#58977388 · 6 Mar 2022, 20:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მოკლედ ჩვენი საქმე ესეა. ვეცდები გლეხურად ავხსნა.
კითხვა 1. რა უნდა რუსეთს ჩვენგან? კითხვა 2. რამდენად უნდა ჩვენგან ეს რუსეთს?
ვეცდები გავამრტივო ეს სიტუაცია. პრიმიტიულად რომ ავხსნა გაქვთ რაღაც ნივთი. რომლის ათვისების ინტერესი აქვს შენს მეზობელს. რომელიც შენზე ძლიერია, და რომ მოინდომოს ამ ნივთსაც წაგართმევს და გაგლახავს კიდეც ან მოგკლავს კიდეც. ძალით რომ აჯობო და ისე დაიცვა ეს ნივთი რესურსი არ გაქვს.
რა უნდა იყოს ამ დროს შენი მიზანი? გაარკვიო რამდენად მნიშვნელოვანია ეს ნივთი შენი მეზობლისთვის.
პირობითად თუ შენი ნივთი მეზობელს უღირს 100 ლარი. უნდა ეცადო, თუ ის შენ ამ ნივთს წაგართმევს აჩვენო დაუჯდება 100 ლარზე მეტი და ზარალში გავა. ამ შემთხვევაში ის აღარ შემოგიტევს, ესაა ერთადერთი გზა ამ ნივთის შენარჩუნების.
რა გვიცავს ბანდიტებისგან? იარაღიანი ბანდიტი დღეს ძალით მოახერხებს ყველა უირაღო ადამიანის გაძარძვას მაგრამ მან იცის რომ ეს დაუჯდება 10 წლამდე ციხე, ამიტომ არ უღირს გარისკოს. ეს გვიცავს ჩვენ და არა ის რომ, მან იცის რომ თუ იარაღით შეუვარდება ვინმეს ამ იარაღს უკან გაურჭობენ. ესეც დაცვის საშუალებაა მარა ამ სახის დაცვა დღეს არ გვაქვს მოსახლეობის უმრავლესობას.
ხოდა ეს თემაა რუსეთთან მიმართებაშიც, რუსეთი ძალით ნებისმიერ შემთხვევაში გვაჯობებს აქ ორი აზრი არაა. 2008 ში რომ თბილისზე წამოსულიყო ვინ გააჩერებდა. მაგრამ დაჯდნენ იფიქრეს და ესე გადაწყდა, უფრო მეტ ზარალში გავალთ თბილისის აღებით ვიდრე სარგებელს მივიღებთ.
რასაც ვერ ვიტყვით აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე. იქ მათ ჯარების ყოფნა, უღირთ იმ ზარალად რაც მაშინ ნახეს.
ხოდა ეხლაც იგივე მდგომარეობაა, ჩვენ უნდა ვეცადოთ, რაც შეიძლება დიდი ფასი დავიდოთ. თუ წინასწარ ვიძახებთ არაფრის თავი ჩვენ არ გვაქვს, დასავლეთი ჩვენ არ გვინდა მათი სანქციები არაფრის მომცემია და ა.შ. ბუნებრივია ამ შემთხვევაში მოვა კიდეც დირექტივები მოსკოვიდან. ამიტომ წინასწარ კაპიტულაცია არის უბრალოდ ჩაჯმა და ჩვენი ნებით ყველაფრის დათმობა, რასაც ისტორია ღალატად აფასებს ხოლმე.
ეხლა სადისკუსიო თემაა რა ინტერესები აქვთ ჩვენგან რუსეთს. რაც უნდა თუ ჩვენ მოვახერხებთ იმაზე მეტი ფასი დავიდოთ მაშინ რუსეთი აქ არ შემოვა. თუ ნაკლებ ფასს დავიდებთ შემოვა.
თუ ვინმეს იმის სჯერა რომ რუსეთში ფიქრობენ, ოღონდ გაბუნიამ პუტინს არ აგინოს და ამის გამო ჩვენ საქართველოში შევალთ ავიღებთ და იმ ფასსაც გადავიხდით რაც ამის გამო მსოფლიოსგან მოგვივა, ეს უბრალოდ იდიოტიზმია.
მოკლედ ესაა ჩემი აზრი. უნდა დავამყაროთ დასავლეთთან ისეთი ურთიერთობა და ისეთი ფარი უნდა შევიქმნათ, რუსეთის ზარალი მეტი იყოს ჩვენი წაღებით ვიდრე სარგებელი.
ყველა ქვეყნის მმართველის ვალდებულება ესაა. თუ ქვეყნის მმართველი ამბობს მტერი ძლიერია მას ვერაფერი აჩერებს, ამიტომ აზრი არ აქვს წინააღდეგობას ესეთი მმართველი არის ან მოღალატე ან იდიოტი.
|