მოკლედ, დასავლეთისგან იმის მოთხოვნა, ომი გამოუცხადეთ რუსეთსო, აზრს მოკლებულია.
ის გერმანელი, ფრანგი, ბრიტანელი ან ამერიკელი არ წავა და უკრაინელის მაგივრად არ შეაკლავს თავს რუსეთს.
ამხელა ქვეყანაა უკრაინა, ამხელა ჯარი ყავს, ამხელა ტექნიკა და გაუწევს ჯერ წინააღმდეგობას რუსეთს და იქითაც შეუძლია დაარტყას.
და ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს რუსეთი, მერე კი ჩაერევა ნატო.
მანამდე ჯერ უკრაინამ უნდა დაიცვას თავი, გაიღოს მსხვერპლი და მერე უნდა მოსთხოვოს დასავლეთს სამხედრო დახმარება.
პ.ს. ის რუსეთუმეები და ფარული რუსეთუმეები სად არიან, ბაიდენს და აშშ-ს რო აგინებდნენ, რო გამოვიდა ბაიდენი და დაზვერვის ინფორმაცია გააჟღერა საჯაროდ, რუსეთი უეჭველი აპირებს უკრაინაზე თავდასხმასო და სიტუაციას ძაბავს და პანიკას თესავსო...
ზელენსკიც უკმაყოფილო იყო, ეგეთ რაღაცეებს რატო ამბობთო.
ფაქტი იყო და იმიტომ ამბობდნენ...
და კი გამოჩნდა რომ სწორი ინფორმაცია ქონდა ამერიკულ დაზვერვას...
და ეხლა რუსეთი უკრაინას დაესხა თავსო და ადგეს გერმანია, საფრანგეთი, ბრიტანეთი და ამერიკა და ომი გამოუცხადოს რუსეთს და თავისი ჯარისკაცები შეაკლას, ცოტა არარეალური მოთხოვნაა მგონი...
რუსეთუმეებს უხარიათ, ეგეც თქვენი დასავლეთიო

დასავლეთი დააწესებს სერიოზულ ფინანსურ სანქციებს, ყველანაირად დაბლოკავს რუსეთს და საკმაოდ დიდი რაღაცაა ეგ...
ომში ჩართვა მერე, უკრაინასთან თავის უპირატესობას - ბირთვულ იარაღს თუ გამოიყენებს რუსეთი,.
This post has been edited by Frankens†ein on 24 Feb 2022, 15:26
Mens sana in corpore sano...