#58983155 · 8 Mar 2022, 00:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მე მრცხვენია რომ ქართველი ვარ!! ეს სიტყვები ხშირად მესმის ამ ბოლოდ დროს უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით. ეს გრძნობა სრულიად ბუნებრივი და ლოგიკური, თუმცა ცოტა ირაციონალური გრძნობაა და ამტკიცებს რომ საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა კარგი, ნორმალური ადამიანია, რომლებსაც არ დაუკარგავს თანაგრძნობის, სამართლიანობის და მეგობრობის გრძნობა. მაგრამ ჩვენ მემგონი ცოტა გვეშლება, ემოციურები ვართ. მე არ მრცხვენია რომ ქართველი ვარ!! ჩემი ხალხის მართლა აბსოლუტური უმრავლესობა მთელი გულით და რითაც შეუძლია ეხმარება უკრაინელ ხალხს. ჩვენი ბიჭები და გოგოები არიან უკრაინაში 2014 წლიდან, ეხლაც ბევრი წავიდა მოძმე ერის დასახმარებლად. ჩვენ რომ ეხლა შეგვეძლოს, ნატოს შესაძლებლობების მეხუთედიც რომ გვქონდეს, 100% დარწმუნებული ვარ ომში ჩავერთვებოდით უკრაინის მხარდასაჭერად. შეხედეთ ესპანეთს, საფრანგეთს, პორტუგალიას, 100 ადამიანიდან 1 არ გაუკეთებია ის, რასა ჩვენ ვაკეთებთ. უმრავლესობას სულ არ აინტერესებს არაფერი, სანამ მას არ შეეხება პირადად. მე პირიქით მეამაყება რომ ასეთი ხალხი ვართ. რა გვაქვს სასირცხვილო? სასირცხვილო გვაქვს. მაგრამ არა ქართველობა. სასირცხვილო ჩვენი მთავრობაა, რომელიც ვალდებულია ქართველი ერის პოზიციის, ქართველი ერის მსოფლმხედველობის მატარებელი იყოს. ერთი წამით რომ დავფიქრდეთ, 2008-ში რომ იანუკოვიჩი ყოფილიყო უკრაინის პრეზიდენტი, იდგებოდა ეგ რუსთაველზე სხვა პრეზიდენტებთან ერთად? არა მგონია. მაგრამ ამითი, თუ ჩვენ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას დავინახავდით, დიდი არაფერი შეიცვლებოდა ჩვენს დამოკიდებულებაში მათდამი. საბოლოოდ, როდესაც ერის უდიდესი ნაწილი სირცხვილს განიცდის მთავრობის მოქმედების გამო, ის მთავრობა იცვლება. ასე იქნება ეს. დღეები დათვლილია. ამდენს ვერ გააყალბებენ.
|