რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრისა და ფართომაშსტაბიანი ომის დაწყების გამო, შვეიცარიაში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც აგრესორი ქვეყნის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებები მიიღეს.
უეფას აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომის მოწვევის გადაწყვეტილება ორგანიზაციის პრეზიდენტმა ალეკსანდერ ჩეფერინმა 24 თებერვალს, უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მიიღო.
აღმასკომის სხდომაზე გადაწყდა, რომ:
სანკტ პეტერბურგს 2021/22 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. 28 მაისს დაგეგმილი შეხვედრა, რუსეთის ქალაქის ნაცვლად, პარიზში, "სტად დე ფრანსზე" ჩატარდება.
ამასთან, უკრაინული და რუსული კლუბები, ასევე ამ ქვეყნების ნაკრები გუნდები, უეფას ეგიდით ჩასატარებელ საშინაო მატჩებს ნეიტრალურ მოედნებზე (სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიებზე) გამართავენ.
რაც შეეხება მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი ოფის 1/2-ფინალურ მატჩს, რომელშიც რუსეთმა პოლონეთს უნდა უმასპინძლოს (24 მარტს, მოსკოვში), მის შესახებ გადაწყეტილებას ახლო მომავალში ფიფა მიიღებს. მანამდე პოლონეთმა, შვედეთმა და ჩეხეთმა ფიფას თამაშის ჩატარების ადგილის შეცვლა მოსთხოვეს.
https://popsport.com/article/42505-chempion...m-ruseti-dasaja