სანამ ბავშვი არ დაიღუპა მანამდე არ გაირყა არავინ
სანამ გაზის გამათბობლებმა ლამის ნახევარი თბილისი არ ამოგუდა არ გაირყა არავინ
სანამ ბათუმში კორპუსი არ დაიქცა მანამდე არ გასჩენია უსაფრთხოებაზე არავის კითხვა? შედეგი?
რასაკვირველია არაფერი
ახლა ვიღაც გამოვა და ამ ხელისუფლებას დააბრალეს.
მაგრამ მოდი რა სანამ ვინმეს რამეს დავაბრალებთ, იქნებ ჩვენ თავს ვკითხოთ რამდენი რამე დაგვიკიდებია, აი ზუსტად ამ სიტყვებით, უჰ დაიკიდე რა...
დაამონტაჟებენ ალბათ აქ "ბუგაროკს" მაგრამ მსოფლიოში ყველაზე ძვრიადღირებული ბუგაროკი იქნება. 8 წლის ბავშის სიცოცხლის
ფასით
8 წლის ბავშვი დაიღუპა გზაზე, სადაც წლებია საგზაო ნიშნების დაყენებას ითხოვენ
12 თებერვალს თბილისში, ოქროყანაში “გ” და “ბ” ზონების შეერთების ადგილას, ავტომანქანა 8 წლის ბიჭს დაეჯახა. მოზარდი ავარიის შედეგად გარდაიცვალა. ამ ადგილას ავტომობილების მოძრაობის გასაკონტროლებლად შესაბამისი ნიშნები არ არის. ადგილობრივების თქმით, ნიშნების არარსებობის გამო აქ ხშირად ხდება ავარიები, რომლებიც გარკვეულ შემთხვევებში მსხვერპლით, ზოგჯერ კი მძიმე დაზიანებებით სრულდება. თბილისის მერიამ აქ ე.წ. მწოლიარე პოლიციელის, ანუ სიჩქარის შემანელებელი ბორცვების დაყენებაზე გადაწყვეტილება გუშინ, 15 თებერვალს მიიღო.
სრული სტატია იხილეთ აქ
https://netgazeti.ge/life/591825/?fbclid=Iw...H_uT1tB1wdtTPBM