რუსულმა კომპანიებმა საქართველოში 600 მლნ. ლარამდე ტენდერები მოიგეს ბოლო ათ წელში
TI (Transparency in Georgia)
თუ ამ გრაფიკს დავაკვირდებით, ნათლად ჩანს რუსული კომპანიების მკვეთრი მომრავლება 2012 წლიდან. ასევე ნიშანდობლივია ვითომდა ქართულ კომპანიებში რუსული კომპანიების წილები ამ კომპანიებს კი რუსი მოქალაქეები აფუძნებენ. მაგალითად:
გაერთიანებული ენერგეტიკული სისტემა "საქრუსენერგოს" 50%-ს საპარტნიორო ფონდი ფლობს, 50%-ს კი რუსეთის ფედერაცია.
კომპანია „ელმავალმშენებლის“ აქციების 87%-ის მფლობელი ოფშორში, მალტაზე რეგისტრირებული შპს „ლოკო ტრანს კომპანია“, 12.8%-ს საქართველოს სახელმწიფო ფლობს, 0.2%-ს კი შრომითი კოლექტივი. „ელმავალმშენებლის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე რუსეთის მოქალაქე იგორ ტუგბაევია. საბჭოს 7 წევრიდან 6 ასევე რუსეთის მოქალაქეა, ერთი კი - საქართველოს მოქალაქე. ეს შესაძლოა იმას მიანიშნებდეს, რომ მალტაში რეგისტრირებული კომპანიის საბოლოო ბენეფიციარები რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან. „ელმავალმშენებლის“ ძირითადი საქმიანობა მაგისტრალური ელმავლების მშენებლობა და კაპიტალური შეკეთება, ასევე, სათადარიგო დეტალების დამზადებაა.
2016 წელს 10,1 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა საავტომობილო გზების დეპარტამენტმა რუსულ კომპანია „სამშენებლო-სამონტაჟო საექსპლუატაციო საწარმო ჩელიაბინსკტრანსსიგნალის საქართველოს ფილიალთან“ ქუთაისი-ალპინა-მამისონის უღელტეხილზე გზის სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად. ამ კომპანიას 2013-2017 წლებში 46 მლნ ლარის ჯამური ღირებულების 29 ელექტრონული ტენდერი აქვს მოგებული.
„საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ“, რომელიც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებაა, 9,5-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა 2019 წლის აგვისტოში შპს „კლასიკ-სტროისთან“ „კომაროვის სკოლის“ ახალი შენობის ასაშენებლად. ჯამში, ამ კომპანიას 2015-2021 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 15,7 მილიონი ლარი აქვს მიღებული.
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ 2017 წლის სექტემბერში 3 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა „გროსინვეტ კაპიტალთან“ ბაკურიანში წყალმომარაგების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის.
2020 წელს, სათხილამურო სეზონის პიკში, ბაკურიანი წყლის გარეშე დარჩა. „გროსინვესტ კაპიტალს“ 2016-2017 წლებში სულ 6.1 მლნ ლარის ტენდერები აქვს მოგებული.
2019 წლის დეკემბერში, „თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ“ 2,8 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა კომპანია „ინდივიდ-პარტნიორთან“ თბილისში საბავშვო ბაღის ასაშენებლად. ამ კომპანიის დამფუძნებელი ამავე სახელის მქონე რუსული კომპანიაა. „ინდივიდ-პარტნიორს“ 2017-2019 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან ტენდერებში მონაწილეობით 5,6 მილიონი ლარი აქვს მიღებული.
2016 წელს თოჯინების სახელმწიფო თეატრმა გააფორმა 5,6 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი თეატრის ახალი შენობის ასაშენებლად „ნანოტეხსტროის“ ფილიალთან საქართველოში.
რუსულმა კომპანიამ კონტრაქტი ბოლომდე არ შეასრულა, თუმცა 5,2 მილიონი ლარი მაინც მიიღო საქართველოს ბიუჯეტიდან.2019 წლის აგვისტოში ონის მერიამ 1,6 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა „სამშენებლო-სამონტაჟო სამმართველო სევერო-ზაპადთან“ ბარი-მრავალძალის საგზაო სამუშაოების შესასრულებლად. ამ კომპანიას 2015-2021 წლებში სულ 5.3 მლნ ლარის ტენდერები აქვს მოგებული.
სახელმწიფო შესყიდვებიდან ყველაზე მეტი თანხა, 200 მილიონი ლარი, 2011-2021 წლებში „ლუკოილ-ჯორჯიამ“ მიიღო.
სახელმწიფო სტრუქტურები საწვავს თითქმის მთლიანად „ლუკოილისგან” ყიდულობენ იმის მიუხედავად, რომ კომპანია ევროკავშირის სანქციების ქვეშაა მოქცეული 2014 წლიდან, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის გამო. „ლუკოილი“ სანქცირებულია აშშ-ის მიერაც.რადიო თავისუფლება
ვფიქრობ, რომ თვალნათელია "რუსული ოცნება" რა სამუშაოებსაც ატარებს ამ 10 წლის განმავლობაში და გაქრა შარშანდელი თოვლივით ის ბლეფი და პროპაგანდა, რითიც გამოკვებეს პოტენციური ამომრჩევლები თავის დროზე. დიდი იმედი მაქვს, რომ 2012-ში გაბრიყვებული მოსახლეობა ახლა მაინც მოეგება გონს, როცა მთელი მსოფლიო ერთ მხარესაა, ხოლო რუსეთი და "რუსული ოცნება" - მეორე მხარეს.
This post has been edited by Krusty_the_Clown on 5 Mar 2022, 13:47