#59028937 · 19 Mar 2022, 10:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ამ გახსენებაზე, გუშინ მაგრა დავთვერით, უკრაინელი ცოლქმარი მყავს შეფარებული და მე და ქმარი ისე ავტყდით, რომ სერიოზულად ვგეგმავდით მორჩენილი სამშენებლო მასალებისგან რაკეტის გაკეთებას და რუსეთში სროლას. ფურცელი და პასტაც მოვიტანე, ნახაზებს ვხაზავდით და სერიოზულადაც ვლაპარაკობთ (ამდენი მეტლახი, ამდენი ბეტონი ერთი ჭიქა შპაკლი, შუაში დრელი დავდოთ, რომ რუსებს ტვინი გაუბურღოს და ა. შ.). ცოლიც ხვდებოდა რამხელაზე გვქონდა რამსები არეული და ვითომ აგვყვა და რჩევებს გვაძლევდა - ქვემეხი არ გვაქს და მოდით, ხეს გამოვაბათ და შურდულივით ვისროლოთო.
ბოლოს არ მახსოვს როგორ დამთავრდა და გამაგებინეთ, რამე ხომ არ ჩამოვარდა როსტოვის რომელიმე გარეუბანში?
|