ჩხრეკა მარტოხელა დედის სახლში არასრულწლოვანი ბავშვების თანდასწრებით - პოლიციას ისევ ძალადობაში ადანაშაულებენ.
ირკვევა, რომ რვა პოლიციელი ქუთაისში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი ბინაში უკანონო იარაღს ეძებდა, თუმცა მას შემდეგ რაც ცეცხლსასროლი იარაღი ვერ იპოვეს, ახალგაზრდა ქალი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს. სოციალურად დაუცველი ოჯახი ეჭვობს, რომ ცრუ დასმენა მეზობელმა განახორციელა, რის შემდეგაც, 10-მდე პოლიციელი სახლში შეუვარდათ, სახლი გაჩხრიკეს, დედა დააკავეს, 15 და 5 წლის ბავშვები კი სახლში მარტო დატოვეს.
ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან გადაყვანილი. 15 წლის გოგონა შველას არასამთავრობოებსა და ჟურნალისტებს სთხოვს.
ამბობს, რომ პოლიციელმა მასზე იძალადა, აქვს დაზიანებებიც თუმცა სოც.მუშაკმა ექსპერტიზის ნაცვლად იმერეთიდან აჭარაში მინდობით აღზრდაში გადაიყვანა.
დედის გარეშე, უცხო ოჯახში მყოფი არასრულწლოვანი, აცხადებს, რომ პოლიციამ მას მობილური ტელეფონი ძალის გამოყენებით წაართვა, რადგან მათ ბინაში მიმდინარე პროცესს იღებდა. არასრულწლოვანი აღნიშნავს, რომ მას ხელზე დაზიანებები აღენიშნება:
38 წლის ქალი, წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული, ქუთაისის პოლიციაში მედიის კითხვებს არ პასუხობენ.
https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoe...dobashi-adanashეტყობა ვიღაც ჩათლახმაა მეზობელმა ცრუდასმენა გააკეთაა და მოყარა ძაღლობაა
ამ დებილებმა კიდე კარები შეამტვრიეს და უმწეო ქალს გაუსწორდნენ
ქართული პოლიცია არის დაბალი დონის
რათ უნდოდა 8 პოლიციელი 2 მისულიყო და ცივილური გზით ჩაეტარებინათ ჩხრეკა ან გადაემოწმებინათ რამდენად სანდო იყო ეს ინფორმაციაა
ანუ ვიღაც ჩათლახმა მეზობელმა რომ დარეკოს პოლიციაში და მეზობელს იარაღი უდევსო სახლშიო მთელი ბატალიონი პოლიცია უნდა მოვარდეს და სახლი გადაგინგრიოს ? შიგ ხო არ აქვთ ამათ ?