XX საუკუნის დასაწყისი, პირველი ტიტულები 
1900 წლის 15 აპრილს “მილანმა” პირველად ითამაშა ქვეყნის ჩემპიონატში: “ტორინეზესთან” 0:3 დამარცხდა. იმ წლებში პირველობის ფორმატი მუდმივად იცვლებოდა: გამარჯვებული მომავალი წლისთვის ფინალში ადგილს ინაღდებდა, პრეზიდენტებს კი საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა გაევლოთ. 1898, 1899 და 1900 წლებში იტალიის ჩემპიონი “ჯენოა 1893″ გახდა, გენუელთა სამწლიანი ჰეგემონია კი სწორედ “მილანმა” შეწყვიტა 1901 წელს.
შავ-წითლებმა 14 აპრილს, მეოთხედ-ფინალში “მედიოლანუმს” 2:0 სძლიეს, 28 აპრილს ტურინში “იუვენტუსი” 3:2 დაამარცხეს, 5 მაისს, გენუაში კი სამი პირველობის მომგები “ჯენოა 1893″ 1:0 დასცეს. გენუაში მილანელებმა ამ შემადგენლობით იასპარეზეს: ჰუდი, სუტერი, გადა, ლეესი, კილპინი, ანჯელონი, რეკალჩატი, დევისი, ნეგრეტი, ელისონი, კოლომბო. 1902 წელს ფინალში პირდაპირ გასულმა “მილანმა” ტიტული დაკარგა: “ჯენოა 1893″-მა ლიგურიის და ლომბარდიის რეგიონების პირველობა მოიგო, ნახევარფინალში პიემონტის რეგიონის ჩემპიონ “ტორინეზეს” სძლია, გადამწყვეტ შეხვედრაში 2:0 გაიმარჯვა.
1903 წელს “მილანმა” ერთბაშად სამი ტურნირი მოიგო: ალესანდრიის პირველობა, სან-მარკოს და კონვენგ ნოვარას თასები. 1906 და 1907 წლებში კიდე ორჯერ იმარჯვა იტალიის ჩემპიონატში.
1906 წელს “მილანმა” ჯერ ლომბარდიის მხარის პირველობა მოიგო- “მილანეზეს” 4:3 და 2:1 სძლია, ფინალურ ჯგუფში კი “იუვენტუსთან” ერთად იმარჯვა. ფინალში მილანელებმა ტურინელები ორი მატჩის ჯამში 2:0 დაამარცხეს: 29 აპრილს “იუვენტუსმა” საშინაო მატჩის მოგება ვერ შეძლო- 0:0, 6 მაისს კი მილანში მასპინძლებმა 2:0 გაიმარჯვეს.
1907 წლისთვის ჩემპიონატის ფორმატი უკვე შეცვლილი იყო და “მილანიც” ტიტულის დაცვას საკვალიფიკაციო ეტაპიდან შეუდგა: ლომბარდიის მხარის პირველობა კვლავ “მილანელეზესთან” ორი თამაშის მოგებით დაიწყო (საერთო ჯამში 6:1), ფინალურ ჯგუფში კი “ტორინოსთან” ორჯერ ითამაშა ფრედ, “ანდრეა ლორიას” კი შინ 5:0 სძლია, სტუმრად 2:0 და ყველაზე მეტი, 6 ქულა დააგროვა. ის ორივე ტიტული “მილანმა” პირველი ოფიციალური მწვრთნელის, დანიელე ანჯელონის ხელმძღვანელონით მოიგო. მისი წინამორბედი ჰერბერტ კილპინი მწვრთნელის თანამდებობას ფეხბურთელობას უთავსებდა.
1908 წელს “მილანი” ჩემპიონატიდან მოკვეთეს: იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, კლუბებს უცხოელი მოთამაშეების განაცხადში შეყვანა აეკრძალათ, რის გამოც “მილანის” გარდა “ჯენოა” და “ტორინოც” მოიკვეთნენ.
ეს აკრძალვა ერთი წელი გაგრძელდა, თუმცა შავ-წითლებზე მაინც მტკივნეულად აისახა: ლეგიონერებმა ჩხუბის შემდეგ “მილანი” დატოვეს და ახალი კლუბი, “ინტერნაციონალე” დაარსეს- 1908 წლის 9 მარტს დაარსებული გუნდის კაპიტნად ექს-მილანელი, შვეიცარიელი ერნსტ მანტკლი აირჩიეს.
