#58951127 · 1 Mar 2022, 20:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მადამ პრეზიდენტო,
თქვენ ქვეყნის დღევანდელი მმართველ გუნდში ხართ ერთადერთი ვინც სწორ და პატრიოტულ განცხადებებს აკეთებს, განცხადებებს რომელსაც საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. თქვენ ხართ ერთადერთი პოლიტიკოსი ვინც სახეს უნარჩუნებს ჩვენს ქვეყნას და ვინც ღიად იბრძვის ევროპული ღირებულებისთვის. თქვენ ხართ ის, ვინც ამ მომენტში ხალხის სათქმელს ამბობს ხელისუფლებიდან.
თქვენი ამ პოზიციით ბევრი მათგანის პატივისცემა მოიგეთ, ვინც გაკრიტიკებდან, მათ შორის ჩემიც.
მაგრამ თქვენს ხელთაა ერთი ძლიერი ანტიპუტინური სვლა. მიშა სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი. ადამიანი რომელიც 2008-ში რუსული აგრესიის პირისპირ იდგა, დღეს ქართული ოცნების მიერ საკანშია გამოკეტილი. ეჭვი არ შეგეპაროთ რომ იგივე ბედი ელის ზელენსკის, თუ აგრესორებმა კოლაბორაციონისტი ხელისუფლება დასვეს. გარდა ამისა მიშა არის უკრაინის მოქალაქე და იქაური საჯარო მოხელე. მიშას განთავისუფლება იყო ზელენსკის მოთხოვნა ხელისუფლების მიმართ.
ამ აგრესიის ფონზე მიშას ციხეში გაჩერება არის ქვეყნის სირცხვილი. მნიშვნელობა არა აქვს პოლიტიკურ მოსაზრებას. მიშას გასამართლება დღეს ნიშნავს კოლაბორაციონიზმს, კონფორმიზმს და რკინის ფარდის უკან ცხოვრების არჩევას. ხელისუფლებამ, პრემიერ მინისტრის თამადობით მოიხადა უკვე ნიღაბი, და ეს ალბათ თქვენთვისაც საკმაოდ შოკისმომგვრელი იყო. დარწმუნებული ვარ რომ ხვდებით თუ ვინ დგას მიშას მიმართ რევანშის უკან.
ამიტომ გთხოვთ რომ ისარგებლოთ თქვენი უფლებით და შეიწყალოთ მიშა. მოწმინდოთ ეს სირცხვილიც საქართველოს, თუნდაც ევროპელების თვალში. დაე აეკრძალოს მას პოლიტიკური საქმიანობა და საჯარო პოსტის დაკავება ქვეყანაში. მიშას ხელისუფლებაში დაბრუნება არც მე არ მინდა. მაგრამ მიშას ციხეში ყოფნა ჩვენთვის სირცხვილია.
ამინისტია ერთადერთ სწორი არჩევანია ამ მდგომარეობაში.
|