#58846112 · 6 Feb 2022, 16:45 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ის თავის ლოგინში თბილად გაიღვიძებდა და ყველაფერი სიზმარი ეგონებოდა. გააგრძელებდა ჩვეულად ცხოვრებას. ივლიდა სამსახურში. ოდესმე ალბათ დააწინაურებდნენ. შემდეგ შექმნიდა ოჯახს, იშოვნიდა მოსიყვარულე მეუღლეს, რომელსაც თავის "სიყვარულს, სიცოცხლესა და სამყაროს" დაუძახებდა. შემდეგ ეყოლებოდათ შვილი/შვილები. შვილებთან ურთიერთობას საოცრებას დაარქმევდა. შეიძლება ოჯახს ეკლესიაშიც დაეწყოთ სიარული, რათა უფრო დაცულად და "შემოსილად" ეგრძნოთ თავები. მოკლედ, რუტინა რუტინას მიებმებოდა, გავიდოდა რამოდენიმე ათეული წელი. ნელ-ნელა მოხუცდებოდა და ბოლოს გარდაიცვლებოდა. წითელი აბი კი ჰაერში დარჩებოდა გამოუყენებელი. ან კიდევ სხვა დალევდა, რომელიც უფრო უშიშარი იქნებოდა, რომელსაც ამაქვეყნის "სათამაშოები" (სამსახური, მანქანა, სტატუსი, ოჯახი და ა.შ.) მეორე ხარისხად ექნებოდა გადაწეული და ნახავდა რეალურ ცხოვრებას.
P.S. თემა წმინდა რელიგიურია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ამ განყოფილებაში გამეხსნა.
|