ქართველები, გაწყობსთქო.
საიდან გაილექსე, ამდენი ლაპარაკი არ მისწავლებია შენთვისო.
მენატრებიან, ვიცი რომ ვერასოდეს ვერ ვნახავ ვერცერთს.
ესეთი მიუვედი ორივეს.
ცილაობა ჰქონდათ ბებრებს, არა მე უნდა დავიწვინო, ჩემთან უნდა დაიძინოსო.
This post has been edited by
elchi
on 13 Aug 2021, 07:58
·
ციტირება
·
^
ამ ფორუმელის პოსტინგები გაქვთ იგნორირებული, ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
WP-Rex
Super Crazy Member
ჯგუფი: Members
წერილები: 9944
წევრი No.: 184879
რეგისტრ.: 16-April 14
#58242068
· 13 Aug 2021, 08:40 · ·
პროფილი
·
პირადი მიმოწერა
·
ჩატი
elchi
QUOTE
გადაღებულია ორეგონის შტატში
მანდ ცხოვრობ?
რა ამბავია თქვენს თავზე, რა ხდება?
Oregon governor signs bill suspending math, reading proficiency requirements for HS graduates
https://www.foxnews.com/us/oregon-governor-...or-hs-graduates
--------------------
"რუსეთის დედა მოვდღან!"-ის მერე მაგრამ არ იწერება! (c) B l a c k J a c k
·
ციტირება
·
^
1 მომხმარებელი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
·
გაუგზავნეთ ეს გვერდი სხვას
·
ამოსაბეჭდი ვერსია
|
თემის რჩეულებში დამატება/წაშლა
«
აქეთ
|
ქალი და მამაკაცი
|
იქით
»
Pages:
(11)
[1]
2
3
...
ბოლო »
გამოხმაურება
·
ახალი თემა
·
ახალი გამოკითხვა
Close Topic Options
მივიღოთ შეტყობინება ამ თემის განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ თემაში ახალი გამოხმაურებების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
მივიღოთ შეტყობინება ამ განყოფილების განახლების შესახებ
მივიღოთ შეტყობინება ელფოსტაზე ამ განყოფილების განახლების შესახებ როცა თქვენ არ იქნებით აქტიური ფორუმში.
თემის ჩამოტვირთვა / ამოსაბეჭდი ვერსია
ჩამოტვირთეთ ეს თემა სხვადასხვა ფორმატში, ან ნახეთ მისი ამოსაბეჭდი ვერსია.
Forum Home
Search
დახმარება
საერთო ფორუმი
- General Discussion
- უსათაურო
- ფორუმის შესახებ
თემატური ფორუმი
- პოლიტიკა (+1 sub-forums)
- ქალი და მამაკაცი
- კულტურა და ხელოვნება (+4 sub-forums)
- მეცნიერება და განათლება (+7 sub-forums)
- მელომანია (+2 sub-forums)
- დასაქმება საქართველოში (+1 sub-forums)
- ბიზნესი და ეკონომიკა (+2 sub-forums)
- სამართალი
- სპორტი (+8 sub-forums)
- ჯანმრთელობა და მედიცინა (+2 sub-forums)
- სილამაზე და მოდა (+1 sub-forums)
- ფსიქოლოგია
- არსენალი (+1 sub-forums)
- ავტომობილები (+4 sub-forums)
- ფლორა და ფაუნა
- თბილისი (+1 sub-forums)
- მასმედია (+1 sub-forums)
- ინტელექტუალური სამაგიდო თამაშები
- კულინარია
- მშენებლობა და რემონტი (+1 sub-forums)
- მოგზაურთა კლუბი (+1 sub-forums)
ტექნიკური კონფერენცია
- AI ლაბორატორია
- კომუნიკაციები (+7 sub-forums)
- კომპიუტერები და ელექტრონიკა
- ყიდვა - გაყიდვა - გაცვლა (Redirect Forum)
- WWW (+4 sub-forums)
- Games (+6 sub-forums)
- Georgianisation
- პროგრამები
- პროგრამირება (+5 sub-forums)
- კომპიუტერული გრაფიკა და დიზაინი
- Apple
- Android Club (+8 sub-forums)
- პინგვინები და ეშმაკუნები
ყიდვა - გაყიდვა
- კომპიუტერული ტექნიკა (+2 sub-forums)
- ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა
- მობილური ტელეფონები
- ავტომობილები
- უძრავი ქონება
- სხვადასხვა
[ Script Execution time: 0.0472 ] [ 11 queries used ] [ GZIP Disabled ]
Powered by Invision Power Board(U) v1.3 Final © 2003
IPS, Inc.