#58985429 · 8 Mar 2022, 17:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE (Smart3 @ 20 Feb 2022, 18:56 ) | ახლო მომავალში 6-8 თვეში ბინების ფასი დაიწევს დაბლა?
თუ ღირს 45 ათასი რა ეღირება 6-8 თვის შემდეგ როგორ ფიქრობთ? ღირს დალოდება ? იგივე ფასები იქნება თუ აიწევს პირიქით? |
უძრავი ქონების ფასი განისაზღვრება მიწოდება / მოთხოვნის ბალანსით. მიწოდება რომ წლიდან წლამდე იზრდება ამას ყველა ხედავს, თუკი სადმე სულ პატარა ადგილი იყო ყველგან კორპუსი ჩადგეს. მოთხოვნას რაც შეეხება თბილისში ბინების 70-80% იყიდება იპოთეკური სესხით. ანუ გაიზრდება თუ შემცირდება ფასები ეს დამოკიდებულია ბანკების პოლიტიკაზე, საპროცენტო განიკვეთზე და ა.შ. მაგალითად შეამცირეს ბანკებმა 15 წლიდან 10 წლამდე უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა და მთელი ემიგრაცია შეესია ბინებს, რომ მოესწროთ ყიდვა, დეკემბერში 4900 ბინა გაიყიდა, შედეგად ფასებმა მოიმატა. სახელმწიფოს მხრიდან ყველანაირი სუფსიდირების პროგრამებიც ზრდის მოთხოვნას და ფასს.
აქ საინტერესო მიმოხილვაა როდის ჯობია უძრავი ქონების ყიდვა რუსეთზეა საუბარი, მაგრამ უნივერსალურ პრინციპებს ეხება, რომელიც ყველა ქვეყანას მიესადაგება.
აქ კი რა ელის უძრავი ქონების ფასებს რუსეთში და არა მარტო რუსეთში უკრაინის ამბების ჭრილში პუტინი თუ ჩვენთანაც შემოჯლიგინდა ფასები რამდენჯერმე შემცირდება
--------------------
She Does It Right
|