პირველი ნაწილი - ჩეჩნეთი
მეორე ნაწილი - ჩეჩნეთი
მესამე ნაწილი - ჩეჩნეთიზოგადი ინფორმაცია ჩეჩნეთზე:
ჩეჩნეთი რუსეთის ფედერაციის ნაწილია(1860 წლიდან).ესაზღვრება ჩრდილოეთ ოსეთს,დაღესტანს და საქართველოს რესპუბიკას.
რესპუბლიკის მოსახლეობას 1,1414 მილიონი ადამიანი შეადგენს,დედაქალაქი - გროზნო. ძირითადი ქალაქები: ურუს-მარტანი და გუდარმესი.
ჩეჩნეთის რესპუბლიკამ 1991 წლის 5 სექტემბერს რუსეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა,ხოლო ერთ თვეში პრეზიდენტად ჯახარ დუდაევი აირჩია.რესპუბლიკა მსოფლიოს არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო..მხოლოდ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, რომელიც ღიად უჭერდა მხარს ჩეჩნების სწაფვას დამოუკიდებლობისკენ, ოფიციალურად აღიარა კიდეც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიას დამოუკიდებლობა .
1994 წლის 11 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებით, ჩეჩნეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ქვედანაყოფები შევიდნენ. ამ მომენტიდან იწყება რუსეთ-ჩეჩნეთის პირველი ომი 1994-1996.რომელიც ჩეჩნური მხარის გამარჯვებით დასრულდა.
1999 წელს რუსეთის ფედერაციამ ხელმეორედ სცადა თავისი იურისდიქციის აღდგენა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ..ომი ორ წელს გაგრძელდა და ამჯერად რუსეთის გამარჯვებით დასრულდა.
2001 წლიდან რეგიონზე ვრცელდება რუსეთის ფედერაციის იურისდიქცია, თუმცა სიტუაციას სტაბილურს ვერ ვუწოდებთ.ხშირია სხვადასხვა შეტაკებები თუ ტერორისტული აქტები.
ჩეჩნეთის კონფლიქტი ეთნიკურ-ტერიტორიალური კონფლიქტია. კონფლიქტში მონაწილე ორი მხარეა: რუსეთი და ჩეჩნეთი.
ჩეჩნეთს რუსეთის წინააღმდეგ ძალადობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის დიდი ისტორია აქვს. 1824-1859 წ/წ-ში ნიკოლოზ მეფესა და კავკასიელ ლიდერ იმამ შამილს დიდი ბრძოლა ჰქონდათ, რომელშიც საბოლოოდ რუსეთმა გაიმარჯვა. ჩეჩნეთის რუსეთისათვის ყოველთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა. 1944 წელს ჩეჩნები ყაზახეთში განდევნეს ვითომდა გერმანელების მხარდაჭერის ეჭვის გამო. ამის შედეგად ჩეჩნების 30% დაიღუპა. ჩეჩენ-ინგუშების რესპუბლიკა კი გააუქმეს. იგი 1957 წელს აღდგა და სწორედ მაშინ მოხდა ჩეჩნების დაბრუნება. 1998 წელს საბჭოთა ხელისუფლებას ბიოქიმიური ქარხნის აშენება სურდა გუდერმეშში. ამან ჩეჩნების პროტესტი გამოიწვია, რაც მალე ნაციონალიზმში გადაიზარდა. 1989 წელს პირველად ჩეჩენი დოკუ ძავგაევი აირჩიეს ჩეჩენ-ინგუშეთის კომუნისტური პარტიის პირველ მდივნად. 1990 წლის ნოემბერში, ძავგაევის ინიციატივით შეიქმნა ჩეჩნეთის ეროვნული კონგრესი (თავმჯდომარე Dდუდაევი), რომელმაც დამოუკიდებლობა მოითხოვა. 1991 წლის გაზაფხულზე ეროვნულმა კონგრესმა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. 1991 წელს საბჭოთა კავშირი იშლებოდა. ჩეჩნეთის პრეზიდენტმა ჯოხარ დუდაევმა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მან აიღო 14 რესპუბლიკის მაგალითი. ბალტიისპირეთმა, ცენტრალური აზიის ქვეყნებმა მოსკოვისგან დამოუკიდებლობა იმავე პერიოდში მოიპოვეს. ელცინმა უარი განაცხადა ჩეჩნეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე. პრინციპში, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანას არ უღიარებია იგი.
