https://www.interpressnews.ge/ka/article/69...-da-hercegovinaიენს სტოლტენბერგი - ნატო-ს გენმდივანი
„ჩვენი კოლექტიური პასუხი უნდა იყოს მეტი მხარდაჭერა ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა საქართველო, მოლდოვა და ბოსნია და ჰერცეგოვინა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ დემოკრატიული რეფორმების წარმატებით გატარებაში და იმ გზის გაგრძელებაში, რომელიც მათ ნებაყოფლობით აირჩიეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
--------------------------
ამ და სხვა განცხადებებიდან გამომდინარე, იკვეთება გარემოება რომ ევროპა გააზრებული და მტკიცე ნაბიჯების გადადგმას განიხილავს და აპირებს. შესაძლოა ჩვენი უიმედობა სულაც უსაფუძვლოა და 1 დღის ქმედებებიდან გამომდინარე გრძელვადიან უარყოფით სამომავლო დასკვნებს არ უნდა ვაკეთებდეთ.
თუ რუსეთს ეფექტურად შეაკავებენ, ამას მოჰყვება რუსეთის დემორალიზაცია უამრავი მიმართულებით, რაც ჩვენთვის იქნება ის ძალაუფლების ვაკუუმი რუსეთის მხრიდან, რითაც მომენტალურად უნდა ვისარგებლოთ და მივხედოთ ჩვენს თავს, ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ხელისუფლებას.
როცა სტოლტენბერგის ეს განცხადებები დაფინანსებაში, შეიარაღებაში და დემოკრატიის აქტიურ მხარდაჭერაში გამოვლინდება, გადატყდება ჩვენში დამკვიდრებული უიმედობა, რომლის გამოხატულებაა ქოცრეჟიმი და ერთი ხელის მოსმით, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებით ჩამოშორდება ქვეყნის მართვის სადავეებს ეს უდღეური ქვეშაჯვია სბროდი.
გვირაბის ბოლოს სინათლის კონტურები იკვეთება.
კიდევ ერთი დემოკრატიული მშვიდობიანი რევოლუცია გველის.