იტოგში ალბათ ყველას გქონიათ ტვინის მტყვნელი ტუპოი მეზობლებისგან ტვინის ტყვნის გამოცდილება-"პაროლი მითხარი რა, ცოტა ხნით შენი ვაიფაი მათხოვე რა, ბავშვს ონლაინ გაკვეთილები აქვს და ერთი დღით პაროლი მათხოვე რა".
და მეორე ვარიანტი-როგორ დაიცვათ თქვენი ინტერნეტი რო ვიღაც ხაკერიტო მეზობლებმა პაროლის კრეკით არ გამოიცნონ თქვენი ვაიფაის ბავშვის ჭუჭუსავით მოკლე პაროლი.
1) როგორ დავიცვათ ჩვენი წიფი პროჭი მეზობლების ###კერობისგან:
- პირველი რაც უნდა გააკეთოთ ვებ პანელზე, საიდანაც ხდება თქვენი როუტერის მართვა უნდა დაადოთ არასტანდარტული სახელის იუზერი და რთული პაროლი, შეგიძლიათ ტექსტურად შეინახოთ კომპში რომ არ დაგავიწყდეთ ან რამე სიტყვები/წინადადება ჩაწეროთ რომელიც ადვილად გაგახსენდებათ.
- უშუალოდ ვაიფაის პაროლად გამოიყენეთ მინიმუმ 20 სიმბოლო და რაც მეტი მით უკეთესი, აქაც შეგიძლიათ წინადადება გამოიყენოთ და სასურველია რიცხვებიც მიაშველოთ, საუკეთესო შემთხვევაში არასტანდარტული სიმბოლოებიც (,.\[]_*@) მარა ეს ცოტა ტვინისტყვნაა და საჭიროებს უეჭველად ტექსტურად გქონდეთ შენახული პაროლი თორე დაგავიწყდებათ, ისე კი ამის გარეშეც შეძლებთ ხოშიანი პაროლის შექმნას.
-პაროლის ფორმატად ოფციებში აირჩიეთ WPA2-PSK AES ენკრიფციით. (WPS ფუნქცია შეგიძლიათ გათიშოთ სავარაუდოდ მაინც არაფერში გამოიყენებთ).
-თუ ეჭვი გაქვთ რო პროჭი მეზობელი უკვე დარბის თქვენს ქსელში შეგიძლიათ მარტივად გადააამოწმოთ, შედით როუტერის ვებ პანელში და ნახოთ wireless statistics ან DHCP client-ში თუ ჩანს საეწვო აქტიური იპ მისამართ(ებ)ი. ასევე traffic analyzer-ში ხომ არაა ჩამახსოვრებული უცხო დივაისის იპ მისამართი. თუ საეჭვოს ვერაფერს ნახავთ მარა მაინც ეჭვი გეპარებათ უბრალოდ შეცვალეთ უფრო რთული პაროლით.
- შეგიძლიათ გამოიყენოთ mac address ფილტრაცია, სადაც დაშვებული იქნება მხოლოდ თქვენი საკუთარი ქსელური დივაისები ქსელში და პროჭმა ###კერმა მეზობელმა რომც გაიგოს თქვენი პაროლი ჩემ ###ს ისარგებლებს თქვენი ვაიფაით.
2) როგორ გავუმკლავდეთ არაყლეკერ მაგრამ ტვინისტყვნა აბეზარ მეზობელს რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გარტყმაში არაა:
- თუ თქვენ უკვე ჩართული გაქვთ mac address ფილტრაცია შეგიძლიათ თამამად მისცეთ პაროლი რადგან მაინც ვერ დაჯდება თქვენს ინტერნეტზე და თან ნაწყენიც არ დარჩება, მაგრამ ამ დროს უნდა შეაფასოთ თქვენი მეზობლის გონებრივი ბაგაჟი, თუ ძაან ###ა დაბოლდება თუ არადა შეიძლება მიხვდეს რო რაღაც ვირეშმაკობას უჩალიჩებთ.
- მეორე ბევრად უკეთესი ვარიანტი არის რომ თქვენს როუტერში ჩართოთ bandwith control ან იგივე traffic control, ამ შემთხვევაში თქვენ არეზერვებთ თქვენი სახლის კომპიუტერის და ტელეფონების იპ მისამართებს რომ ჰქონდეთ მუდმივი იპ ქსელში, შემდეგ ტრეფიკ კონტროლში უთითებთ თქვენი საკუთარი დივაისების იპებს და მიანიჭებთ ინტერნეტის მაქსიმალურ სიჩქარეს(იმდენს რამდენიანი პაკეტიც გაქვთ პროვაიდერისგან), ხოლო დანარჩენ შემთხვევაში მთელ რეინჯს მიანიჭებთ მინიმალურ სიჩქარეს(არაუმეტეს 300-400 kb/s) რადგან იმ შემთხვევაში თუ მეზობელს ხათრს ვერ უტეხავთ მისცემთ თქვენს ვაიფაი პაროლს, ის დაუკავშირდება თქვენს ქსელს მარა სიჩქარე იმდენად დაბალი ექნება რო თქვენი ვაიფაი გულაობის მაგივრად ჯოჯოხეთად ექცევა და იძულებული გახდება თვითონვე აიბარგოს და დაანებოს თქვენს ვაიფაის თავი. ამ შემთხვევას ის ბენეფიტები აქვს რომ ამგვარი მანიპულაციით თავიდან აირიდებთ საყვარელი მეზობლის განაწყენებას, ვერც თქვენს ინტერნეტს გამოიყენებს პრაქტიკულად და თან მადლობასაც გეტყვით. თუ წუწუნით მოვა თქვენთან შეგიძლიათ თამად უთხრათ რომ კედლები სიგნალს ვერ ატარებს კარგად და რა თქვენი ბრალია რომ დაბალი სიჩქარე აქვს. 100-დან 99 მეზობელი სავარაუდოდ ვერ მიხვდება რა არის ტრეფიკ კონტროლი და იყენებთ თუ არა მას.
-იმ შემთხვევაში თუ ძალიან გიყვართ ან გეცოდებათ თქვენი მეზობელი და გინდათ აგულაოთ თქვენს ინტერნეტზე სასურველია გააკეთოთ guest ქსელის ვაიფაი და ჩაურთოთ ქსელის იზოლირება და გამოურთოთ თქვენს ქსელთან წვდომის ნებართვა, რადგან ამ შემთხვევაში იგი იზოლირებული იქნება თქვენი ქსელიდან და ვერ შეძლებს თქვენი შიდა ქსელური მოწყობილობების დანახვას და დაკავშირებას მაშინაც კი როცა თქვენს ვაიფაიზე გულაობს, ამით თქვენი მოწყობილობების უსაფრთხოებაც დაცული იქნება. ასევე guest ვაიფაისაც შეგიძლიათ ცალკე ჩაურთოთ სიჩქარის ტრეფიკ კონტროლი რომ ძაან ტრაკში არ ამოისვას თქვენი სიჩქარის პაკეტი.
და ბოლოს თუ ამ ყველაფრის გაკეთებას შეძლებთ და სასურველ პარამეტრებზე დააყენებთ თქვენს როუტერს შეგიძლიათ გააკეთოთ პარამეტრების ბექაფი რომელიც მარტივად კეთდება როუტერის მენიუდან და თუ როდისმე როუტერის დარესეტება მოგიწიათ შეგიძლიათ რესთორით აირჩიოთ შექმნილი bin ფაილი სადაც შენახული გექნებათ და მომენტალურად აღადგინოთ ძველი პარამეტრები.
პ.ს ტუტორიალები მოგაწოდეთ tp-link ბრენდის როუტერის მიხედვით, სხვა ბრენდის როუტერებზე შეიძლება ცოტა სხვანაირად იყოს მარა ძირითადი ფუნქციები მაინც ყველას აქვს

.
This post has been edited by leica on 13 Feb 2022, 14:37