რუსეთის ცენტრალურ მთავრობას მხოლოდ 3 შესაძლებლობა ჰქონდა ჩეჩნეთზე რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღსადგენად:
1. დუდაევთან მოლაპარაკება ჩეჩნეთზე განსაკუთრებული სტატუსის მინიჭებაზე.
2. ჩეჩნეთში ძალაუფლებაზე სხვადასხვა ელიტებს შორის ბრძოლის პროვოცირება მოეწყო და დუდაევი მათთვის სასურველი კანდიდატით შეეცვალა.
3. ჩეჩნეთზე მოსკოვის კონტროლი ომის გზით აღედგინა.
ჯერ კიდევ 1994 წლის დეკემბრამდე ფართობასშტაბიანი საბრძოლო მოქმედების დაწყებამდე, საბრძოლო თავდასხმის მცდელობა ორჯერ იყო. დუდაევის სათავეში მოსვლის შემდგომ, რუსეთმა 2000 დესანტი ჩამოსხა გროზნოში. ამის საპასუხოდ ხალხი დუდაევის გარშემო გაერთიანდა და ჩეჩნებმა ეროვნული არმიის შეიარაღება დაიწყეს. შედეგად რუსებმა ფედერალური სამხედრო ნაწილები ჩეჩნეთიდან გაიყვანეს და დატოვეს მძიმე ტექნიკა. ამ ცუდად დაგეგმილმა მოქმედებამ მხოლოდ მომავალი ჩეჩნეთ-მოსკოვის მოლაპარაკების პროცესის გართულება გამოიწვია. ჩეჩნეთში მეორეჯერ შეჭრა 1992 წლის ნოემბერში დაიგეგმა ოსეთ-ინგუშების დაპირისპირების შემდგომ, თუმცა მაშინ მოსკოვმა ჩეჩნეთში სამხედრო ნაწილების შეყვანისგან თავი შეიკავა.
ელცინს სურდა დუდაევთან მოლაპარაკება დაეწყო, თუმცა ქვეყნის მკაცრი პოლიტიკის კურსის გამტარებლებმა ეს არ მოუწონეს და მოლაპარაკებები არ შედგა. დუდაევი იყო ქარიზმატული პიროვნება და ფლობდა ერის თავის გარშემო გაერთიანების ნიჭს, მაგრამ არ იყო გამოცდილი პოლიტიკოსი. მან ვერ შესძლო სახელმწიფო სტრუქტურების ფორმირება და 1994 წელს მისი ხელისუფლება გროზნოს ცენტრში მდებარე პრეზიდენტის სასახლის იქეთ არ ვრცელდებოდა. ამავდროულად ეკონ-სოც. მდგომარეობა საგრძნობლად უარესდებოდა. დაიწყო იარაღით, მოპარული ავტომობილებით, ნარკოტიკებით ვაჭრობა და ნავთობის არალეგალური ექსპორტი.
მალე დუდაევი სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა და მოსკოვთან სრულ კომპრომისზე წასვლაზეც კი თანახმა იყო, მაგრამ იგი ელცინთან პირად შეხვედრას ითხოვდა და არ ითვალისწინებდა იმას, რომ რუსეთის პოლიტიკური ატმოსფერო 1993 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მკვეთრად შეიცვალა. 1994 წლის გაზაფხულზე ელცინმა დუდაევს უარი განუცხადა და არჩია სამხედრო ზეწოლის გაზრდა გროზნოზე. 1994 წლის სექტემბერში ბაქოში ხელი მოეწერეა პორველ შეთანხმებას ნავთობის ექსპორტის თაობაზე. ამ შეთანხმებამ ჩეჩნეთის პრობლემის მოგვარების აქტუალურობა გამოიწვია, რამდენადაც ნავთობსადენს აზერბაიჯანიდან ნოვოროსიისკში ჩეჩნეთზე უნდა გაევლო.
