#58906526 · 24 Feb 2022, 10:06 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პირველ რიგში მოდერებს მივმართავ: თემა არ მიუერთო გაურკვეველი დასახელების თემას "რუსეთ უკრაინის ომს" რისი დასათაურებითაც ვერ გაიგებ ვინაა აგრესორი და რა ხდება....ომი ნიშნავს რომ უკრაინასაც უნდა ჰქონდეს ღორუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობები და სამხედრო ოპერაციები ეგ დასათაურება წმინდა წყლის ქოცური ნარატივია ესაა ღორუსეთის აგრესია უკრაინის ოკუპაციის მიზნით ხოდა ამიტომ იმ დასათაურების თემა ანტიუკრაინული და ანტიქართულია ღორუსეთის აგრესიაზე პოსტეთ ამ თემაში ან ასეთი დასათაურების თემებში
მსოფლიო 24.02.2022 / 09:56აა უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური - უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური - უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ
უკრაინას თავს რამდენიმე საზღვრიდან ერთდროულად დაესხნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური ავრცელებს.
„დაახლოებით დილის 5 საათისთვის უკრაინის სახელმწიფო საზღვარზე თავდასხმა რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის რესპუბლიკის მხრიდან, ბელარუსის მიერ მხარდაჭერილი რუსული ჯარების მიერ მოხდა“, - ნათქვამია სასაზღვრო სამსახურის განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, თავდასხმის სამიზნეები იყვნენ სასაზღვრო ქვედანაყოფები, სასაზღვრო პატრული, საგუშაგოები. მათ თავს ესხმოდნენ არტილერიისა და მძიმე ტექნიკის გამოყენებით.
ამასთან, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური იუწყება, რომ თავდასხმა ასევე მოხდა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის მხრიდანაც.
|