#58791984 · 19 Jan 2022, 22:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წავიდა (ან ვითომ წავიდა) და დაგვიტოვა აოხრებულ-გაძარცვული სოფელი.
დაგვიტოვა აფეთქებული საყდრისი, პანდემია, სიღატაკე, ტოტალური უმუშევრობა, უიმედობა, აყვავებული კრიმინალი, გავეშებული ქურდული გარემო, ამ გარემოს მიერ დარეკეტებული სულის მღაფავი ბიზნესი, დაგვიტოვა უზარმაზარი სახელმწიფო საშინაო თუ საგარეო ვალები, რომლისგანაც გაღორებული ორგიებით მისი სუფრის ნამუსრევებიდან მოსუნსულე მონებსაც ერგოთ მსგავსად ძაღლების .
დაგვიტოვა ვალები, რაც ჩვენც, ჩვენს შვილებს და შვილთაშვილებსაც ეყოფად გადასახდელად. დაგვიტოვა დაწყევლილი ახალი წელი თავადვე დაწყევლილმა ათასგის. ხელისუფლებაში დაგვიტოვა ხელისუფლების გალერებზე მის მიერვე მიბმული და გახრწნისგან მოქსოვილი ქსელით მიჯაჭვული მონათა ხელისუფლება და ამ ხელისუფლებაში ყველა ისე გახრწნილი, რომ ვერავინ ვერ გაბედავს ამოილუღლუღოს რაიმე პროტესტი. არავის ხმა არ ამოეღება, რადგან გახრწნილი მონა გახრწნასაა მიბმული. კოლექტიური გახრწნილობის აღიარებას მამაცები სჭირდება და არა მონები. დაგვიტოვა "თავისუფლად" მსუნთქავთა საკმაო რაოდენობაც, რომელთაც მონებს კორონასავით გადასდეს მონობის ვირუსი და ისე დაასუსტეს, რომ არავინ ვიცით, როდის მოხდება ამ ვირუსისგან თავდაღწევა და გადაგდება მონათა უღელის.
ჩვენ - "თავისუფალთ" კი, მონათა უღელქვეშ გმინვა გვგგონია მამაცი ქართული მხედრობის "ყიჟინი " და გავყვირივართ: "მონობას არასდროს შეეგუება ბრძენი, ნიჭიერი და მამაცი ქართველი!"
ჩაჯმული ელისაც დაგვიტოვა, როგორც ბონუსი...
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|