დუდაევზე განხორციელდა რამოდენიმე თავდასხმა, თუმცა უშედეგოდ. რუსეთმა დაიწყო ჩეჩნური ოპოზიციის შეიარაღება. თუმცა 1994 წლის 26 ნოემბერს გროზნოზე თავდასხმა ჩაიშალა. უამრავი რუსი ჯარისკაცი ტყვედ აიყვანეს. ამის შემდგომ რუსეთის ხელმძღვანელობამ ბრძანება გასცა ჩეჩნეთში შეჭრაზე.
რუსეთის შეჭრის დროს ჩეჩნებმა დიდი მამაცობა და საომარი ხელოვნება გამოავლინეს. არა აქვს მნიშვნელობა აღიარებს ამას თუ არა რუსეთი, მაგრამ მან ჩეჩნეთთან ომი წააგო, როგორც საომარი ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. 1996 წლის 6 აგვისტოს წარმატებული ოპერაციის შედეგად ჩეჩნებმა რუსეთის ჯარი გროზნოდან გაყარეს, ხელი მოეწერა ხასავიურტის შეთანხმებას, მაგრამ როგორც ომამდე, ახლაც ჩეჩნებმა ვერ შესძლეს ერთიანი ხელმძღვანელობის და სახელმწიფო ინსტიტუტების შექმნა და ვერც თავისი დამოუკიდებლობის მოთხოვნის ლეგიტიმაცია ვერ მოახდინეს. ომის დროსაც კი არ ჰყოლიათ ერთიანი სარდალი.
ჩეჩნეთის შემდგომმა პრეზიდენტმა, ასლან მასხადოვმა ჩეჩნეთის ერთი სახლმწიფო სტრუქტურების კონსოლიდაციისკენ აიღო კურსი, თუმცა ტყვეებით ვაჭრობა ამტკიცებდა იმას, რომ მასხადოვის მცდელობა დამნაშავეობასთან ბრძოლის საკითხში უშედეგო იყო. იგი გახდა ომის შემდგომ დანგრეული ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც არანაირი რესურსი არ ჰქონდა ქვეყნის აღსადგენად. ასეთ მდგომარეობაში ალტერნატივა შეიძლებოდა ჩეჩნური რევოლუციის ისლამის დროშის ქვეშ ექსპორტი. ჩეჩენმა ლიდერებმა _ ზელიმხან იანდარბაევმა, შამილ ბასაევმა მხარი დაუჭირეს გაერთიანებული კავკასიური სახელმწიფოს შექმნას. (ჩეჩნეთი+დაღესატნი+ინგუშეთი). ამ პროგრამის ჩაშლის შემდგომ, ასეთი რეგიონალური პროექტების პოლიტიკურ იდეოლოგიად შეიძლება გამხდარიყო მხოლოდ ისლამი.
ჩეჩნეთის მეორე ომის მოვლენები თითქმის ისე განვითარდა როგორც პირველისა. იგივე რუსული ტანკები დანგრეულ ჩეჩნურ ქალაქებსა და სოფლებში. რუსეთის ჯარი როგორც რაოდენობრივად, ისე შეიარაღებით ჩეჩნებს აღემატებოდა, მაგრამ მან ვერ შესძლო ჩეჩნების წინააღმდეგობის გატეხვა. გასაკვირია ის, რომ მეორე ომი დაიწყო 3 წლის შემდგომ როცა გენერალმა ლებედმა და მასხადვმა ხასაციურტში სამშვიდობო შეთანხმება დადეს. რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მოხდა ამ 3 წელიწადში. რეალური მიზეზები უფრო ღრმაა. (მოსკოვის და სხვა ქალაქების 1999 წ. ზაფხულში ბინების აფეთქება).
