ოფიციალურად ვეხმაურები ამ პოსტის ავტორს
ვისკენ ხართ უკრაინა თუ რუსეთი (post #58914855)ემპეწრიფემინისტი ხარ?
თუ ასეა ძალიან გულდასაწყვეტი ამბავია. თანამედროვე ფემინიზმი, ანუ მესამე თაობის ფემინიზმი, არის აბსოლუტური კიბო.
ეს არის კიბო რომელიც კაცებს აფემინურებს, ხოლო ქალებს ამასკულინურებს. როგორ ტრივიალურადაც არ უნდა ჟღერდეს ასეა. გაფემინურებული კაცი კი დემორალიზებული კაცია. დემორალიზებული კაცი კი დემორალიზებული საზოგადოებაა.
დემორალიზაციის განმარტებას დავწერ:
დემორალიზაცია = ზურგი აქციო კარგს, ჭეშმარიტს ან რაც მორალურად სწორია. დემორალიზებული ადამიანი დაბნეულია, გაურკვევლობაშია. არ იცის რა არის სწორი და რა არის არასწორი. რა არის სიმართლე და რა არის სიცრუე. რა არის კარგი და რა არის ცუდი.
ფემინიმი არის კიბო რომელიც იწვევს საზოგადოების დემორალიზაციას. ფემინისტური საზოგადოების ღირებულებების მქონე მამაკაცი სუსტია და არათუ გაურბის ომს არამედ საერთოდ უარყოფს ომის ცნებას. მისთვის ომი საერთოდ გაუგებარია. "რატომ უნდა ხდებოდეს ომი. ყველანი ხომ ერთნი ვართ" - ესაა ასეთი საზოგადოების წევრი მამაკაცის მრწამსი. ესაა დემორალიზებული საზოგადოების დევიზი.
ასეთი საზოგადოებისთვის არც საკუთარ ისტორიას აქვს მნიშვნელობა, არც სისხლს, არც ენას, არც მამულს და საერთოდ არაფერს. მთავარია ყველამ "მშვიდობაში და ჰარმონიაში ვიცხოვროთ" და აზრი არ აქვს სხვა დანარჩენ არაფერს. ასეთ ადამიანს შეიძლება დააჯერო აბსოლუტურად ყველაფერი რაც გინდა, რადგან მისი მორალური კომპასი არ მუშაობს. არც საღი აზრით აზროვნება ძალუძს. ისეთ ფუნდამეტურ ფაქტებშიც კი შეიძლება ეჭვი შეატანინო როგორიცაა ბიოლოგიური განსხვავებები ქალსა და მამაკაცს შორის. ან მაგალითად, ასეთ ადამიანს შეგიძლია დააჯერო რომ პედოფილია ცუდია არაა და რომ ეს უბრალოდ "სექსუალური ორიენტაციაა".
ამდენი იმიტომ ვწერე, რომ ერთ ფაქტი ცხადვყო. ამერიკა არ დაეხმარა უკრაინას, რადგან ამერიკა არის დემორალიზებული. ამერიკის ხელისუფლებაშიც დღეს არიან დემორალიზებული ადამიანები მემარცხენე დემოკრატების სახით, რომელთათვის პატრიოტიზმი საკმაოდ ბუნდოვანი ცნებაა. დღეს პატრიოტიზმი ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენელმა შეიძლება განგიმარტოთ როგორ "სიკეთე ყველა ადამიანისთვის პლანეტაზე". რაც როგორც ხვდებით არაფერ კავშირში არაა პატრიოტიზმთან.
არ მგონია, რომ მძინარე ბაიდენი მანდ რამეს წყვეტდეს. ადამიანი რომელსაც აშკარად დემენციის ნიშნებს აქვს და თითქმის ყოველი მისი გამოსვლა ამისი დასტურია.
ამერიკა არ დაეხმარა უკრაინას, რადგან ამერიკა დღეს არის დემორალიზებული და ამაში საკმაო წვლილი მიუძღვის მესამე თაობის ფემინიზმს და რადიკალურ მემარცხენე მოძრაობებს.