https://www.facebook.com/Giorgi.Panjavidze8...94301334314604/მოკლედ, გაბუნიასთან სააკაშვილის ინტერვიუა 2008 წლის ომზე. ნაციონალი არ ვარ და პროპაგანდის მიზნით არ ვაგდებ ამ ვიდეოს, პროსტა უშუალოდ პირველი პირისგან საინტერესო დეტალებს ყვება პუტინთან და ევროპელებთან პირად საუბრებზე.
ხოდა, მე-19 წუთზე ასეთ რამეს ამბობს სააკაშვილი: 2008 წლის ივლისში ჩემს საიტზე კიბერ შეტევა მოხდა (მსოფლიო ომების ისტორიაში პირველადო) და ჩემი ფოტო დადეს ჰიტლერის ულვაშითო.

ამ დღეებმა დამარწმუნა, რომ სააკაშვილი 2008 წლის ომის ამბებში ცამდე მართალი იყო, თუ დაეჯერება მაგ ვიდეოში რასაც ამბობს, მითუმეტეს. არ გამომიხტეთ ახლა გინებით, ეს იმას არ ნიშნავს, რო მისი ფანი და იმ უბედურებების გამპრავებელი ვარ რაც ხდებოდა საქართველოში. უბრალოდ, საშინელი სირობაა ამის მერე რო ქართველი საქართველოს მხარეს დაადანაშაულებს ომში.