რუსეთის პოზიცია _ 1996 წლის აგვისტოში ასობით ჩეჩენი მებრძოლი შეიჭრა გროზნოში და 2 დღის მანძილზე ქალაქს აკონტორლებდნენ. რუსებმა ჩეჩნებს ულტიმატუმი წაუყენეს. იმ დროს დადიოდა ჭორები, რომ ჩეჩნები ემზადებოდნენ საბრძოლო ოპერაციებისათვის და ჩრ. ოსეთის ქ. მოზდოკზე აპირებდნენ თავდასხმას, სადაც ყველაზე დიდი რუსული სამხედრო ბაზა იყო განლაგებული. 2 წლის შედგომ, რთული ბრძოლისაგან დემორალიზებული რუსული არმია ჩეჩნეთიდან უარაფროდ დაბრუნდა. რუსეთის ხელმძღვანელობამ დაინახა რა, რომ ვერ მოერია ჩეჩნებს, ცდილობდა გამოსავალის მოძიებას. რუსეთი თანახმა იყო ჩეჩნეთთან ისეთი ურთიერთობა დაემყარებინა, როგორც სამხრეთ კავკასიელებს აქვთ (საქართველო-აზერბაიჯანი) თავიანთ სესეციონისტურ წარმონაქმნებთან. რუსეთს ასევე შეეძლო დაემყარებინა მშვიდობიანი რეჟიმი დე ფაქტო დამოუკიდებელ, მაგრამ ოფიციალურად აღიარების არ მქონე ჩეჩნეთთან. პრინციპში, პირველ ომამდე, მანამ სანამ ელცინი ჩეჩნეთში შეიჭრებოდა, რუსეთ-ჩეჩნეთს შორის სწორედ ასეთი ურთიერთობა ვითარდებოდა.
ბევრი დასავლელი ანალიტიკოსი ხედავს კავშირს ჩეჩნეთში ომის დაწყებასა და ახალი “დიდი თამაშის” დაწყებას შორის. რეგიონში კასპიის ნავთობის კონტროლისა და მისი ტრანსპორტირების მარშრუტის გამო კონკურენციაა, მაგრამ ცოტა თუ აქცევს ყურადღებას იმ ფაქტს, რომ ამ თამაშში რუსეთ-ჩეჩნეთის ინტერესები ემთხვევა. ჩეჩნეთიც და რუსეთიც დაინტერესებულია იმაში, რომ კასპიის ნავთობმა გაიარაოს ნავთობსადენ ბაქო-ნოვოროსიისკით ჩეჩნეთის გავლით. ორივე მხარე დაკარგავს როგორც ფულად მოგებას, ასევე პოლიკიტურ დივიდენდებს, თუ ნავთობსადენი სამხრეთ მარშრუტით Aაზერბაიჯან_საქართველო-თურქეთზე გაივლის თურქეთის ტერმინალებისკენ ხმელთაშუაზღვაში. 1996 წელს, როდესაც კასპიის ნავთობის მიმართ საერთაშორისო ინტერესმა უმაღლეს წერტილს მიაღწია, რუსეთ-ჩეჩნეთის საერთო მიზანი ჰქონდათ -------- მიეღწიათ დაინტერესებული პროექტის რეალიზაციისათვის. Oომების შუალედში, რუსეთმა დაპირებული თანხიდან ფინანსური დახმარების მიზნით, ჩეჩნეთში მხოლოდ ის თანხა გადარიცხა რაც საჭირო იყო ბაქო-ნოვოროსიისკის ნავთობსადენის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
რუსეთი დაიმედებული იყო ჯოხარ დუდაევის მკვლელობით. 1997 წლის იანვარში არჩეული მასხადოვი სწორედ ის პრეზიდენტი იყო, რომელთნაც მოსკოვი ურთიერთობის დალაგებას იმედოვნებდა. ამასთანავე იგი მასხადოვისგან მოითხოვდა: გაეკონტროლებინა სიტუაცია ჩეჩნეთში, ნავთობსადენის პრობლემის მოგვარების საკითხში დახმარებოდა და არ უნდა შეხებოდა ჩეჩნეთის სტატუსს. ელცინის მეორე ვადით არჩევის შემდგომ, კრემლში ცდილობდნენ ამ არასასიამოვნო და სამარცხვინო თემის დახურვას.
