მე ვერ გავარკვიე ვისი მხარდამჭერი რეზოლუციაა ვინ ვის ესხმის თავს უცხოპლანეტელებია აგრესორები თუ ვინ?...გამარკვიეთ და გავერკვეთ რა:
რეზოლუციის პროექტს “ქართული ოცნების“ წარმომადგენლების გარდა, არცერთმა საპარლამენტო ჯგუფმა ხელი არ მოაწერა. ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის მთავარი საფუძველია ის, რომ პროექტის არცერთ პუნქტში რუსეთის ფედერაცია ნახსენები არ არის.
“ქართული ოცნების“ ავტორობით მომზადებული რეზოლუცია ასეთი შინაარსისაა:
“საქართველოს პარლამენტი - ეყრდნობა რა საქართველოს კონსტიტუციას, კანონმდებლობას და საერთაშორისო ხელშეკრულებებს; მიესალმება რა საერთაშორისო ურთიერთობებში მშვიდობისა და თანამშრომლობის პრინციპების აღიარებასა და დამკვიდრებას;
ერთგულია რა საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგისა და საერთაშორისო საზოგადოების საყოველთაოდ აღიარებული ნორმებისა, მათ შორის საზღვრების ურღვევობისა და ტერიტორიული მთლიანობის და სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპებისა;
გამოხატავს ღრმა შეშფოთებას უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის გამო და გმობს ყოველგვარ განზრახვას, რომელიც სუვერენული სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული, რაც ახალ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინის, არამედ რეგიონულ მშვიდობასა და უსაფრთხოებას;
აცხადებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არის სახელმწიფოს სუვერენული უფლება და სამხედრო-პოლიტიკური ინსტრუმენტებით ამ უფლების შეზღუდვის ყოველგვარი მცდელობა კატეგორიულად მიუღებელია;
მიიჩნევს, რომ უკრაინაში ომის არდაშვება უნდა იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის უმთავრესი საზრუნავი;
მოდერ გთხოვ ეს თემა არ მიაერთო და არც დახურო იმიტომ რომ ის თემა მცდარი დასათაურებით რომელიც მიუთითებს ვითომ ქოცრეზოლუცია უკრაინის მხარდამჭერია ემსახურება ქოცრეჟიმის მიქარვის მიჩქმალვას ჩამობანვას
ეს სულ სხვა თემაა რეალობის გამომმზეურებელი
01.02.2022 / 18:47აა
სალომე სამადაშვილი უმრავლესობას - თავისუფლების მხარეს რომ იდგეთ, როგორ გაბედავდით, რომ დღეს, როდესაც რუსეთი ახრჩობს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს და მოძმე ხალხს, წარგედგინათ რეზოლუცია, სადაც მოძალადეზე არაფერია ნათქვამი
01.02.2022 / 18:35აა
ხატია დეკანოიძე - რადაში გაშალეს სხვადასხვა ქვეყნის დროშები, ვინც მხარს უჭერს უკრაინას, სამწუხაროდ, ამ ტრიბუნაზე არ არის საქართველოს დროშა - სირცხვილია, რეზოლუციის ტექსტში არ ჩავწეროთ რუსეთის ფედერაცია
01.02.2022 / 18:02აა
ბადრი ჯაფარიძე - პარლამენტის სწორი რეზოლუცია იქნება ის, სადაც ნახსენები იქნება, რომ ესკალაციის და სამხედრო მოქმედებების საფრთხის წყარო არის რუსეთის ფედერაცია
პოლიტიკა
01.02.2022 / 18:00აა
თეონა აქუბარდია უმრავლესობას - თქვენ არ დაარქვით სახელი მტერს, რეზოლუციის ტექსტში უხსენებელი გახდა რუსეთი - ვფიქრობ, დღეს დაბეჩავებულები ვართ არა მხოლოდ დეპუტატები, არამედ მთლიანად ქვეყანა
01.02.2022 / 21:52აა
დავით ბერძენიშვილი - მდინარაძეს ჰგონია, მართალი უნდა იყო მტერთანაც და მოყვარესთანაც, მაგრამ ორივესთან ვერ იქნები მართალი - მახსენდება ჩერჩილის პასუხი: „ომსა და უღირსობას შორის, თქვენ აირჩიეთ უღირსობა და მიიღებთ ომს“
01.02.2022 / 21:11აა
მამუკა გამყრელიძე - რადაში უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების დროშებთან ერთად არ იყო საქართველოს დროშა, როგორც ჩანს, ჩვენს პარტნიორობას უკვე სანდოობა არ გააჩნია
ვლადიმერ სალავიოვის მადლობა საქართველოს