#58943611 · 28 Feb 2022, 18:49 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წინაზე უბრალოდ ვიკითხე იმედის მომცემი რააო და ამისთვის დამბანეს, რავი გული მისკდება ისე ვნერვიულობ. იმედია ამ თემაშიც რამე ისეთს არ დაინახავთ.
მოკლედ კითხვა მიჩნდება ესეთი:
უკრაინას ეხმარება მთელი მსოფლიო შეირაღებით ცხელ ომში. ანუ რეალურად ჩართულები არიან ამ ომში მხარეებათ.
რა სვლებს აკეთებს ამით დასავლეთი? თუ დასავლეთის მიზანია მოდი ეხლა დავეხმაროთ უკრაინას მოიგერიოს რუსეთი, რისიც მე მჯერა. მაშინ პირველი კითხვა მიჩნდება, აწვდიან თუ არა იმდენ და ისეთ იარაღს რითიც უკრაინა მართლა შეძლებს თავდაცვას? არ არსებობს ამაზე უკეთესი იარაღი მსოფლიოში? თუ ესე არ იქცევა და ბოლოს მაინც წააგო უკრაინამ. რისიც მე მეშინია ოღონდ მართლა და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება თუ ვინმე პროფესიონალი ამ შიშს გამიქრობს.
ანუ თუ ამ პირობებში მოხდა ისე რომ, უკრაინამ იბრძოლა რამდენიმე დღე, კვირა, თვე თუნდაც და მაინც წააგო. ბრძოლას ვერავის აუკრძალავ ცხადია მაგრამ, თუ ეს ესე მოხდა. მერე აუცილებლად წამოვა პროპაგანდა რუსული წყაროებიდან, რომ დასავლეთმა მისცა უკრაიანას იარაღი გააჩაღა წაგებული ომი რამაც გამოიწვია ხალხის ხოცვა.
პრიმიტივამდე რომ დავიყვანო სიტუაცია, დაუშვად ვხედავ ჩემს მეზობელს სახლიდან გამოგდებას უპირებენ, ვერ უწევს წინააღდეგობას, აიძულებენ სახლი დატოვოს. მე მივედი და ვეუბნები, შენთან ერთად ვერ ვიჩხუბებ მარა აგერ დანა, მიდი და იჩხუბე. თუ დანა არ არის ის იარაღი რომლითაც ჩემი მეზობელი გაიმარჯვებს, მაგრამ საფთხეა ამ ჩხუბის დროს მას მოკლავენ. ხომ გაჩნდება ლოგიკური კითხვა ჩემს მიმართ, შე კაი ადამიანო ხომ იცოდი დანა არ იყო იმ ძალის საპირწონე რა საფთხეც ემუქრებოდა. რატო მიეცი და რატო დააწყებინე ჩხუბი, ცოცხალი მაინც დარჩებოდა.
ეს პროპაგანდა წავა თუ რუსეთი ამ ომს მოიგებს, და ამ პროპაგანდით ეცდება რუსული მხარე მსხვერპლის გაპრავებას. ხოდა ამაზე პასუხი რაა?
აგრესორი რომაა რუსეთი და დამნაშავე, ამაზე ბაზარი არაა.
|