#58917718 · 25 Feb 2022, 14:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
საქართველოს აქვს თავისი როლი გეოპოლიტიკაში.
ყველას თავისი როლი აქვს. ვერასდროს იცხოვრებ შენ რომ გინდა ისეთ ქვეყანაში, იმიტომ რომ როცა საქართველო ეგეთი გახდება, სხვა კიდევ უკეთესი იქნება. ევოლუციის ნაწილია.
დღეს რომ პრო რუსული ხელისუფლება ყავს ქვეყანას სათავეში, ეგეც სცენარიდანაა.
ყველაფერი კანონზომიერად ხდება, გადახედე ისტორიას.
გეოპოლიტიკა არ იცვლება, თუ მსოფლიო ომი არ ხდება. ის იმარჯვებს ვისაც მეტი ძალა აღმოაჩნდება.
პატარა/უსუსურ/გაუნათლებელ/ტექნოლოგიურად სუსტ ქვეყნებს კი ისღა დარჩენიათ ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ.
რატომ იძახდა სააკაშვილი სულ რეგიონში პირველები ვართ განვითარების მხრივო? იმიტომ რომ რეგიონს ედრები შენ, რეგიონთან ერთად ვითარდები, იმაზე სწრაფად ვერ წახვალ ვიდრე რეგიონს შეუძლია. შეიძლება პირველი იყო ანდაც ბოლო (რაც ახლა ხდება), მაგრამ იმ ჭაობის ბინადარი ხარ, რომელშიც იმყოფები და სხვა ჭაობში ვერ გადახტები
This post has been edited by Optimer on 25 Feb 2022, 14:51
|