ჩეჩნების შეხედულება პრობლემაზე- ჩეჩნეთმა, რუსეთის შეჭრის შემდგომ ბრძოლა დაიწყო ეროვნული დამოუკიდებლობის ლოზუნგით. ჯოხარ დუდაევი რევოლუციის ტალღის ინიციატორის როლში ხედავდა თავს, რის შედეგადაც რუსეთს განდევნიდა ჩრ. კავკასიიდან. შავი ზღვის ნაპირებიდან კასპიის ზღვამდე უნდა გადაჭიმულიყო ახალი კავკასიური სახელმწიფო ფედერაცია. ამისათვის შეიქმნა კავკასიელ ხალხთა კონფედერაცია თავისი პარლამენტით, შეარაღებული ძალებითა და ჩრ. კავკასიური წარმომადგენლობებით. ამის გამო იყო, რომ ადიღეთიდან დაღესტნამდე ასობით მოხალისე იბრძოდა აფხაზეთის მხარეს. თუმცა როდესაც რუსეთი შეიჭრა ჩეჩნეთში, ძალიან მცირე მოხალისე ეხმარებოდა მათ. სწორედ ამან დაამტკიცა რომანიტკული ოცნების დასარული. ჩეჩნები მარტოები დარჩნენ და იბრძოდნენ დამოუკიდებლობისათვის და არა კავკასიური ფედერაციისათვის. Oმის შემდგონ ჩეჩნეთს ისეთი მთავრობა სურდა, რომელიც დანგრეულ ქვეყანას ფეხზე დააყენებდა. თუმცა მასხადოვმა ეს ვერ მოახერხა. Oმის დროს ჩეჩნებს სარდლობა არ ჰყოლიათ და მასხადოვსაც არაფერი გაუკეთებია მის შესაქმნელად. მისგან განსხვავებით ეს მოახერხეს აფხაზეთმა და ყარაბახმა ჯერ კიდევ ომის დროს. ჩეჩნებს ეფექტურობისათვის ბრძანებები არ სჭირდებოდათ. მათ სარდლის გარეშე მოახერხეს გროზნის, გუდერმეშის და არღუნის დაკავება.
შეიძლება შევარდნაძის მოსვლის პერიოდზე გაევლოს შედარება. იყო ვაჭრობა ტყვეებით, რეკეტი თუმცა შეცარდნაძემ მოახერხა იოსელიანისა და კიტოვანის მოშრება.
1994-1996 წ/წ. ომებმა დაანგრია ერთადერთი ინსტიტური რაც ჩეჩნებს ჰქონდათ _ უხუცესობა. სწორედ მათთან აწარმოებდნენ რუსები მოლაპარაკებებს, ამიტომაც ჩეჩნები მათ აღარ ცნობენ.
ჩეჩნების რაღაც ნაწილმა საყრდენად ისლამისუტი ნაციონალიზმი გაიხადა. ეს ახლაგაზრდობა ეძებს რეალურობის ახსნას, ამას კი მათ რადიკალური ისლამი სთავაზობს. შეიძლება ითქვას, რომ ჩეჩნეთში ვაჰაბიზმი არის ჩეჩნური სახელმწიფოებრიობის განუხორციელებლობის რეალობისგან გაქცევა.
ჩეჩნეთში ისლამს ღრმა ფესვები არა აქვს. იგი აქ XVI ს-ში შემოვიდა და მოსახლეობამ იგი თავიდან დიდად არ მიიღო. ჩეჩნებმა, როგორც კავკასიის სხვა ხალხებმა: აფხაზებმა, ჩერქეზებმა, ოსებმა და ინგუშებმა _ ისლამი XVIII-XIX ს/ს-ში მიიღეს. გამონაკლისია დაღესტანი სადაც ისლამი IX ს-დან არის.
ახალი პოლიტიკის საჭიროება – რუსეთი რეგიონში არსებულ ვითარებაზე ან ძალიან მკაცრ რეაგირებას ახდენდა და ან საერთოდ ბედის ანაბარა ტოვებდა. რუსეთი უნდა ჩამოაყალიბდეს რა მიზნები აქვს მას ჩრ. კავკასიაში და როგორ უნდა მიაღწიოს მათ.
ჩეჩნეთიდან რუსეთის ჯარის სამარცხინო გამოყვანის შემდგომ მას ჰქონდა არჩევანის გაკეთების საშუალება.
