წინასიტყვაობა:
მიკვირს, ამ სერიალზე თემა არაა გახსნილი
ეს დაუშვებელია!
იდეისა და სცენარის ავტორი:
Anthony Zuikerმათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ იცის - ეს გახლავთ დეტექტიური ჟანრის სერიალი.
მთავარი გმირები - კრიმინალისტიკური ლაბორატორიის დეტექტივები - ქალაქის პოლიციის დეპარტამენტის დანაშაულის ადგილის საგამოძიებო განყოფილების წარმომადგენლები არიან.
დანაშაულის ადგილი - საკრალური ტერიტორიაა. აუცილებელია მისი ზედმიწევნით დათვალიერება სამხილთა მოპოვების მიზნით. მნიშვნელოვანია ყველა დეტალი: თითის ანაბეჭდი, ფეხსაცმლის კვალი, თმის ყოველი ღერი, სისხლის ყოველი წვეთი, დაზიანებული თუ "უადგილო ადგილზე" ნაპოვნი ნივთი და დანაშაულის ადგილზე ოდნავ შესამჩნევი განსაკუთრებული სუნიც კი.
კრიმინალისტიკური ლაბორატორიის დეტექტივები არ არიან "უბრალო გამომძიებლები" - ისინი მეცნიერები არიან, რომლებიც თავიანთი მუშაობისას მეცნიერულ ახსნასა და უახლოეს ტექნოლოგიურ მიღწევებს იყენებენ.
ამიტომაც, აღმოჩენილ, უკვე თითქმის გახრწნილ გვამში ნაპოვნმა მატლმა შესაძლოა სიკვდილის დრო განსაზღვროს; ხოლო დე-ენ-ემის აღმოჩენამ - მათ დიდი ხნის გაუხსნელი, ან უკვე დახურული საქმის ხელახალი გამოძიების დაწყებასა და დამნაშავის საბოლოოდ დასჯაში შეუწყოს ხელი.
სერიალი 3 ნაწილისაგან შედგება:
ნაწილი I:CSI: Crime Scene Investigation, ასევე ცნობილი, როგორც
CSI: Las Vegasეთერში პირველად 2000 წელს გავიდა. გამოსულია სერიალის 8 სეზონი.

ლას ვეგასი - ღამის ქალაქი თავისი კაზინოებით, სასტუმროებითა და სტრიპ-კლუბებით. აქ შეიძლება ერთ საღამოს მილიონერი გახდე და ერთი საათის შემდეგ სასტუმროს ნომერში მოკლული გიპოვონ. ხოლო უდაბნო, რომელიც ქალაქს გარს არტყამს, იდეალური ადგილია არასასურველი გვამის დასამარხად.
ნაწილი II:CSI: Miamiლას ვეგასის "გაგრძელება". ეთერში 2002 წელს გავიდა. გამოსულია სერიალის 6 სეზონი.

"Oh, yeah.... This is Miami, baby!" - ეს ის სიტყვებია, რომლებსაც ხშირად გაიფიქრებთ ამ სერიალის ყურებისას - ფირუზისფერი ზღვა, თეთრი ქვიშა, პალმები, ზღვის სანაპიროზე გაშენებული ულამაზესი ვილები, უზარმაზარი იახტები, მზე და ნათელი ფერები!
მაგრამ ეს ასევე ის ადგილია, სადაც ბრაზილიიდან ბავშვებს ნარკოტიკებს ატანენ - წინასწარ მათი გადაყლაპვის საშუალებით. ქალაქი, სადაც თუ თქვენ მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი ხართ, შეიძლება მოგიკლან მეუღლე, რათა მოგვიანებით ხელი გთხოვონ, ამ საზოგადოებაში ადგილი დაიმკვიდრონ და შემდეგ მისი ყველაზე მდიდარი წარმომადგენელი გაძარცვონ და მოკლან.
აქ ცხოვრება ლამაზი, მაგრამ საშიშია..
ნაწილი III:CSI: NYლას ვეგასის ირიბი და მაიამის პირდაპირი "გაგრძელება". ეთერში პირველად 2004 წელს გავიდა. გამოსულია სერიალის 4 სეზონი.

ნიუ იორკი - მაიამისგან განსხვავებით - ნაცრისფერი და წვიმიანი. ცენტრალური პარკის გარშემო აღმართული ცათამბჯენები სნაიპერისთვის თავისი მიზნის განხორციელების შესანიშნავ საშუალებას იძლევა. აქ სოფლიდან ჩამოსული ოცნებების მაძიებელი გოგონა შესაძლოა ძალადობის და უმოტივაციო მკვლელობის მსხვერპლი გახდეს; ხოლო სახლიდან გამოქცეული, მხატვრობით გატაცებული თინეიჯერის გვამი მხოლოდ 10-15 წლის შემდეგ აღმოაჩინონ.
აქ ყველაფერი შეიძლება მოხდეს..
გაგრძელება იქნება... * * *
მინდა რამოდენიმე მნიშვნელოვან და ჩემს ფავორიტ პერსონაჟს შევეხო:
დავიწყოთ ლას ვეგასით:

კრიმინალისტიკური ლაბორატორიის უფროსი - გილ გრისომი (Gil Grissom)
- მსახიობი უილიამ პეტერსენი (William Petersen) - ენტომოლოგისტი. მისი გატაცება მწერებია. ის იმდენად უფრო მეცნიერია, ვიდრე დეტექტივი, რომ იარაღსაც კი არ ატარებს. ჭკვიანი, თავშეკავებული და პირდაპირია. წარმატებული მეცნიერი, თუმცა ქალებში ნაკლებად უმართლებს მგონი


დეტექტივი კეტრინ უილოუს (Catherine Willows) -
მსახიობი მარგ ჰელგენბერგერი (Marg Helgenberger) - "ქალი გიჟი დონე მაღალი"

ყოფილი "სტრიპტიზიორშა", რომელიც მუშაობდა, რათა ამ ფულით ესწავლა. ხოლო მუშაობისას წარმატებით იყენებს "ძველი ცხოვრებისაგან" შემორჩენილ კონტაქტებს.
ამ ქალზე ვაფანატებ.


უორიკ ბრაუნი (Warrick Brown)
- მსახიობი ჰარი დურდანი (Gary Dourdan) - მწვანეთვალება ფერადკანიანი

ერთ დროს თავად იყო მოთამაშე - აბა ისე როგორ უნდა იცხოვრო ვეგასში! მაგრამ ყველანი შეცდომებზე ვსწავლობთ..
ესეც ლას ვეგასის კრიმინალისტიკური ლაბორატორიის კოლექტივი:
to be continued... This post has been edited by ShadowCat on 19 Mar 2008, 14:00
I love ALL animals - except for those who are considered to be "humans".
London - you know, fish, chips, cup of tea... bad food, worse weather, Mary-fucking-Poppins. London!
It's all about music!
არაფერი არ გვეშველება.. არასოდეს!.. :mo: