გოგა ბითაძე
სიმაღლე 2.11
წონა 113 კგ
დაიბადა 1999 წლის 20 ივლისს,კახეთის რაიონის ქალაქ საგარეჯოში. კალათბურთის თამაში დაიწყო 6 წლის ასაკში. ბავშვობაში მისი ფავორიტი ქართველი მოთამაშეები ზაზა ფაჩულია და თორნიკე შენგელია იყვნენ,უცხოელებიდან კი შაკილ ონილი და პაუ გასოლი.
პროფესიონალური კარიერა ბითაძემ საკლათბურთო გუნდ ვითამაში დაიწყო 2015-2016
2016-2019 მეგა ბემაქსი
მეგა ბემაქსში თამაშისას გოგა ორჯერ იყო განათხოვრებული 2016-2017-ში სმედერევოში და 2018-2019 წლების სეზონში ბუდუჩნოსტში,სადაც სრულყოფილი სეზონი ჩაატარა ევროლიგაზე.
2019 წლის NBA-ის დრაფტზე,პირველ რაუნდში მეთვრამეტე-18 ნომრად იქნა არჩეული ინდიანა პეისერსის მიერ.
ბითაძემ ასევე რამდენიმე თამაში ჩაატარა NBA-ის განვითარების ლიგაში ინდიანა პეისერსის ფარმ-კლუბის ფორთ უეინის შემადგენლობაში.
ინდივიდუალური ჯილდოები
ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი 2019
ადრიატიკის ლიგის MVP 2019
ადრიატიკის ლიგის ტოპ პროსპექტი 2019
ადრიატიკის ლიგის საუკეთესო დამფარებელი 2019
მოხვდა ადრიატიკის ლიგის წლის სიმბოლურ გუნდში 2019
სერბეთის ლიგის MVP 2019
ახალგაზრდული ადრიატიკის ლიგის გამარჯვებული 2018
ახალგაზრდული ადრიატიკის ლიგის MVP
ევროლიგა
2018-2019 წლის სეზონში,როდესაც იმყოფებოდა მეგა ბემაქსიდან არენდით ჩერნოგორიულ,პოდგორიცას ბუდუჩნოსტში,ევროლიგაზე საშუალოდ ბითაძის მონაგარი 12.1 ქულა 6.4 მოხსნა და 2.3 ბლოკი იყო. ევროლიგაზე ყველაზე შედეგიანი შეხვედრა მილანის წინააღმდეგ ჰქონდა,სადაც მისი მაჩვენებელი 23 ქულა 8 მოხსნა და 3 დაფარება იყო.
ეროვნული ნაკრები
ეროვნულ ნაკრებში გოგა ბითაძის დებიუტი 2017 წლის 24 ნოემბერს გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ შედგა, 2019 წლისმსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
NBA
2019-2020 წლების სეზონში ბითაძემ ინდიანა პეისერსის შემადგენლობაში 54 თამაში ჩაატარა მისი სტატისტიკა 3.2 ქულას 2.0 მოხსნას და 0.7 დაფარებას შეადგენდა
მიმდინარე 2020-2021 სეზონში მისი მონაცემები ასე გამოიყურება
37 თამაში 5.1 ქულა 3.2 მოხსნა 1.2 ბლოკი 0.7 გადაცემა
https://www.nba.com///www.indystar.com
https://www.pacersteamstore.comGBF.GE
https://www.basketball-reference.com/player.../bitadgo01.htmlhttps://en.wikipedia.org/wiki/Goga_Bitadzehttps://www.nba.com/player/1629048/goga_bitadzehttps://www.facebook.com/GogaBiitadze/ This post has been edited by Sno on 27 Apr 2021, 10:55
მიმაგრებული სურათი