1. დათანხმებოდა დე ფაქტო ჩეჩნეთის არსებობას და დაემყარებინა პარტნიორული ურთიერთობა გროზნოსთან, რათა შემდგომ ოფიციალური შეთანხმება დადებულიყო მოსკოვსა და გროზნოს შორის. ასეთი პოტენციური პარტნიორი იყო მასხადოვი, რომელსაც დანგრეული ჩეჩნეთის ფეხზე დასაყენებლად დახმარება სჭირდებოდა. მოსკოვმა კი მასხადოვი ბედის ანაბარა მიატოვა და მან ძლივს მოახერხა სამოქალაქო ომის აღკვეთა და თავის თავზე ოთხი თავდასხმა გადაიტანა.
2. ჩეჩნური დაჯგუფებების შესუსტება და რუსული განწყობის გავრცელება. საველე მეთაურების ძალაუფლებაში მოსვლის შემდგომ, მათ თვითონ განიცადეს დისკრედიტაცია ხალხის თვალში. რუსეთს უნდა გაეწია ისეთი აგიტაცია, რომ ხალხის გაუცხოვება გაემძაფრებინა და რუსეთისათვის ერთდაერთი გადამრჩენის იმიჯის შექმნა, რაც რუსეთმა ვერ მოახერხა.
საერთოდ ეთნიკური კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრა ძალიან რთულია. ბოლო ორასი წლის მანძილზე სოციალურმა მეცნიერებამ უამრავი მექანიზმი შეიმუშავა ამ საკითხის როგორც თეორიულად ისე პრაქტიკულად მოგვარების მიზნით, მაგრამ მიუხედავად ამისა, ვერცერთმა ცალკე ან სხვებთან კომბინაციით ვერ შექმნა ადექვატური სქემა ყველა კონფლიქტის მოსაგვარებლად. თუმცა, რა თქმა უნდა არსებობს რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარების გზა, რომელშიც საერთაშორისო ჩარევა მნიშვნელოვანია, მაგრამ ასეთი ჩარევა მხოლოდ რუსეთის თანხმობით არის შესაძლებელი. ევროკავშირისა და აშშ-ს ჩარევა დაეხმარება ჩეჩნეთს გახდეს დემოკრატიული. ჩეჩნეთისათვის სტიმულს დიდი მნიშვნელობა აქვს. მისი დე იურედ აღიარება დიდი სტიმული იქნება დემოკრატიზაციისა და დემილიტარიზაციისათვის. ამის განხორციელება გაეროს სამეურვეო საბჭოს სისტემით იქნება შესაძლებელი, რაც მხოლოდ რუსეთის თანხმობის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. რუსეთი არის უშიშროების საბჭოს წევრი და მის გადაწყვეტილებას დიდი მნიშვნელობა ექნება თუ როგორ სახეს მიიღებს ჩეჩნეთის მმართველობა. სამეურვეო საბჭოს პირობები ჩეჩნეთისთვისაც უნდა იყო მისაღები, რადგან მისი თანხმობის გარეშე ასეთი სისტემა ვერ განხორციელდება. რუსეთის ჯარების სასწრაფო გაყვანა ასეთ თანხმობას დააჩქარებს. ევროკავშირი კარგი არჩევანია მმართველობითი ძალის როლის შესასრულებლად, რადგან მოსკოვის ინტერესებისათვის იგი საფრთხეს არ წარმოადგენს. Mმმართველობითმა ძალამ ჩეჩნეთში სწრაფი და ეფექტური დემოკრატიზაციის პროცედურები უნდა განახორციელოს ყველა დონეზე, რათა ჩეჩნეთი მოემზადოს პასუხისმგებლობის თავის თავზე ასაღებად. პრიორიტეტი უნდა მიეცეს ეკონომიკას, დემილიტარიზაციას და სამოქალაქო მოხელეებისა და პოლიციის გაწვრთნას. ევროკავშირმა ამ სფეროში დიდი გამოცდილება შეიძინა ბალკანეთში.
ასეთი სქემის განხორციელების შემთხვევაში რუსეთი ჩეჩნეთის მუდმივი პრობლემისგან გათავისუფლდება. ასევე იგი გათავისუფლდება ჩეჩნეთის ეკონომიკის აღდგენის სიმძიმისა და უაზრო ომში რესურსების ხარჯვისგან. დამატებით, ევროკავშირი გაუზრდის რუსეთს დახმარებას, განსაკუთრებით სამხრეთ რესპუბლიკებში.