1908 წლის 8 ოქტომბერს, შვეიცარიის ქალაქ კაისოში, სადაც ქალაქის თასი გათამაშდა, პირველი მილანური დერბი შედგა. შავ-წითლებმა 2:1 სძლიეს შავ-ლურჯებს, 1909 წლის 10 იანვარს კი მილანელები უკვე იტალიის ჩემპიონატში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: ისევე, როგორც კოსმოში, ამჯერადაც “მილანმა” მოიგო - 3:2.

20-იანი წლები, სტადიონი
1907 წელს მოგებული სკუდეტოს შემდეგ “მილანმა” ეგრეც ვერ შეძლო მწვერვალზე ასვლა: მიუხედავად იმისა, რომ შავ-წითელთა შორის არაერთი ჩინებული ფეხბურთელი თამაშობდა და არც ძლიერ ლეგიონერებს უჩიოდნენ, მაგრამ კლუბი პირველი ადგილის დაკავებას მაინც ვერ ახერხებდა.
1924-1926 წლებში “მილანს” ლეგენდარული ვიტორიო პოცო წვრთნიდა, ერთადერთი, რომელმაც ორჯერ მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, თუმცა ვერც მან მოახერხა პირველობის მოგება.
ჩემპიონის მომდევნო, რიგით მეოთხე ტიტული “მილანმა” მხოლოდ 1951 წელს მოიპოვა. ყველაზე კარგი, რაც მანამდე მოხდა, საკუთარი სტადიონის აგება იყო: 1926 წლიდან კლუბი “სან-სიროზე” თამაშობს, რომლის სახელიც მილანის ერთ-ერთი გარეუბნის სახელწოდებიდან მოდინარეობს.
სარბიელის არქიტექტორი ულისე სტაჩინი, მთავარი ინჟინერი კი ალბერტო კუჯინი გახლდათ. ერთი რამ იმთავითვე ნათელი იყო: სტადიონი სუფთა საფეხბურთო უნდა ყოფილიყო, სწორედ ისეთი, როგორიც ინგლისური მოედნები. 1925 წლის 1 აგვისტოს მშენებლობა დაიწყო, ერთი წლის შემდეგ, 15 სექტემბერს კი სტადიონი უკვე მზად იყო.
1926 წლის 19 სექტემბერს “სან-სიროზე” პირველი მატჩი შედგა: “მილანმა” “ინტერს” უმასპინძლა. შავ-ლურჯებმა თანაქალაქელებს ზეიმი ჩაუშხამეს- 6:3 სძლიეს. 1934 წელს “სან-სირომ” მსოფლიო ჩემპიონატის შამ თამაშს უმასპინძლა, მათ შორის იტალია - ავსტრიის ნახევარფინალს. 1936 წელს მილანის მუნიციპალიტეტმა სტადიონი გამოისყიდა. კლუბის ხელმძღვანელებმა სარბიელის გასხვისება ფინანსების მოზიდვის გამო გადაწყვიტეს: “სან სიროს” რეკონსტრუქცია სურდათ. 1939 წლის 13 მაისს უკვე სახეცვლილი სარბიელის საზეიმო გახსნა შედგა: მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მომგებმა იტალიის ნაკრებმა ინგლისს უმასპინძლა და ფრედ 2:2 ითამაშა.
1947 წელს “სან სიროზე” გადაბარგდა “ინტერიც”, მალე კი ქალაქის მერის ანტონიო გრეპის და იტალიის სპორტის მინისტრის გვიდო მაცალის ინიციატივით, სარბიელის მორიგი რეკონსტრუქცია დაიწყო.
1980 წლის 3 მარტს იტალიური ფეხბურთის ლეგენდა ჯუზეპე მეაცა გარდაიცვალა, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები “ინტერსა” და “მილანში” გაატარა. “სან-სიროს” სწორედ მაშინ ეწოდა ამ ფეხბურთელის სახელი.
50-იანი წლები: გრე-ნო-ლის ეპოქა. (გრე- გუნარ გრენი; ნო- გურან ნორდალი; ლი- ნილს ლიდჰოლმი.
1940 წელს “მილანის” პრზიდენტად უმბერტო ტრაბატონი აირჩიეს. ის და მისი სიძე ანტონიო ბუსინი 1954წლამდე მონაცვლეობით ხელმძღვანელობდნენ კლუბს და სწორედ მათი მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით შეძლეს მილანელებმა ლიდერთა შორის დამკვიდრება.
