რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დმიტრი ვოლვაჩი 9 მარტს სოხუმში ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს, ასლან ბჟანიას შეხვდა.
ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ვოლვაჩმა რეგიონთან რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის გაგრძელების პირობა დადო.
„ამ პირობებში, ჩვენს სახელმწიფოებს შორის კავშირი დამატებით მნიშვნელობასა და ღირებულებას იძენს“, – განაცხადა მან, რომელსაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ შემოღებული სანქციები ჰქონდა მხედველობაში.
მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ბჟანიას აფხაზეთის ძალისხმევის გამო, მათ შორის 9 მარტს ოკუპირებულ დონეცკთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარებისთვის.
თავის მხრივ, ბჟანიამ პირობა დადო, რომ „რუსეთის მოსახლეობას ყველა შესაძლო მხარდაჭერას“ აღმოუჩენს.
აფხაზეთის ლიდერმა გაიხსენა, რომ სოხუმმა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა აღიარა და დონბასიდან ევაკუირებული ადამიანებიც მიიღო.
ბჟანიას თქმით, სოხუმი მზადაა „საჭიროების შემთხვევაში სხვა დახმარების“ აღმოსაჩენად. თუმცა, მან არ დააკონკრეტა, რა დახმარებას გულისხმობდა იგი.
https://civil.ge/ka/archives/478410ბჟანია მენახოს უკრაინაში ბოძზე ჩამოკიდებული
უკრაინამ სისხლის სამართლის საქმე აღძრაა ბჟანიას ხელქვეითის ვინმე ინალ არძინბას მიმართ
ქოცებს სძინავთ
ამ ორის წინააღმდეგ უკრაინის პროკურატურამ საქმე აღძრაა ეს აჭკებიანი უკრაინაში პერსონა ნონგრატაადაა გამოცხადებული. 1990 წელსაა დაბადებული ანუ აფხაზეთის ომის დროს 2 წლის იყო.