აქ ჩამოვწეროთ ხელოსნები, რომლებიც გვიქეს და მაგარი ფინაჩები აღმოჩდნენ.
გავხიე მაყუჩის მილი და შედუღებაზე გამაგზავნეს ქავთარაძეზე, ეწ ინტურისტების გარაჟებში (მოდულის მოპირდაპირედ) ჭიშკრიდან დაეშვები თუ არა პირველივე ბოქსი მარცხნივო, ხელოსნების მეფეაო. ოკ მეთქი და წავედი ბღუილით
მივედი, შეხედა ბაზარი არააო, მილი ბოლოში მოგლეჯილი იყო პლიუს კოლექტორთანაც მოგლეჯილი, 100 ლარი და დღესვე გავაკეთებ ოღონდ ჯერ ხალხი მყავსო. კლიენტების არსებობა კაის ნიშნად მეჩვენა და ლოდინი დავიწყე.
მოკლედ 4 საათი მოანდომა საქმეს.
რეები აკეთა არ მკითხოთ, ყოველ ჯერზე ვეუბნებოდი ასე რო აკეთებ არაფერი გამოვათქო, პასუხი იყო მაცადე ვიცი რასაც ვაკეთებო.
უკანა მხარეს მოგლეჯილი მილის ადგილი ჩაჭრა და რაღაც რკინის მილს ადუღებს, მეთქი წვრილია რას აკეთებ, წნევის ცვალებადობის გამო გაზს გარეთ გასვლა გაუჭირდებათქო, რას ამბობ ბრააატ აყვა მეორეც პირიქით

მიაყენააა. მზადააო. გვერდიდან შევხედე, საბურავის ნახევრამდეა ჩამოსული, მეთქი ეს რა არი, ამას მზადს როგორ ეძახი, ბოქსიდანაც ვერ გავალთქო. მივიდა ლობით არგობით ეჩალიჩა კიდე საათი და ვსო მეტს ვერ ვაკეთებ, ნახევარი მომეცი მეტი არ მინდაო, დაბლა ჩადი და იქ ჯემალი(მგონი) იკითხე გააკეთებსო.
ცხოვრებაში პირველად, ისე რომ არც არაფერი მითქვამს ურეაქციოდ დავუყარე მაგიდაზე ფული და წავედი იმ კაცთან. სულ სულ ბოლოში დამხვდა პააატარა მოხუცი კაცი, შეხედა და ვისთან იყავიო, მეთქი ასე და ასე, გაეცინა, ეგ ###ო. ვერ აკეთებს დამერე აგზავნის ჩემთანო.
ჩაჭრა ის ნაწილი, ახალი მიაყენა დადგა დაბლა, შეხედა შემოხედა, უკანა ბაჩოკთან მოღუნული დანაიხა, გაასწორა და დააყენა ქარხნულად, 30 წუთში ისე იყო როგორც ქარხნიდან გამოავლისას, ამასობაში 2 მანქანა დაუდგა კიდე სხვადასხვა პრობლემით, ესეც შენნაირები არიანო, ###ებთან მივიდნენ და მერე ჩემთანო
აი ხელოსნების მეფის შედევრი


This post has been edited by evgena on 6 Mar 2022, 09:15
Though I fly through the Valley of Death... I shall fear no evil. For I am at 80,000 feet and climbing