40-იანი წლების მიწურულს წითელი მაისური ერთი წლის ინტერვალით მოირგეს ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა, შვედეთის ნაკრების ლიდერებმა გუნარ ნორდალმა, გუნარ გრენმა და ნილს ლიდჰოლმმა,(გრე-ნო-ლი) მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კი უნგრელმა ლაიოშ ჩეისლერმა დაიკავა, რომელმაც შვედეთში მოღვაწეობის 12 წლის მანძილზე პატარა “ნორჩეპინგი” ხუთჯერ აიყვანა საკლუბო ოლიმპზე.
დიდებული შვედური სამეულის გრე-ნო-ლის წყალობით “მილანი” მალევე დამკვიდრდა ლიდერთა შორის: გუნარ გრენი და ნილს ლიდჰოლმი გამოკვეთილი ფორვარდის გუნარ ნორდალის უკან, თავდამსხმაში მოქმედებედნენ, ამ უკანასკნელს კი, რომელიც ცენტფორვარდი იყო, ათეულობით გოლი გაჰქონდა.
1949-1950 წლების სეზონში ”მილანი” მუდმივად კუდში მისდევდა ტურინის “იუვენტუსს”, 23-ე ტურში იტალიური ფეხბურთის ბებერი ქალბატონი 7:1 დაამარცხა, საერთო ჯამში პირველობის 38 მატჩში 118 გოლიც გაიტანა, მაგრამ მეორე ადგილს მაინც ვერ ასცდა.
იმ სეზონში “მილანმა” და გუნარ ნორდალმა იტალიის ჩემპიონატის ორი რეკორდი დაამყარეს: კლუბმა სერია A-ში ყველაზე მეტი- 118 გოლი გაიტანა, შვედმა ფორვადმა კი 35 ბურთით გოლეადორის ტიტული არავის დაუთმო. 1950-1951 წლებში “მილანმა” ნანატრი გამარჯვება მოიპოვა- “ინტერს” 1 ქულით აჯობა. შავ-წითლებმა ამ სეზონშიც ასზე მეტი გოლი გაიტანეს- 107, გუნარ ნორდალმა კი 34 გოლით ზედიზედ მეორედ მოიგო ბომბარდირის ტიტული.

1951 წელს მილანელებმა პირველი დიდი საერთაშორისო ჯილდო მოიგეს- ლათინთა თასი. ჩეისლერის გუნდმა ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” 4:1 მოუგო, ფინალში კი, 24 ივნისს ფრანგული “ლილი” 5:0 გაანადგურა. 32-ე, 57-ე და 67-ე წუთრბზე ნორდალმა ჰეთ-რიკი შეასრულა, მე-40 და 70-ე წუთებზე კი ბურინიმ და ანოვაციამ კიდე ორი გოლი გაიტანეს. ფრანგების წინააღმდეგ “მილანმა” ამ შემადგენლობით ითამაშა: ბუფონი, სილვესტრი, ბონომი, ანოვაცი, ტონიომი, დე გრანდი, ბურინი, გრენი, ნორდალი, ლიდჰოლმი, ვიკარიტო. <3
მომდევნო სეზონში შავ-წითლები “იუვენტუსის” და “ინტერის” ჩრდილში მოექცნენ, გუნდი დატოვა უნგრელმა მწვრთნელმა, კარიერა სხვაგან გააგრძელა გუნარ გრენმა.
1954 წელს მულტიმილიონერმა ანდრეა რიცოლიმ პრეზიდენტობის თანამდებობაზე უმბერტო ტრაბატონი შეცვალა. მეგობარ ლუიჯი კარაროსთან (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის და “მილანის” ექს-პრეზიდენტის ფრანკოკარაროს მამა) ერთად მან დიდი თანხა დააბანდა კლუბში და ძლიერი ფეხბურთელების გადაბირება დაიწყო: “მილანმა” “ტრიესტინადან ახალგაზრდა მცველი ჩეზარე მალდინი შეიძინა, “პენიაროლიდან”კი ურუგვაის ნაკრების ფორვარდი, მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი ხუან სკიაფინო.
შრომა მალე დაფასდა: 1955, 1957 და 1959 წლებში კლუბმა იტალიის ჩემპიონატის მოიგო, 1956 წელს კი მეორედ აღმართა ლათინთა თასი- ნახევარფინალში ლისაბონის “ბენფიკას” 4:2 სძლია ფინალში კი ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხა (ბანიოლი, დალ მონტე, სკაიფინო.)
