ყოველი ნაწარმოები ცოცხალია. ცოცხალია არა ხელოვანის შესახებ გავრცელებული დორბლიან-ჟღვლინტიან-ცრემლმორეული განწყობით თვითშთაგონებული და გამოგონილი წარმოდგენის გამო (როგორიცაა ფართოდ ფესვგადგმული „ხელოვნების უკვდავი და ფაქიზი სული, რომელსაც მოფრთხილება სჭირდება“), არამედ ცოცხალია იმდენად, რამდენადაც შემოქმედების ნაყოფია. სწორედ შემოქმედებაა ცოცხალი ნაწარმოებში თუ გრენლანდიაში და არა ნააზრევი, მსჯელობა, წანამძღვარი ან დანასკვი - აი ამის გათვალისწინებაა აუცილებელი (ვინც პროფესიონალურად ერკვევა ლოგიკის და ფილოსოფიის საფუძვლებში და არა დები ბერძენიშვილებივით, ადვილად მიმიხვდება). ცოცხალს კი, რაოდენ ღრმადაც არ უნდა ვწვდებოდეთ და სრულყოფილად გვესმოდეს, ისე სჭირდება ორიგინალური ენიდან სხვა ენაზე გადმოღება, რომ სიცოცხლე არ დაიკარგოს. გასაკვირი არაა, რომ ყოველი კერძო ადამიანი საკუთარი შემოქმედებითი ნიჭით ან სწვდება ნაწარმოებში ცოცხალს და სიცოცხლეს და აღიქვამს, ან - ვერა და ასეთ შემთხვევაში თარგმანი მხოლოდ ფილოლოგიური და ა. შ. დისციპლინებით განსაზღვრული კანონების რეგულირების ქვეშ ექცევა და ღმერთმა იცის, რა გამოდის. ალბათ სწორედ ეს იგულისხმება, როდესაც ამბობენ, რომ თარგმნას თავისი საკუთარი ნიჭი სჭირდება. თარგმანში გაცოცხლებული რამდენიმე კარგი ნიმუში ვიცი - „კლოუნის თვალთახედვა“, „ზიდჰართა“, „რიპ ვან უინკლი“, ჯეკ ლონდონის მოთხრობები, „ტრამალის მგელი“, რობერტ ბერნსის და რადიარდ კიპლინგის პოეზია (ლებანიძე), „მეფის მთელი მხედრიონი“, “ახალგაზრდა ვ.-ს ახალი ვნებანი”. ხოლო ვინაიდან თავის მხრივ თარგმნაც შემოქმედებითი პროცესია, გამორიცხული სულაც არაა, რომ თარგმანი არათუ გვერდზევე უდგეს, არამედ აღემატებოდეს-კიდეც ორიგინალს მხატვრული ღირებულებით და იქნებ სჯობდეს-კიდეც მას. ესაა ე. წ. „არამატერიალურის პარადოქსი“ - შემოქმედება არამატერიალურია და იქ, სადაც არამატერიალური ერევა საქმეში, ფიზიკის კანონები და არისტოტელეს ლოგიკა ყირაზე დგება. ილუსტრაციისთვის შემოგთავაზებთ შედარებას ა. ბლოკის ლექსისა, რომელზეც მხოლოდ იმიტომ თუ შევჩერდებოდი, დავუშვათ, რომ ბლოკია და მისი ქართული თარგმანისა - შალვა საბაშვილის, „საბავშვო ასტრონომია“ ჰქვია მგონი, წიგნში ერთ-ერთი თავისთვის ეპიგრაფადაა წამძღვარებული და, მე რო მკითხოთ, შინაარსობრივი სიღრმით 5-ჯერ მაინც აღემატება ორიგინალს:
https://m.rupoem.ru/poets/blok/drug-posmotri-kakМоей матери
Друг, посмотри, как в равнине небесной
Дымные тучки плывут под луной,
Видишь, прорезал эфир бестелесный
Свет ее бледный, бездушный, пустой?
Полно смотреть в это звездное море,
Полно стремиться к холодной луне!
Мало ли счастья в житейском просторе?
Мало ли жару в сердечном огне?
Месяц холодный тебе не ответит,
Звезд отдаленных достигнуть нет сил...
Холод могильный везде тебя встретит
В дальней стране безотрадных светил...
დედას
დედი, შეხედე, ცის მინდვრებში რარიგ ეული
ბნელი ღრუბლები მთვარის ქვემოთ ცურავენ უქმად,
შეხე, ეთერი ვით გაჰკვეთა ყრუ, უსხეულო,
მთვარის უაზრო, ცარიელმა და ცივმა შუქმა!
კმარა, ნუ ვუმზერთ ამ ვარსკვლავებს, მოფენილთ ზღვებად,
კმარა, ნუ ველტვით, ნუ ვესწრაფვით გაყინულ მთვარეს,
განა ცოტაა ცხოვრებაში ბედნიერება?
ცოტა აქვს სითბო ცეცხლს, რომელიც გულში ელვარებს?
არ გიპასუხებს შენ არასდროს გულცივი მთვარე,
არც შორ ვარსკვლავთა მიწვდენაა ჩვენთვის იოლი,
ყველგან სიცივეს დაგახვედრებს შენ მგლოვიარე
უსიხარულო მნათობთ მხარე მარადიული!
სხვათა შორის, ანა ახმატოვას „ჭრელთვალება მეფის“ თარგმანიც შემხვდა ამას წინათ, რომელიც აგრეთვე ძალიან, ძალიან მომეწონა. ყოჩაღ მთარგმნელს. სამწუხაროდ, მე გასაჯაროების უფლება არ მაქვს და აქ ვერ დავდებ და თუ ვინმე სადმე გადააწყდით, უწყოდეთ, რომ ეს ისაა.
აბა, დავწეროთ, რა დამოკიდებულება გვაქვს თარგმანებთან და თარგმნასთან - გვიყვარს თუ არა თარგმანები, ჩვენ თვითონ გვითარგმნია თუ არა ან გვივარჯიშია თუ არა თარგმანში, რა მოგვწონს, რას ვერ ვღებულობთ, რისი ჩვენეული ვარიანტი გვაქვს და რაში ვართ დარწმუნებული, რო ერთი ერთში ისაა. მე, მაგალითად, იმდენად მიყვარს თარგმანი, რომ ლიტერატურასაც სცილდება - მუსიკაში მიყვარს კამერული ნაწარმოების გაორკესტრებული ვერსიები და პირიქით, ვოკალური მუსიკის ინსტრუმენტული ვარიანტები, საფორტეპიანო მუსიკის საორკესტრო გადაწყობა და პირუკუ.
This post has been edited by JSB14BSJ on 14 Jan 2022, 21:53