daviti35რომელი უბანი მოგწონს თბილისში? რომელს გაუწევდი რეკომენდაციას?
მე ვიყავი შარშან. სოლოლაკში დავრჩი და საინტერესო შთაბეჭდილება დამრჩა. სახლები უმეტესად ძველია და ბევრი იტალიური ეზოა მაგრამ ხალხი მგონი თბილი იყო და ვოტა whimsical

რომ დავრბოდი თავიდან ლესელიძეზე ჩავდიოდი და მერე სანაპიროზე მაგრამ მერე ზემოთ დავიწყე სირბილი და პარალელურად ვათვალიერებდი ქუჩებს. მეთქი რა ხალხი დადის ვნახო თან. საღამოობით სირბილის დროს ბღუჯა ბღუჭა ბიჭებს დავინახავდი ხოლმე შეგროვილს რომელიმე სახლის კიბეებთან, ტიპები ეგრევე ხვდებოდნენ ვიღაც გადამთიელი რომ ვიყავი, ყველა კონსპირაციულად საუბარს აჩერებდა, თვალებს აწვრილებდა და ეჭვის თვალით მიყურებდნენ სანამ მანძილს გავირბენდი - ცდილობნენ ამოვეცნე მეზობელი თუ ვიყავი ან რაიმეს ჰო არ ვაშავებ უბანში

დღისით კიდე იმავე კიბეებზე ზედა თაობას, ცოტა მოზრდილ კაცებს ვხედავდი ყავით ხელში ბაასობდნენ და მზეს ეფიცხებოდნენ. ერთს ეტყობა საშინაო ფინჯანი ჰქონდა ქუჩისთვის და ყუნწი იყო მოტეხილი.
ქალები ვინც ჩანდა ძირითადად ყველა მუშაობდა. ბევრი ქალები ვნახე სალონში. ნუ სახლებში მე არ ვიყავი. სალონში სანამ ველოდებოდი და თმებს ვიკეთებდი უუაააამრავი რამე გავიგე სამეზობლოში და ხანდახან სიცილს ვერ ვიკავებდი. ბევრი ქალი იყო იქ შეკრებილი. ყველა კლიენტი იმ დღის ნაღდად არა. ერთი ტიპშა იყო უბრალოდ მოდიოდა ყავას სვამდა და ვიღაც მდგმურ მაიას და მის ქმარს თათხავდა
მასას რაც შეეხება ბევრი მანდ დაკავებული იყო და ძალიან ადრე იწყებდნენ სამსახურს - თონის პურის მაღაზია ადრე იღებოდა, ვიღაც ქალი დილის 6-ზე მოდიოდა რამოდენიმე დიდი ჩანთით და შლიდა მცირე დახლივით - ხილს და თხილეულს ყიდდა. კაცები ეტყობა ქალებს ეგზავნებიან პურზე იმიტომ რომ თონის პურს ხშირად კაცები ყიდულობდნენ.
ქუჩაშიც რომ დადიხარ მანდ რაღაცეები გადაგხდება თავს: ვიღაც ბაბუ შნუროკებს გთავაზობს ლარად ჰო არ გინდაო. ვიღაც ქალი სრულაიდ რეზიდენტულ ქუჩაში რენდომად ვაშლს და კვერცხს ყიდის შუა ტროტუარზე, თან ვიღაცას ებაასება, რამე თუ კითხე ცოტა საყვედურით გადმოგხედავს

კოფიშოპში შეხვალ და უცნაურად ცარიელია, ვიღაც რუსებს ეკუთვნით და ასე გგონია პირველი კლიენტი ხარ ვინც კაპუჩინო ითხოვა იმდენად გაკვირვებული გიყურებენ ზატო აი ძაან კარგ ყავას ამზადებენ

სპარიდან გამოხვალ და ბომბორა ძაღლი გელაქუცება აქოდა ძეხვი ჰო არ გიყიდა ჩემთვისო. მეორე ძაღლს კიდია ჭამა საერთოდ და სულ გაფარჩხული ძინავს ისე რომ იქეთ უნდა შეწუხდე და გრთხილად გადააბიჯო რომ არ გააღვიძო

ცოტა ზევით ნიუ ეიჯ ჰიპი დრედლოქებით ჰაიფაის გაძლევს აქაოდა ნიღაბი რომ დაიკიდეო. პოლიციაც კი რომ ძაან რელაქსია რა. მე დამინახა პოლიციამ უნიღბოდ ბევრჯერ და ნივიჟუ ჩამირტყა.
ღამითაც ძალიან საინტერესოა: ტაი მასაჟის სალონებში შუქი ყოველთვის ანთია მაგრამ არავინ მიდი-მოდის - იქნებ ცალკე შესასვლელი აქვს

, მალალეტკა შკოლნიკი სასტავი სკვერში ზის კომენდანტის მერე და კიდიათ. ვიღაცეები ხმამაღლა აბირჟავებენ და ხორხოცებენ ნაგვის ურნების წინ. ერთხელ დილის ოთხზე არ მეძინა ფანჯარა ღია მქონდა და გადმოყუდებული ვიყავი სიჩუმეს ვუსმენდი, ამასობაში ვიღაცამ დაიღრიალა და კინაღამ სიცილით მოვკვდი იმდენად კომიკური სიტუაცია იყო

სოლოლაკი
This post has been edited by lovelock on 19 Jan 2022, 00:21