1958 წელს “მილანი” პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა იმ დროინდელი მსოფლიოს უძლიერესი კლუბის მადრიდის “რეალის” დამარცხება ვერ მოახერხა. იტალიელები ორჯერ იგებდნენ ფინალს: სკიაფუნომ 59-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 78-ე წუთზე კი გრილიომ ხელმეორედ დააწინაურა “მილანი”, თუმცა გამოცდილებამ თავისი გაიტანა ჯერ ექტორ რიალმა გაათანაბრა ანგარიში, დამატებით დროში, 107-ე წუთზე კი ფრანსისკო ხენტომ გამარჯვების გოლი გაიტანა.

50-იანი წლები: გრე-ნო-ლის ეპოქა 
1940 წელს “მილანის” პრზიდენტად უმბერტო ტრაბატონი აირჩიეს. ის და მისი სიძე ანტონიო ბუსინი 1954წლამდე მონაცვლეობით ხელმძღვანელობდნენ კლუბს და სწორედ მათი მუხლჩაუხრელი შრომის წყალობით შეძლეს მილანელებმა ლიდერთა შორის დამკვიდრება.
40-იანი წლების მიწურულს წითელი მაისური ერთი წლის ინტერვალით მოირგეს ლონდონის 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონებმა, შვედეთის ნაკრების ლიდერებმა გუნარ ნორდალმა, გუნარ გრენმა და ნილს ლიდჰოლმმა,(გრე-ნო-ლი) მთავარი მწვრთნელის თანამდებობა კი უნგრელმა ლაიოშ ჩეისლერმა დაიკავა, რომელმაც შვედეთში მოღვაწეობის 12 წლის მანძილზე პატარა “ნორჩეპინგი” ხუთჯერ აიყვანა საკლუბო ოლიმპზე.
დიდებული შვედური სამეულის გრე-ნო-ლის წყალობით “მილანი” მალევე დამკვიდრდა ლიდერთა შორის: გუნარ გრენი და ნილს ლიდჰოლმი გამოკვეთილი ფორვარდის გუნარ ნორდალის უკან, თავდამსხმაში მოქმედებედნენ, ამ უკანასკნელს კი, რომელიც ცენტფორვარდი იყო, ათეულობით გოლი გაჰქონდა.
1949-1950 წლების სეზონში ”მილანი” მუდმივად კუდში მისდევდა ტურინის “იუვენტუსს”, 23-ე ტურში იტალიური ფეხბურთის ბებერი ქალბატონი 7:1 დაამარცხა, საერთო ჯამში პირველობის 38 მატჩში 118 გოლიც გაიტანა, მაგრამ მეორე ადგილს მაინც ვერ ასცდა.
იმ სეზონში “მილანმა” და გუნარ ნორდალმა იტალიის ჩემპიონატის ორი რეკორდი დაამყარეს: კლუბმა სერია A-ში ყველაზე მეტი- 118 გოლი გაიტანა, შვედმა ფორვადმა კი 35 ბურთით გოლეადორის ტიტული არავის დაუთმო. 1950-1951 წლებში “მილანმა” ნანატრი გამარჯვება მოიპოვა- “ინტერს” 1 ქულით აჯობა. შავ-წითლებმა ამ სეზონშიც ასზე მეტი გოლი გაიტანეს- 107, გუნარ ნორდალმა კი 34 გოლით ზედიზედ მეორედ მოიგო ბომბარდირის ტიტული.
1951 წელს მილანელებმა პირველი დიდი საერთაშორისო ჯილდო მოიგეს- ლათინთა თასი. ჩეისლერის გუნდმა ნახევარფინალში მადრიდის “ატლეტიკოს” 4:1 მოუგო, ფინალში კი, 24 ივნისს ფრანგული “ლილი” 5:0 გაანადგურა. 32-ე, 57-ე და 67-ე წუთრბზე ნორდალმა ჰეთ-რიკი შეასრულა, მე-40 და 70-ე წუთებზე კი ბურინიმ და ანოვაციამ კიდე ორი გოლი გაიტანეს. ფრანგების წინააღმდეგ “მილანმა” ამ შემადგენლობით ითამაშა: ბუფონი, სილვესტრი, ბონომი, ანოვაცი, ტონიომი, დე გრანდი, ბურინი, გრენი, ნორდალი, ლიდჰოლმი, ვიკარიტო.
მომდევნო სეზონში შავ-წითლები “იუვენტუსის” და “ინტერის” ჩრდილში მოექცნენ, გუნდი დატოვა უნგრელმა მწვრთნელმა, კარიერა სხვაგან გააგრძელა გუნარ გრენმა.
