#57973490 · 3 Jun 2021, 16:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
SoulPrayer13 მაგხელა მარშრუტებზე არასოდეს წავსულვარ მაგრამ
QUOTE | ერთი ნორმალური ველოსაპედი რაც არ მგონია 1000 ლარზე მეტი დაჯდეს |
ველოსიპედი რომელიც მაგხელა დისტანციებს მოგატარებს (და თან ისე რომ სული არ გაგაძროს) 1000 ლარად არანაირად არ მოგივა. ჰიბრიდული city bikeთ (რაც დიდი ალბათობით იქნება მაგ საფასო კატეგორიაში) დიდ დისტანციებზე ჩემმა მტერმა იარა. დაჟე სულ რომ ასფალტზე იარო.
QUOTE | ნუ ეხლა ველოსაპედი თუ არ გაფუჭდა ეგ უკვე გაუთვალისწინებელი ხარჯია |
ისევ და ისევ დისტანციას გააჩნია, მაგრამ 30 დღე თუ იარე ველოსიპედით (თუნდაც დღეში 50კმ) ველოსიპედი აუცილებლად გაფუჭდება. ეგ გაუთვალისწინებელი ხარჯი არანაირად არ არის. როგორც მინიმუმ ზაპასი კამერა გინდა რამდენიმე, თავისი ხელსაწყოებით და ნასოსით.
QUOTE | არა ვითომ დღე 10 ლარი ვიანგარიშე |
ფოტოსინთეზით იკვებები?  იმის გათვალისწინებით რომ ერთი თვის განმავლობაში ყოველდღე ფიზიკური დატვირთვა მოგიწევს, 10 ლარის საჭმელი რას გეყოფა (თან ევროპულ ფასებში)? მარტო მაკარონზე თუ დაჯექი წაიღებ წერილს. პლიუს იმ საჭმელს მომზადება უნდა კიდე ეგეც ხარჯია გარკვეული. მასეთ ბიუჯეტში ავტოსტოპი ჯობია, ენერგიას საჭმლის შოვნაზე დახარჯავ და ველოსიპედის ხარჯებიც არ გექნება სადარდებელი.
|