evgenaნუუ, ვიცით, რომ საგნის ჩასაბარებლად ფინალური გამოცდა და ფინალურზე აღებული 50%-ს +1 აუცილებელია
მაგრამ მთელი სემესტრის განმავლობაში რო ესწრები, აქტიურობ, ასრულებ დავალებებს, კარგ შეფასებებს იღებ შუალედურებზე... და მოკლედ ლექტორმა იცის, რომ სწავლობ ამ საგანს და ისიც იცის, რომ ფინალურისთვის კიდევ უფრო მომზადებული შედიხარ, აღარ გაწვალებს რა. იცის, რომ იცი და დამატებით სტრესს აღარ გიქმნის. მით უმეტეს, როცა მაგის გარდა უამრავი სხვა რთული გამოცდა გაქვს
თან მართლა ძაან მაგარი ლექტორია და კარგი საგნები იყო. არაფერს არ ახალტურებდა და ვინც ვსწავლობდით და მივყვებოდით, სიურპრიზი გაგვიკეთა რა :დ ქართველები არა ვართ, ბოლოს და ბოლოს?

ჰოდა ვინც არ სწავლობდა მთელი სემესტრის განმავლობაში, ეგეც კი ბატონო
დაესწარი ისე რა, იაქტიურე ისე რა (იქნებ ვერ ახერხებ, მუშაობ პარალელურად)
მაგრამ სამაგიეროდ ფინალურისთვის მოემზადე კარგად და ეგრე ერთიანად ჩააბარე ბოლოს
მოკლედ, არჩევანი და თავისუფლება გაქვს
მე მომწონს ჩემი უნის სისტემა
შეგიძლია ბევრი სემინარი გამოტოვო, საერთოდ არ იაქტიურო, თუ მუშაობ და ვერ ახერხებ
მაგრამ ბოლო დღეს შეხვიდე და ყველაფერზე ერთიანად ესაუბრო
და სხვა უნივერსიტეტებში თუ იმ კვირაში არ შეხვედი და არ იაქტიურე, ან იმ კვირის ქვიზი გამოტოვე, მორჩა, თუ საპატიო მიზეზი არ გექნება, ვერ შეძლებ აღდგენას
საქართველოს ეკონომიკურ ფონს თუ გავითვალისწინებთ, მსგავსი მიდგომა ხელოვნურად გადმოღებული მგონია
სტუდენტების უმრავლესობას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სწავლის პერიოდში სწავლის გარდა არაფერი აკეთოს. უბრალოდ ისწავლოს და როცა მორჩება სწავლას, მერე დასაქმდეს
ჰოდა რადგან სხვანაირადაა ჩვენი ქვეყანა მოწყობილი, უნივერსიტეტშიც შესაბამისი მიდგომა უნდა იყოს და მე მომწონს ეს
This post has been edited by ბანჯოო on 17 Jan 2022, 14:59