„დანაშაულის და ვალში ყოფნის გრძნობა მაქვს, ჩვენი, დასავლეთის ქმედებების გამო - რუსეთისთვის თავზე ხელის გადასმისთვის, არაფრისმომცემი დიალოგებისთვის, მაამებლობისთვის, სიბრმავისთვის, იმისთვის, რომ ჩვენი ეპოქის ყველაზე დიდი ტირანი და ყველაზე სახიფათო დიქტატორი გამოვზარდეთ”
რუსებს თავიანთი ლექსიკონი აქვთ, სადაც სიტყვებს სხვა მნიშვნელობა აქვთ. ასე მაგალითად, ანექსიის დროს ისინი ამბობენ, რომ გაათავისუფლეს. მათ 2008 წელს საქართველო „გაათავისუფლეს“ და დარწმუნებული ვარ, დღემდე გახსოვთ და გრძნობთ ამ „თავისუფლებას“. როდესაც მოლაპარაკებებზე საუბრობენ - გულისხმობენ შანტაჟს. დიდებული სამშვიდობოები (Peacekeepers) არიან, რადგან ვერავინ შეედრებათ სხვისი მიწის ნაჭრების (piece) მიტაცებასა და შენახვაში (keep). ასე რომ, როდესაც პუტინმა ამ კატასტროფის წინ განაცხადა, რომ დიპლომატიურ გამოსავალს ეძებდა - წესით, კი უნდა მივმხვდარიყავით, რომ აბსოლუტურად საპირისპირო რამის ჩადენას აპირებდა...
არასდროს უნდა დაგვეშვა, რომ პუტინი და რუსეთი გამხდარიყვნენ, რაც დღეს არიან."
სრულად