#58984762 · 8 Mar 2022, 15:02 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ყველაფერი ასე დაიწყო. წნევები და თავბრუსხვევები მქონდა 130-85 ან 140-90 დაახლოებით ასე. დამემატა კისრის მხარეს ტკივილი ,თავის ტკივილი კეფის მხარეს, ნაწილობრივ საფეთქლებისკენაც, გულიც ელემენტარულ მოძრაობებზე მიჩქარდება მარტივად.ეს სიმპტომები გამიგრძელდა თითქმის 2 კვირაა და ეხლა დამემატა კუჭ ნაწლავის პრობლემაც. მაქვს კუჭის ტკივილი(წვა) ჭამის შემდეგ. ხმაური რომელიც კუჭის ადგილმდებარეობის გარდა ნაღვლის მხარეს და შედარებით ქვემოთ(ჭიპის მხარეს) გადამდის. შებერილობა და თითქოს შეკრულობა და ამავდროულად ფაღარათი. რისი ექიმით დავიწყო მკურნალობა ვეღარ გავიგე. კუჭ ნაწლავი შესაძლოა წნევის მატებასთან და თავბრუსხვევასთან რამე შუაში იყოს?
|