სამწუხაროა, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ბევრი ეტრფის ფარულად რუსეთს და პუტინს.
"ვაჟკაცი ტიპია პუტინი, კიდია მუქარა, ბაიდენმა და დასავლეთმა ჩაი##ა".
კუნთებზე ვინც იყურება და ძალას ვინც იყენებს, იმას ეტრფიან.
ან რას ითხოვთ დასავლეთისგან/ნატოსგან.
რატო არ ებმება ომში რუსეთის წინააღმდეგო.
არანაირი ვალდებულება არ აქვს ნატოს მაგის.
ნატო ვალდებულია ყველანაირად, მათ შორის ომში ჩართვითაც დაიცვას ალიანსის წევრი ქვეყანა.
სანამ ალიანსში მოხვდები, არ აქვთ მაგის ვალდებულება.
მაგიტომ გვინდა ჩვენც და უკრაინასაც ნატოში შესვლა, თორემ მაინც რომ ებმებოდნენ ჩვენთვის ომში, რაღად გვენდომებოდა წევრობა და ვალდებულებების აკიდება...
და ისე სერიოზულ როლს თამაშობს დასავლეთი.
თუნდაც ამ სანქციების დაწესებით.
გამოდიან რუსეთის სიძლიერის და მაგარტიპობის მოტრფიალეები და ღლიცინებენ, საპასუხოდ ბაიდენი კოსმოსში გასვლის აკრძალვით ემუქრებაო...
ეგ სანქციები იქნება რო ჩამოშლის რუსეთს, თუ შემოარტყეს გალავანი და გაწყვიტეს ყველანაირი ეკონომიკური ურთიერთობა.
ან რას ითხოვთ ნატოსგან, თავს დაესხას რუსეთს?
რუსეთი განწირულია ნატოსთან, მაგრამ იმასაც ხო ყველა ხვდება, რომ ესე მარტივად არ დანებდება რუსეთი წაგებას, ბირთვულ იარაღს გამოიყენებს და შეაკვდება დასავლეთს, მაგრამ იმათაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
იგივე უკრაინაშიც დღეს თუ იმაზე ნაკლები ადამიანი კვდება ომში, ვიდრე კორონათი კვდებოდა, ბირთვული თავდასხმის შედეგად მილიონები დაიღუპოს შეიძლება.
ევროპაშიც.
საქართველოც რო მოყვება მაგაში და დედა გვაქვს ნატირები ბირთვული ომის დაწყების შემთხვევაში, ეგეც ნათელია მგონი.
მოკლედ ბირთვული ომის დაწყება არის უკიდურესი გზა, რასაც ქვეყნები და მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირება...
რაც შეეხება უკრაინას და დასავლეთს, გადააგდო დასავლეთმაო.
რაში გადააგდო.
ვთქვათ არ ყოფილიყო დასავლეთი ჩართული საერთოდ უკრაინა-რუსეთის კონფლიქტში, რა უნდა ექნა უკრაინას, ჩაებარებინა წყნარად ქვეყანა რუსეთისთვის?
არ უნდა ებრძოლათ ქვეყნისთვის?
ხო და იბრძვიან.
რა შუაშია აქ დასვლეთი რას პირდებოდა, ყველა შემთხვევაში უნდა დაეცვათ თავი, ამხელა ქვეყანაა...
და მხარდაჭერას რაც შეეხება, რუსეთისთვის ეს სანქციები სერიოზული ზიანის მომტანია...
და საერთოდ, რუსეთის ჩამოშლა ხო გინდათ, ზოსგ მართლა, ზოგს მოჩვენებითად,
რუსეთის დამარცხება მსხვერპლის გარეშე როგორ წარმოგიდგენიათ.
სამწუხაროა, მაგრამ უკრაინელები აღმოჩნდნენ მაგ მსხვერპლის როლში.
თუ რას ითხოვთ, უკრაინას იპყრობენ და უკრაინის მაგივრად ამერიკამ და ინგლისმა გაწირონ თავიანთი მოქალაქეების და ჯარისკაცების სიცოცხლე?
თქვენ გაწირავდით სხვა ქვეყნისთვის?
უკრაინას რაც შეეხება, ძალიან გმირულად იბრძვიან.
პრეზიდენტიც და მოსახლეობაც პატივისცემის მეტს არაფერს იმსახურებენ.
იმედია დაუფასდებათ ეს მსხვერპლი და უკრაინაში შეჭრა ჩამოშლად დაუჯდება რუსეთს...
პ.ს. გამოპასუხებებს და კამათს არ ვაპირებ არავისთან

თუ გინდათ ალტ-ინფოს და ღია რუსეთუმეებს შეუერთდით რუსეთის მაგარტიპობის და დასავლეთის ჩა##ის ზეიმში.
თქვენ გზაზე გაგიმარჯოთ
This post has been edited by Frankens†ein on 25 Feb 2022, 12:07
Mens sana in corpore sano...