#58893509 · 21 Feb 2022, 16:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გათიშული მთვრალების განრიდება, სამგლოვიარო თუ ლხინის პოლიტიკური სუფრიდან. ჩვენს ქართულ ტრადიციულ თუ ახალებურ თავყრილობებზე (ლხინია თუ ჭირი), ალბათ ყველას გამოცდილი და ნანახი გვაქვს, რომ თითქმის ყოველთვის ხდება გადამთვრალი ახალგაზრდების თუ ჭკუადაუმჯდარი ასაკოვნების მიერ ლხინის თუ ჭირის სუფრებზე უაზრო აყალ-მაყალის თუ ასევე, უაზრო აგერსიულ-ემოციური იმპულსებით გამოწვეული არეულობის და შფოთის აწევა. და, ეს იწვევს თავყრილობის მშვიდ და სტანდარტული პოცესის აღრევას, ჩაშლას და ანომალიურ პროცესში გადასვლას. ამგვარ პროცესებში სიტუაციის განსამუხტავად სიფხიზლე შენარჩუნებული და ასე თუ ისე გონიერი და აქტიური პირები ჩაერევიან და თავიანთი ძალით და სიფხიზლის ხარჯზე შფოთისთავებს და გამოთაყვანებულ მთვრალებს განარიდებენ პროცესიდან. ეს პოზიტიური საქციელი მათი თავისუფალი ქმედებაა და არავინ ამას არ ავალდებულებს მათ. უმრავლესობა კი შინაგანად უკმაყოფილოა შფოთისთავების ქმედების გამო, მაგრამ ისინი მშიშრები და "არც ცივი და არც ცხელი" არსებები საღათას ძილში არიან და არ შეუძლიათ ქმედება-აქტიურობა. ამგვარ პოლიტიკურ სიტუაციაში ვხედავ ამჟამად ჩვენს ქვეყანას. ბიძინას მილიარდებით გამოთაყვანებული და მასა საღათას ძილშია. რა თქმა უნდა, ძუნწი ხიხო მათ არაფერს აძლევს მისი საკუთარი მილიარდებიდან, მაგრამ მისი ოპიუმი მისთვის უფასო-ქვეყნის ბიუჯეტია. მას აწყობს მთვრალი და გამოთაყვანებულ-გასვილი ხელისუფლება. ეს მისი კაკანათია, რომლის ყულფშიც თავი შეაყოფინა მონათა ხროვას და ვინმემ თუ ოდნავადაც გააცნობიერა არსებული მდგომარეობა, ის უკვე კაკანათის ყულფშია. - წინ წავა თავდასაძვრენად? - მოუჭერს ყულფი და დაიხრჩობა. -უკან დააპირებს გამოძვრომას? აქაც ყულფის მექანიზმი გააქტიურდება და მაინც დაიხრჩობა. მახრჩობელა! გამოუვალი მდგომარეობა დაუდგათ. მხოლოდ ზოგიერთებმა მოიხელთეს მომენტი და მოახერხეს ყულფიდან თავდაძვრენა. ზემოთ ხსენებული გამრიდებლები კი, არცთუ ბევრნი არიან და მათ აქტიურობა საღათას ძილში მყოფთა ძილ-ბურანიდან გამოყვანას დიდად ვერ ეხმარება. ამიტომაც თავისუფალი სამყაროს სრულად ფხიზელთა თანადგომა და მათ მიერ ძილ-ღვიძილში მყოფთა ხავსიან გოგრებზე ცივი შხაპის დასხმა გამოიყვანს სიტუაციას დამღუპველი შტილისგან. მე მეთქვას...
--------------------
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!... ... ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ? ... ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა. ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.
|