#62256513 · 8 Sep 2025, 12:24 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოგესხენებათ ძველი აღთქმა და რჯული, ბევრად უფრო მკაცრი და დაუნდობელი იყო. დღევანდელი, ბერძნების მიერ გარდაქმნილი და "ჰუმანიზირებული" ქრისტიანობა გაცილებით ლმობიერია ადამიანური სისუსტეების მიმართ.
თუმცა არის თემები, რაც კატეგორიულად იგმობა და ისჯება ძველში და ახალშიც. ავქმოთ ვნახავთ თუ რა არისხებდა ძველი აღთქის ღმერთს განსაკუთრებულად და რისთვის ადებდა წყევლას.
მეორე რჯულის 27
14და ეტყოდიან ლევიტელნი იგი ყოველსა მას ერსა ისრაჱლისასა ჴმითა დიდითა და ჰრქუან:
15 - წყეულ იყავნ იგი კაცი, რომელმან იქმნნეს თავისა თჳსისა კერპნი გამოქანდაკებულნი და გამოჭედილნი ქმნილნი ჴელთა ჴელოვნისათა და დადგნეს იგინი დაფარულად, რამეთუ ბილწ არს უფლისა ღმრთისა. და ჰრქუან ყოველმან ერმან: იყავნ!
16 - წყეულ იყავნ, რომელმან შეურაცხყოს მამა თჳსი, გინა თუ დედაჲ. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
17 - წყეულ იყავნ, რომელმან დრიკოს სასჯელი მწირისაჲ, ობლისა და ქურივისა, და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
18 - წყეულ იყავნ, რომელმან ცვალნეს საზღვარნი მოყუსისა თჳსისანი. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
19 - წყეულ იყავნ რომელმან აცთუნოს ბრმაჲ გზასა. და ჰრქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
20 - წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამის ცოლისა თანა, რამეთუ განაცხადა საიდუმლოჲ იგი მამისა თჳსისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
21 - წყეულ იყავნ, რომელი შეიბილწოს ყოვლისა საცხოვრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყაჱნ!
22 - წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს დისა თანა მამითისა, გინა თუ დედითისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
23 - წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს სიდედრისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ! წყეულ იყავნ, რომელი დაწვეს მამისა დისა თანა, გინა თუ დედის დისა თანა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
24 - წყეულ იყავნ, რომელმან გუემოს მოყუასი თჳსი ზაკვით. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
25 - წყვულ იყავნ, რომელმან მოიღოს ქრთამი მოკლვად სულისა მართლისა და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
26 - წყეულ იყავნ ყოველი კაცი რომელი არა დაადგრეს ყოველთა ამათ სიტყუათა შჯულისათა ყოფად მისა. და თქუას ყოველმან ერმან: იყავნ!
ძველი აღთქმის ებრაულ ვერსიაში თანამიმდევრობა ცოტათი განსხვავებულია , მაგრამ შინაარსი თითქმის იგივე.
გაითვალისწინეთ, მაინც.
--------------------
არ უღალატო საქართველოს! და ცოლს.
karma is a boss.
|