მაშინ როდესაც, რუსეთი ალბათ ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი მას ევროპისთვის მისი სიახლოვის გამო ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რუსეთ-ჩეჩნეთის კონფლიქტის მოგვარებით, ევროკავშირი ბევრს მოიგებს მომავალში დემოკრატიული და სტაბილური რუსეთის არსებობით. ის ეკონომიკური რესურსები რაც საჭირო იქნება ჩეჩნეთის აღსადგენად არ იქნება იმაზე ძვირად ღირებული რაც ევროპას სტაბილურობა უღირს. ამას გარდა, ხარჯების დიდი ნაწილი ჩეჩნეთის ბუნებრივი რესურსებით შეიძლება დაიფაროს.
ჩეჩნეთის სარგებელი აშკარაა. იგი მიიღებს იმას რისთვისაც ყოველთვის იბრძოდა --- დამოუკიდებლობას. დღეს ჩეჩნეთს დამოუკიდებლობაც, რომ მისცე ორი ომის დამანგრეველი ეკონომიკური და სოციალური შედეგების გამო მარტო ვერაფერს გახდება. სამეურვეო საბჭოს კი შეუძლია სარეკონსტრუქციო და ეკონომიკური დახმარების გარანტია მისცეს. მოკლედ, რომ ვთქვათ ჩეჩნეთი ყოველმხრივ ნახავს სარგებელს. რუსეთის მხრიდან კი ამ ნაბიჯის გადასადგმელად საჭიროა მისი პოლიტიკოსების აზროვნების შეცვლა და დიდი ნებისყოფა.
რესპუბლიკა იჩქერიას საინფორმაციო პორტალი -
http://www.chechenpress.info/ყველა ის ფორუმელი, ვინც თემის მესამე ნაწილში დაპოსტა:
ვეშაპო 194
giogeo 169
kavkazski_lev 135
datu 96
gabisonia 81
SHAKO M 67
hirondelle 65
biarritz 64
Donnie 52
III 51
sharkan555 48
milana20 33
VOLK1313 26
Jivoi 25
არწივი9 23
ლიშთოთა 22
sabed 21
GEORGIA00995 19
SHAMIL_GURJI 19
გეორგევიჩი 16
manzareka 15
შიიტი 15
Castro-Urdiales 14
Mglismuxla 13
cicila 12
sarzamin 12
Dehumanizer 11
kalebind 10
მნაცაკანა 10
Pat-riot 10
DNMG 9
Dave 9
sevaida 9
ზიმბაბვუმე 8
GIORGI_KAVTARADZE 8
silver_ranger 8
Johnnie Walker 7
Jana_D`ark 6
LOL__ 6
სხვანაირა 6
gnostik 6
Chkoni 5
mcenare-99 5
anarxisti 4
FALCONE 4
exploit 4
pareto 3
Kavkasiologi 3
Beria1 3
A10 3
iase 3
baby_boo 3
djultimo1 3
Makulatura 2
monogamist 2
John Jolie 2
apokalypse 2
salomedvali 2
badrikela1 2
Registration 2
bazuka 2
Benisio 2
baggins 2
BRIGADEFURER 2
revolucioneri 2
Einstein 2
giganti 2
მარმელად 1
მამაო ენუქი 1
basa-ttt 1
maradiora 1
ზვიადაური 1
salvatore 1
Chi 1
Lo Janko 1
Wanderer 1
++ khridoli ++ 1
dimonX 1
FC Liverpool 1
benito- 1
მადეირა 1
GIOXxXGIO 1
fenomenal_no 1
El Pastor 1
gvaska 1
AQUARIUS88 1
HANS 1
Ooozo 1
სულხანი 1
VELTBGA 1
vigaca23 1
Neo 1
xanjali 1
Ulfserker 1
progresi 1
Mivashure 1
zvintik 1
Perpetuum_Mobile_Project 1
kid 1
kvirike 1
August 1
geoastrolog 1
Raul Tamudo 1
RichardRamirez 1
იეღოვა 1
Solveig 1
@LILI@ 1
mgeli556 1
Jaime Pacheco 1
Snow Crash 1
მიმაგრებული სურათი