
19, 21, 22 თებერვლის ფინალები
* * *
მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ოფიციალური ვარჯიშები 16-17 თებერვალს გაიმართა კოხტას
ფერდობზე და დიდველზე. არეალსის დისციპლინაში 50-მა სპოტსმენმა მიიღო მონაწილეობა
ავსტრიიდან, კანადიდან, ჩინეთიდან, ჩეხეთიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან,
შვეიცარიიდან, უკრაინიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან. უამინდობის
მიუხედავად ვარჯიში წარმატებით ჩატარდა და უცხოელმა სპორტსმენებმა
საშეჯიბრო ტრასის მოსინჯვა შეძლეს.
დიდველის ფერდობზე, სნოუბორდის პარალელური გიგანტური სლალომის
სპორტსმენებმა მოსინჯეს ტრასა.
ვარჯიშში 17 ქვეყნის ასამდე ქალმა და მამაკაცმა სპოტსმენმა მიიღო მონაწილეობა,
ქართველმა ათლეტმა რევაზ ნაზღაიძემ პირველი დაშვებები განახორციელა.
გიგანტური სლალომის ფინალური შეჯიბრება 19 თებერვალს გაიმართება, სადაც 3-3
გამარჯვებული ქალი და მამაკაცი გამოვლინდება.
არეალსის გუნდური ფინალური შეჯიბრებაც 19 თებერვალს ჩატარდება, სადაც სამი
გამარჯვებული ქვეყნის გუნდი გამოვლინდება. გოგიტა ბუხაიძის ფოტო