მიუხედავად იმისა, თუ როგორ დამთავრდება პუტინის უკრაინული ავანტიურა, სანამ პუტინია სათავეში, რუსეთს ეკონომიკური რღვევა ელოდება.
პუტინს კი ჰკიდია ერთ ადგილას, იმპერიული იდეები ამოძრავებს და ეკონომიკაშიც ვერ ერკვევა, მარა ოლიგარქიისთვის და ელიტისთვის ეს სანქციები მოულოდნელზე მოულოდნელი იყო და ფაქტიურად სასიცოცხლო არტერიები გადაუჭრა.
მეწარმე-ბიზნესმენ-მილიარდელ-მილიონერები, რაც ამ ხნის განმავლობაში აშენეს, იშოვეს (ზოგი მართლა, ზოგი მოიპარეს), ბიზნეს იმპერიები ააწყვეს - თავზე ენგრევათ.
სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება ძირითადად უშიშროებას აბარია და თუ რამე საფრთხე შეექმნა, ვალდებულია მყისიერად იმოქმედოს (გაიხსენეთ როგორ უცბათ მიანეიტრალეს ტრამპი და მისი ამალა). მხოლოდ იმპერიული იდეები პუტინისა ვერ უზრუნველყოფს სახელმწიფოებრიობას. ეხლა ეს ყველა ფსბ, გრუ-ები ხვდებიან, რომ შეიძლება რამდენიმე თვეში და არა რამდენიმე წელში წელში გაწყდეს ქვეყანა (ოქროს მარაგიც კი დაუყადაღეს რუსეთს).
სანამ სათავეში პუტინია, სანქციების დიდი უმეტესობა, ყველაზე დამაზიანებელი რომელიცაა, აუცილებლად დარჩება.
ერთადერთი გამოსავალია სასწრაფო მოშორება პუტინის.
დარწმუნებული ვარ ოლიგარქია და უშიშროების გავლენიანი ხალხი უკვე მსჯელობს ამ საკითხზე.
ნავიჩოკი იქნება თუ უბრალოდ ინსულტი მოუვა, ეგ უკვე ტექნიკის ამბავია. ბერიაც ვერ გავიგეთ რითი მოკვდა სინამდვილეში.
This post has been edited by Bettoro on 28 Feb 2022, 02:40
Attention is all you need.