დროებით
პოლონეთში
მიზეზი
8% ინფლაცია
ჩვენ გვაქვს 14
ხოდა მინდა ვთქვა რომ ქოცმმართველი=ღლე
სიმღერა ქოცებზე
https://m.facebook.com/groups/2313602106307...63845167382268/არც ისე ჯდება ვიდეო და არც ასე

გაზრდილი ინფლაციის საპასუხოდ, პოლონეთმა დამატებითი ღირებულების გადასახადები შეამცირა
გუშინ, 20:16
2045 ნახვა
tbl.ge/5uiw
დაკოპირდა
ქვეყნის მასშტაბით სამომხმარებლო ფასების მატებისა და ინფლაციის დონს 8.6%-იან ნიშნულამდე ზრდის საპასუხოდ, პოლონეთის მთავრობამ დამატებითი ღირებულების გადასახადების (დღგ - VAT) დროებით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო.
2022 წლის თებერვლიდან 31 ივლისამდე პოლონეთში 0%-მდე შემცირდა სურსათის, ბუნებრივი აირისა და სასუქის დღგ. გადასახადების შემცირებულია ენერგოპროდუქტებზეც, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება საწვავს შეეხო, რომლის დამატებითი ღირებულების გადასახადი 23%-დან 8%-მდე შემცირდა.
"ამ პროგრამის მთავარი მიზანია, რომ მოსახლეობის ჯიბეში რაც შეიძლება მეტი ფული დარჩეს". – ამბობს პრემიერმინისტრი მატეუშ მორავიეცკი.
მთავრობის წარმომადგენლების შეფასებით, დღგ-ს შემცირება ქვეყნის მასშტაბით ფასების დასტაბილურებას და ინფლაციური წნეხის შემსუბუქებას გამოიწვევს.
აღსანიშნავია, რომ გადასახადების შემცირება თითქმის მყისიერად აისახა ენერგოპროდუქტების ბაზარზე. ზოგიერთ ბენზინგასამართ სადგურში საწვავის ფასები 10%-ით შემცირდა.
პოლონეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ბენზინგასამართი ქსელის, ORLEN-ის აღმასრულებელი დირექტორის, დანიელ ობატეკის შეფასებით, დღგ-ს შემცირება საწვავის მნიშვნელოვნად გაიაფებას გამოიწვევს.
მორავიეცკის თქმით, მთავრობის ანტიინფლაციური გეგმა სახელმწიფოს ბიუჯეტს, სავარაუდოდ, 4-5 მილიარდი დოლარი დაუჯდება.
This post has been edited by SPLIYVI on 3 Feb 2022, 11:25