მაგიდასთან ზის ოცნების ლიდერშიპი: ღარიბაშვილი, კობახიძე და კალაძე
ნერვიულობენ, უნდათ უკრაინას გვერდში დაუდგნენ. მიტინგი მოსცხონ, რამე ქნან.
- დღეს თითქოს იყო რაღაც მიტინგი ხალხიც შეიკრიბა მაგრამ იმდენი ვერა , ძალიან ცოტა ხალხია - ნაღვლიანად აღნიშნა კობახიძემ.
- რამე უნდა მოვიფიქროთ ტო, სირცხვილია - ეს კალაძემ თქვა
- მოკლედ ესე ვქნათ, დილით რამე ღლეობას ვიტყვი და ხალხიც გამოვა - უთხრა ორივეს ღარიბაშვილმა.
- ისეთი რა უნდა თქვა? გაიკვირვეს კალაძემ და კობახიძემ
- ხვალ დილით კისერს წავიგრძელებ და ვიტყვი რომ საქართველო რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება, ამაზე ნაღდად გამოვა ბევრი ხალხი. - ჩაილაპარაკა ღარიბაშვილმა
საღამოს 7 საათზე კარგი მიტინგი იყო. მეც ვიყავი. ყველა ღარიბაშვილს აგინებდა.
ვალმოხდილი ირაკლი კი როგორც ყოველთვის სამშობლოზე ფიქრობდა