#59027117 · 18 Mar 2022, 20:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რამოდენიმე დღის წინ, ჰააგის სასამართლომ მიიღო საბოლოო დადგენილება სადაც წერია, რომ 2008 წელს ომი დაიწყო რუსეთმა რომ საქართველოს არ დაუწყია საომარი მოქმედებები და რომ საქართველო აწარმოებდა მხოლოდ თავდაცვით ღონისძიებებს. რომ რუსეთის ავიაცია ბომბავდა მშვიდობიან მოსახლეობას დ.ა.შ. გამოცხადდა ძებმა ომის დანაშაულში მხილებულ რუს და ოს სამხედროებზე დ.ა.შ.
ეს არის საქართველოსთვის უდიდესი გამარჯვება და ამის პარალელურად, როგორც კი ეს დადგენილება გამოცხადდა, 2-3 დღეში, მმართველმა ძალა რუსულმა ოცნებამ მაშინდელ მთავრობას უწოდა ომის პარტია. დღეს მოღალატე ირაკლი კობახიძე ავადმყოფურად დღეში ათასჯერ ყველა ბრიფინგზე თუ ინტერვიუში ავადმყოფივით იმეორებს ომის პარტია, ომის პარტია. იგივეს აკეთებენ ღარიბაშვილი, მდინარაძე და მთელი საქოცეთი.
ეს არის ჰააგის სასამართლოს დადგენილებაზე პირდაპირი პროტესტი და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავენ. ეს არის აშკარა დასტური რომ ამ დადგენილებას არ ეთანხმებიან და პირდაპირ საპირისპიროს ამტკიცებენ.
ეს არის ქვეყნის ღალატი, თუ აქამდე კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, რომ ესენი მოღალატეები არიან და მტრის დავალებას ასრულებენ, მგონი დღეს უკვე არც ერთ საღად მოაზროვნე ადამიანს ამაში ეჭვი აღარ უნდა ეპარებოდეს.
--------------------
ეგ კალჩოპოლიც ხო საკუთარი თავის გარდა ყველას დააბრალეს (youngstar)
ესენი რა ნამუსით საუბრობენ მსაჯებზე, მსაჯების გამო ვაფშე სერია ა-დან გააგდეს გუნდი (Biutiful)
იუვეს მუზეუმი ხო ცოდვის ბუნაგია, ჯალალ ედ დინს არ ექნებოდა სასახლეში იმდენი ნაძარცვი, რამდენიც იუვეს მუზეუმში ყრია (internazionale)
|