ნიკორა მელია დიდად მომწონს-მეთქი რომ ვთქვა, ტყუილი გამომივა, თუმცა ზიზღიც არ მაქვს მის მიმართ.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკორა დიდი ინტელექტუალი არ გახლავთ და ხშირად მიშას უნიჭო კოპირებას ცდილობდა, მაინც უნდა აღინიშნოს, ის ფაქტი, რომ რაღაცის შეცვლას ნაციონალურ მოძრაობაში ცდილობს და ბრმა ბელადომანიით შეპყრობილი არ არის.
ჩემი აზრით, რომ გავიდეს ნაციონალური მოძრაობიდან და დაიწყოს დამოუკდებელი თამაში აქვს შანსი გახდეს სერიოზული ძალა ქართულ პოლიტიკაში. ვიღაცები პარარელს გაავლებენ ბოკერიასთან და ევრო ნაცებთან და იტყვიან, იგვე დაემართება ნიკორასო; მაგრამ ჩემი აზრით არა სწორია შევადაროთ ბოკერიას და ნიკორას სიტუაცია, რადგან ბოკერიასგან განსხვავებით ნიკორას აქვს დიდი პლიუსი- ის არ ასოცირდება სისხლიან 9 წელთან. ამიტომ, მას ხალხი არ შეხვდება ისე მტრულად, როგორც ბოკერიას შემთხვევაში მოხდა.
მალე ისედაც მოუწევს ნიკორას პარტიის დატოვება, რადგან ფანატისტი ნაცები ბელადის აუგად მოხსენიებას არ შეარჩენენ, ხოდა ერთადერთი სწორი გზა არის, თავად დაასწორის და დატოვოს პარტია და დამოუკდებლად დაიწყოს თამაში.
ახალგაზრდა კაცია, ენერგიული, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდება.
გახარიას და მაგის დუეტი იქნება ისე საოცარი
მოკლედ, თქვენ რას იტყვით მეგობრებო ?
ისე და კანტორიდან მოგვივიდა მითითება, ნიკორა დავაპადეშკოთ და ტერას თემები ჩავძიროთ