27.02.2022 / 17:36აა
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „დასავლეთში გაკეთებული აგრესიული განცხადებების ფონზე“, შემაკავებელი ძალების სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის განკარგულება გასცა. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
„ნატოს ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები უშვებენ აგრესიულ გამონათქვამებს ჩვენი ქვეყნის მისამართით, ამიტომ ვუბრძანებ თავდაცვის მინისტრს და გენერალური შტაბის ხელმძღვანელს, რუსეთის არმიის შემაკავებელი ძალები გადავიდნენ სამხედრო მორიგეობის განსაკუთრებულ რეჟიმზე“, - განაცხადა პუტინმა, რომელმაც დღეს კრემლში თავდაცვის მინისტრთან სერგეი შაიგუსთან და გენერალური შტაბის უფროსთან ვალერი გერასიმოვთან შეხვედრა გამართა.
პუტინმა განაცხადა, რომ ქვეყნები იღებენ არალეგიტიმურ სანქციებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, შემაკავებელი ძალები "მიზნად ისახავს აგრესიის შეკავებას რუსეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ, ასევე განკუთვნილია აგრესორის გასანადგურებლად, მათ შორის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებით".
ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უბრძანა რუს სამხედროებს, ბირთვული ძალები "სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანონ, რაც რუსეთის სტრატეგიული სარაკეტო ძალებისთვის განგაშის უმაღლესი დონეა.
სამხედრო მაღალჩინოსნებთან საუბრისას, მათ შორის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, მან განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნებმა განახორციელეს "არამეგობრული ქმედებები" რუსეთის მიმართ და დააწესეს "არალეგიტიმური სანქციები".
27.02.2022 /
აშშ-ში პუტინის განცხადებას ბირთვული ძალების განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის შესახებ „სრულიად მიუღებელს“ უწოდებენ
აშშ-ში რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებას ბირთვული ძალების განსაკუთრებულრეჟიმზე გადაყვანის შესახებ „სრულიად მიუღებელს“ უწოდებენ.
როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა გაეროში, ლინდა თომას-გრინფილდმა CBS News-თან ინტერვიუში განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი პუტინი აგრძელებს ამ ომის ესკალაციას სრულიად მიუღებელი გზით.
დმიტრო კულება - თუ რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, ეს მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფა იქნება - ჩვენ არ ავყვებით ამ ზეწოლას, უკრაინა არ ეცემა
https://www.youtube.com/watch?v=aedUnalPvEU