1954 წელს მულტიმილიონერმა ანდრეა რიცოლიმ პრეზიდენტობის თანამდებობაზე უმბერტო ტრაბატონი შეცვალა. მეგობარ ლუიჯი კარაროსთან (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის და “მილანის” ექს-პრეზიდენტის ფრანკოკარაროს მამა) ერთად მან დიდი თანხა დააბანდა კლუბში და ძლიერი ფეხბურთელების გადაბირება დაიწყო: “მილანმა” “ტრიესტინადან ახალგაზრდა მცველი ჩეზარე მალდინი შეიძინა, “პენიაროლიდან”კი ურუგვაის ნაკრების ფორვარდი, მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონი ხუან სკიაფინო.
შრომა მალე დაფასდა: 1955, 1957 და 1959 წლებში კლუბმა იტალიის ჩემპიონატის მოიგო, 1956 წელს კი მეორედ აღმართა ლათინთა თასი- ნახევარფინალში ლისაბონის “ბენფიკას” 4:2 სძლია ფინალში კი ბილბაოს “ატლეტიკი” დაამარცხა (ბანიოლი, დალ მონტე, სკაიფინო.)
1958 წელს “მილანი” პირველად გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში, თუმცა იმ დროინდელი მსოფლიოს უძლიერესი კლუბის მადრიდის “რეალის” დამარცხება ვერ მოახერხა. იტალიელები ორჯერ იგებდნენ ფინალს: სკიაფუნომ 59-ე წუთზე გახსნა ანგარიში, 78-ე წუთზე კი გრილიომ ხელმეორედ დააწინაურა “მილანი”, თუმცა გამოცდილებამ თავისი გაიტანა ჯერ ექტორ რიალმა გაათანაბრა ანგარიში, დამატებით დროში, 107-ე წუთზე კი ფრანსისკო ხენტომ გამარჯვების გოლი გაიტანა.
60-70-იანი წლები: ნერეო როკო და თასები 
1961 წელს “მილანი” გამოცდილმა მწვრთნელმა ნერეო როკომ ჩაიბარა, რომლის განკარგულებაში შესანიშნავი ბრაზილიელი ფორვარდი ჟოზე ალტაფინი და აპენინური ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავი ჯანი რივერა იყვნენ, ფეხბურთელი, რომელსაც მოგვიანებით იტალიური ფეხბურთის “ოქროს ბიჭი” უწოდეს.
როკოს ხელმძღვანელობით “მილანმა” პირველივე სეზონში მოიგო სერია A. გასაოცარია შავ-წითლების გასაოცარი შედეგიანი თამაში: გუნდმა 83 გოლი გაიტანა, მეორე ადგილზე გასულმა “ინტერმა” კი მხოლოდ 59.
1962-1963 წლების სეზონში გუნდმა დიდი ხნის ოცნება აისრულა: “მილანმა ჩემპიონთა თასი აღმართა! გადამწყვეტ შეხვედრაში როკოს გუნდმა ბოლო ორი გათამაშების გამარჯვებული ლისაბონის “ბენფიკა” დაამარცხა.
საკონტინენტთაშორისო თასისთვის “მილანი” ბრაზილიის “სანტოსს” დაუპირისპირდა, რომელსაც იმ დროს პელეს გუნდი უფრო ეთქმოდა. 1963 წლის 16 ოქტომბერს იტალიელებმა ბრაზილიელებს შინ 4:2 სძლიეს. 14 ნოემბერს “სანტოსმა” რიო დე ჟანეიროში, 150 ათასი მაყურებლის თვალწინ ამავე ანგარიშით იმარჯვა, ხოლო მესამე და გადამწყვეტ მატჩში, კი 16 ნოემბერს “სანტოსმა” 1:0 მოიგო.
ამ წელს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი მოხდა: ანდრეა რიცოლიმ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, თუმცა მანამდე საწვრთნელი შტაბის- “მილანელოს” მშენებლობა დაასრულა.
70-80-იანი წლები: სილვიო ბერლუსკონიმდე 
1971 წელს ფრანკო კარარომ “მილანის” პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა და აწყობილი სისტემის რღვევაც აქედან დაიწყო, ნელ-ნელმა კი გუნდი კრიზისმა მოიცვა. 1986 წლამდე, ანუ სილვიო ბერლუსკონის მისვლამდე შავ-წითელთა პრეზიდენტის თანამდებობა 8 ადამიანს ეკავა, რომელთაგანც განსაკუთრებით სკანდალური და მოვლენებით დატვირთული გამოდგა ალბინო ბუტიკის მოღვაწეობის პერიოდი- 1972-1975 წლები.
