მოკლედ, ამ ბოლო დროს, "ვითომ რუსთუმები " არ ვართ სასტავმა შემოაგდო თემა, თითქოს ნატოა მთავარი პრობლემა და უარი თუ ვთქვით და + დავიგინებთ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ამერიკელ სამხედროებს არ გავაჭაჭანებთ და ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთ- რუსეთი შეგვეშვება ძმაო; და არა მხოლოდ შეგვეშვება, აფხაზეთიც და ცხინვალიც დაგვიბრუნოს შეიძლება
ნუ, ამ სისულელის სჯერა ისეთ ხალხსაც, რომლებიც რუსთუმები არ არიან, მაგრამ ალტა ინფოს პროპაგანდას ვერ გაუძლო მათმა ცნობიერებამ.
ახლა, მოკლედ მოგახსენებთ რატომ არის სრული აბსურდი- ეგ ყველაფერი და დანარჩენი თქვენ დაწერეთ, თუნდაც ეთანხმებოდეთ მაგ ზღაპრებს.
მოკლედ და გლეხურად და გასაგებ ენაზე დავწერ.
ნატო საერთოდ არ ვიცოდით რა ხილი იყო ქართველებმა და მართლა ქალის სახელი გვეგონა, როდესაც გენოციდი მოგვიწყო რუსეთმა ჯერ სამაჩაბლოში და შემდეგ აფხაზეთში. მაშინაც ნატოს გამო ხომ არ გადაგვემტერეს ? ახლა ვიღაცა იტყვის ზვიადის ბრალია ძმაოო!
დავუშვათ ზვიადის ბრალი იყო ( ნუ სასაცილოა რა იყო მის დანაშაული გარდა დამოუკდებლობის მოპოვებისა), ხომ მოვიდა მერე ედუარდი, იყო ეს ედუარდი მაგათი გაზრდილი? შეიცვალა რამე ? სწორედ-ეგ ედუარდი მიხვდა, რომ რუსების ნდობა არაფერში არ შეიძლება და გაიხედა დასავლეთისკენ. შავარდნაძე არა მგონია ვინმე ნორმალურს მოსწონდეს, მაგრამ დებილი ნამდვილად არ იყო და ძალიან კარგად იცნობდა რუსებს. გავიხსენოთ სიტუაცია სანამ სააკაშვილი მოვიდოდა, როგორ ბომბავდენ ყოველ დღე ლამის ჩვენ ტერიტორიებს.
იგვე მიშამ თავიდან სცადა რუსეთთან დაახლოვება მაგრამ არაფერი გამოვიდა.
როდის მიხვდებით რომ ნატო უბრალოდ მიზეზია. არანაირ აფხაზეთს და ცხინვალს არ დააბრუნებს რუსეთი, შემდეგ მოგვთხოვენ დამოუკდებელი სახელმწიფო რატომ ვართ და ა.შ. ყოველთვის იპოვის მიზეზს რუსეთი, თუ მასთან მარტო დარჩები.
არ უნდა მაგათ ყოფილი საბჭოთა ქვეყნის ხილვა გვერდიშ (მითუმეტეს კავკასიაში), რომელიც შემდგარი სახელმწიფოა და ხალხი ნორმალურად ცხოვრობს.
ღრუსეთან მართტო დარჩენ-ეგ იგვეა დათვზე წახვიდე სანადიროთ შიშველი და იმედი გქონდეს რომ დათვი არ შეგახრამუნებს.
ნატოში შეიძლება დიდი ხანი არ მიგვიღონ, მაგრამ დასავლეთის მხარდაჭერის წყალობით არსებობოს დიდი შანსი იმის, რომ დავახწიოთ თავი რუსეთს, აი დასავლეთის გარეშე არაფრის შანსი არ გვაქვს.