ხშირად იდება ასეთი თემები და მსგავსი არ მშემხვედრია. კარგი გასართობია და მე დავიწყებ რომელი იუზერი რა ასოციაციას გამოიწვევდა, ბავშვობაში თანატოლი რომ ყოფილიყო.
აჩკიპათი დავიწყებ:
სულ ეზოში რომ არიან, საიდან მოდიან და სად მიდიან რო არ იცი .სახლი რომ არ იცი სად ცხოვრობს და თამაშის მერე სახლში რომ ადიხარ ის მაინც ეზოში რომ რჩება და მერე სადღაც ქრება და მეორე დღეს ისევ საიდანღაც რომ ჩნდება, ყველას რომ ევასება და მაინც თითქოს არავინ რომ არ იცნობს კარგად
ბანჯოო
ბანჯო ჩუმი ბავშვი როა, თამაშისას რომ არ აგყვება და ცალკე რომაა. მერე უცბად რაღაც ნიჭს და ღმა სამყაროს რომ აღმოაჩენ მასში, და ფიქრობ ეს ნახე ვინ ყოფილა. მერე რაღაცნაირად რომ დამეგობრდები და რომ გისწორდება მაგასთან თამაში. სხვა ბავშვები რომ ჭორავენ სულ მარტო როა და შენ მაგ დროს იცავ რომ მაგარი ადამიანია.
კაიფისტკა.
კაიფისტკა პუტკუნა ბავშვები რომ არიან, ცოტა ქოშინით რომ მოძრაობენ და ყველას რომ აბულინგებენ.
თან ყველას დამრიგებლი როა და თუ არ დაუჯერე ველოსიპედის კატაობისას ფეხს რომ დაგიდებს და დასისხლიანებულს ღიმილით რომ შემოგხედავს და თვალებით გეტყვის: ხომ გაფრთხილებდი მიფრთხილდიო.
კატუტუ
კატუტუ უცხო სასტავთან რომ მეგობრობს, შენი ეზოდან როა და მაინც სულ უცნობ ბავშვებთან ერთადაა, რო ძერსკობს, ინგლისურად რომ იძახის რაღაცეებს და გგონია ვერასდროს ვერ ემეგობრები.
სანფოლი
კეთილი ბავშვი. იმენა ფეხბურთის თამაშიც რომ გისწორდება და სათამაშოსაც რომ ათხოვებ და იცი მეორე დღეს უვნებელს დაგიბრუნებს. სახლში რომ აიყვან კომპიუტერის სათამაშოდ. ყველას რომ ევასება. და ყველას ძმაკაცი როა.
ნინიქული
არ ვიცი, მეორე მსოფლიო ომის დროს დაიბადა და მაშინ რითი ერთობონენ ვერ წარმოვიდგენ, ალბათ ქსოვდა ხოლმე სახლში
თქვენ განაგრძეთ აბა, მეც არ გამომტოვოთ