საქართველოს და უფრო კონკრეტულად ქართველ ხალხს არ აქვს ჯერ მზაობა იმისა, რომ ახალ წყობას და ახალ ერას ააყოლოს ფეხი. უკრაინა ჩვენზე წინაა ალბათ ყველაფრით: აზროვნებით, განათლებით, ვაჟკაცობით, კონსოლიდაციის უნარით, ერთად დადგომით.
ჩვენ ჯერ შეუმდგარი საზოგადოება ვართ, ჯერ ერთმანეთს ვჭამთ. ჯერ საქართველოში არ არის ჯანსაღი აურა. ჯერ ბევრი გვაქვს სამუშაო საკუთარ თავებზე, რომ როგორც სახელმწიფო ჩამოვყალიბდეთ და ელემენტარულად სახელმწიფოებრივად ვიაზროვნოთ. მარტო ჩაკრულოს კოსმოსში გაშვება და ვაზით ბლატაობა ვერ გვიშველის.
ქართველების დიდ ნაწილს ეშინია ცვლილებების და ისევ ძველ წყობას ეპოტინება. და ევროპაში შესვლა არ არის მარტო მილანებში და ბერლინებში გულაობა. ჯერ დამსახურება უნდა ყველაფერს.
ამიტომ არ გაგიკვირდეთ რომ თამაშგარე მდგომარეობაში დავრჩეთ