იტოგში, სკუმბრიაჩკა-48-მა კონსტიტიცია დაარღვია.
მთავრობამ, ნუ ივლი ევროპებში, გააფრთხილა (აქვს იურიდიული უფლება)
დაიკიდა და მაინც წავიდა.
საინტერესოა, რომ ქოცებისვის პრობლემად ეს მხოლოდ იმის მერე იქცა, რაც სალმოეამ საჯაროდ გამოაცხადა, რომ დამბლოკესო და ჩემი კავშირებით წავედიო...
არსებული კონსტიტუციით ეს არის ბოლო, პირდაპირი წესით არჩეული, პრეზო.
შემდეგს გვინიშნავს პარლამენტი.

თან, მოგახსენებათ, წესი წესია:
იურიდიული სკითხი ასე გამოიყურება. ლაილაი ტაპალაის ნუ აქცევთ ყურადღEბას, საკონსტიტუციოში ისეთი სასტავია, რომ როგორც ბატონ ბიძინას/ბერაჩკას მოუნდებათ, ისე იქნება:
რამდენიმე დეტალი:
1. სალომე ზურაბიშვილის საქართველოს მთავრობამ არ მისცა უფლება შეხვედრები გაემართა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან და მხარდაჭერა გამოეხატა უკრაინის მიმართ;
2. სალომე ზურაბიშვილის (პრეზიდენტს) ამ თანხმობის გარეშე საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობის ან მოლაპარაკებების გამართვის უფლებამოსილება კონსტიტუციით არ აქვს;
3. სალომე ზურაბიშვილი სავარაუდოდ მაინც ასე მოიქცა და ის გააკეთა რაც ქართველ ხალხს სურდა, მაგრამ არ სურდა მთავრობას. ამის გამო, მან როგორც ხალხისგან, ისე საერთაშრისო პარტიორებისგან მხარდაჭერა და საჯარო მადლობა მიიღო;
4. არის თუ არა ეს კონსტიტუციის დარღვევა? კი, არის;
5. არის თუ არა კონსტიტუციის დარღვევა ის, რომ "ქართული ოცნების" მთავრობა თავად არ იღებს ზომებს ჩვენს დასავლელ პარტიონრებთან თანამშრომლობისა და ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის და არც პრეზიდენტს აძლევს ამის უფლებას? კი, არის;
6. დღეს "ქართული ოცნების" ლიდერებმა განაცხადეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ. სავარაუდოდ დავა კომპეტენციის თაობაზე იქნება. რას ნიშნავს ეს? დავა კომპეტენციის თაობაზე შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ მოსარჩელე სადაოდ ხდის იმ ნორმატიული აქტს, რომელიც სადავო კომპეტენციას ანიჭებს სხვა სახელმწიფო ინსტიტუტს (პრეზიდენტს). მე ასეთი მუხლი ვერ ვიპოვე, მაგრამ "ქართული ოცნების" მთავრობამ სავარაუდოდ საკონსტიტუციო სასამართლოში უნდა გაასაჩივროს კანონი "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" (მუხლი 7 სეკუნდა) ან კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ" (ელჩების დანიშვნის ნაწილში) და ამ დავაზე მოპასუხე უნდა იყოს საქართველოს პარლამენტი. დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით ეს ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" (მთავრობა) ედავება "ქართულ ოცნებას" (პარლამენტს) ქართულ ოცნებაში (საკონსტიტუციო სასამართლოში);
7. ეს ყველაფერი მელას მიერ საკუთარი კუდის დამოწმებას გავს და ემსახურება მთავრი პრობლემის მიჩქმალვას - ქართველი ხალხისა და კონსტიტუციის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, რატომ არ მისცა პრეზიდენტს მთავრობამ უფლება, დასავლელ პარტნიორებთან გაემართა შეხვედრები და ღიად დაეფიქსირებინა საქართველოს მხარდაჭერა უკრაინისა და დასავლეთის მიმართ, ხოლო დაეგმო რუსული აგრესია.
გიორგი მშვენიერაძე