ხაზასასმელია, რომ ბუტიკის ყველაზე ცუდი ურთიერთობა ჯანი რივერასთან ჰქონდა, ფეხბურთელთან, რომელსაც გულშემატკივრებუ აღმერთებდნენ. ალბინო ბუტიკი ყველანაირი ხერხით ცდილობდა ვეტერანი მოთამაშის დამცირებას- შეკვეთილ სტატიებს აქვეყნებდა, ინტერვიუებში რივერას პრობლემების თავს უწოდებდა, თავად ჯანი კი, რომელსაც პრეზიდენტის მოყვანილი მწვრთნელები ხშირ შემთხვევაში არ ათამაშებდნენ უკან არ იხევდა.
1974 წელს, ბუტიკის ინიციატივით კლუბმა ტრანსფერზე დააყენა, თუმცა ვეტერანის გადაბირება არავინ ისურვა, “ტორინოს” პრეზიდენტმა კი , როცა მილანელთა წინადადება შეატყობინეს, განაცხადა: “თუ ანტიკვარიატით ვაჭრობას დავიწყებ, რივერას მხოლოდ მაშინ შევიძენ.”
ნელ-ნელა პრეზიდენტსა და ფეხბურთელს შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა, ბოლოს კი საქმე სასამართლომდე მივიდა. ალბინო ბუტიკი დამარცხდა და თანამდებობა დატოვა, ჯანი რივერა ვიცე-პრეზიდენტი გახდა, თუმცა ამით კლუბის საქმე წინ არ წასულა.
1977 წელს “მილანმა” მეოთხედ მოიგო ქვეყნის თასი (ფინალში ინტერს სძლია), 1979 წელს კი კვლავ იმარჯვა სერია A-ში, თუმცა გულშემატკივრებს ეს არ აკმაყოფილებდათ- მათ ევროტრიუმფები სუედათ, ამისგან კი შავ-წითლები ძალიან შორს იდგნენ.
ფეხბურთიდან წასულმა ჯანი რივერამ ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა, მაგრამ ამით გუნდს ვერ უშველა: 1970-1980 წლების სეზონის დასაწყისში “მილანი” პირველივე ეტაპზე გამოეთიშა ჩემპიონთა თასის გათამაშებას (”პორტუსთან” ორი მატჩის ჯამში 0:1 დამარცხდა), სეზონის ბოლოს კი უარესი მოხდა- კლუბს გარიგებულ მატჩებში მონაწილეობა დააბრალეს.
1980 წლის მატჩში იტალიელებმა რამდენი სამართალდამცავებმა დააკავეს რამდენიმე ადამიანი, რომლებიც რომის “ლაციოს” ფეხბურთელების მოქრთამვაში ამხილეს. ცხადია სასამართლოს ვერც მოთამაშეები გადაურჩნენ, სეზონის უკანასკნელი ტურის შემდეგ კი პოლიციამ “ლაციოს”, “აველონის”, “ბოლონიას”, “იუვენტუსის”, “ნაპოლის” ჯენოას”, “პერუჯას” და “მილანის” ათეულობით ფეხბურთელი დააპატიმრა. მილანელთაგან სამართალდამცავების წინაშე წარდგნენ ვეტერანი მეკარე ენრიკო ალბერტოზი და 33 წლის მცველი ჯორჯო მორინი. მალე მათ თავდამსხმელი სტეფანო კიოდოც დაემატა, სულ ბოლოს კი კლუბის პრეზიდენტი კოლომბოც დააკავეს, რომელიც უამრავ გარიგებაში ამხილეს.
საბოლოოდ, “მილანის” პრეზიდენტს თანამდებობის დატოვება მოუხდა- მას სამუდამო დისკვალიფიკაცია მესაჯა. ენრიკო ალბერტოზი 4 წლით ჩამოაშორეს ფეხბურთს, მორინი ერთი წლით, კიოდო კი ნახევარი წლით, მაგრამ ყველაზე ძალიან “მილანი” დაზარალდა- ჩემპიონთა თასის ორგზის მფლობელი გუნდი, რომელიც პირველი ჩემპიონატიდან უცვლელად ასპარეზობდა იტალიური საკლუბო ფეხბურთის ელიტაში, სერია B-ში მიაბრძანეს.
მიმაგრებული სურათი