#58893293 · 21 Feb 2022, 15:16 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | განკვეთილად თუ აღიქმება აბა რომის ეპისკოპოსს (პაპს) რატომ ხვდებიან ასე გრანდიოზულად ხოლმე და რატომ გვაქვს ასეთი ინტენსიური დიპლომატიური და საქმიანი კავშირი? მაშინ, როდესაც პროტესტანტულ ეკლესიასტან საერთოდ არ აქვთ კავშირი მართლმადიდებლურ ეკლესიებს. |
კათოლიკურთან ურთიერთობას რაც შეეხება, არსებობს გარკვეული წინააღმდეგობა მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, სადაც, ისე როგორც პოლიტიკურ საკითხებში, აქაც ორი დაჯგუფება არსებობს. ერთი პატრიარქ ბართლომეს ირგვლივ და მეორე პატრიარქ კირილეს ირგვლივ. რომის პაპთან შეხვედრას რუსეთი განიხილავს როგორც პოლიტიკურ მოვლენას და არა საეკლესიოს, კონსტანტინოპოლი კი პირველ რიგში როგორც საეკლესიოს და ღიად საუბრობს გაერთიანების მიზანზე. საეკლესიო კავშირები ოფიციალურ დონეზე არც საქართველოს ეკლესიას აქვს რომთან, ყველაფერი, რაც ერთად შეიძლება გააკეთონ, ძირითადად შემოფარგლულია დიპლომატიით და გარეგნული ზრდილობიანობით.
QUOTE | და ეგ კანონიერია? ყველა მართლმადიდებლურ ეკლესიასში ხდება გადანათვლა თუ მარტო საქართველოში? |
კანონიერება ინტერპრეტაციის საკითხია. ვინც კათოლიკე ეკლესიას მოძმე ეკლესიად მიიჩნევს, როგორც ამას კონსტანტინეპოლის საპატრიარქო აკეთებს, მაშინ არ ხდება გადანათვლა. ვინც მათ მწვალებლებად მიიჩნევს, უნდა გადანათლოს. ორივესთვის არსებობს საფუძველი. ამასთანავე უნდა იქნას გათვალისწინებული გარკვეული განხეთქილება პრაქტიკაში შიდა და გარე მოხმარებას შორის. მაგალითად, რუსეთის და საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიებში ქვეყნის შიგნით გადანათვლა წესია, ხოლო უცხოეთში პირიქით, რუსებთან საერთოდ არ ხდება და პირდაპირ იღებენ, ჩვენები კიდევ შეიძლება, თუმცა იშვიათად.
QUOTE | როგორ უნდა გახდეს მართლმადიდებელი კათოლიკე ეკლესიის წევრი? |
მართლმადიდებელი, რომელიც კათოლიკე ხდება, როგორც წესი, შედის კონტაქტში, უახლოესი სამრევლოს სასულიერო პირთან, რის შემდეგაც გაიმართება საუბრები, რათა გაირკვეს, რამდენად გულწრფელია განზრახვა. შემდეგ დაწესებულია დრო, მინიმუმ 6 თვე (ზოგჯერ მეტიც), რომელიც უნდა გავიდეს, რათა საბოლოოდ დამტკიცდეს, რამდენად სერიოზულია განზრახვა და მერე ხდება სამრევლოში გაწევრიანება პირველი ზიარების სახით.
|